Connect with us

ჰოროსკოპი

პაველ გლობას შოკისმომგვრელი პროგნოზი: რა მოხდება 2023 წელს

პაველ გლობა ცნობილი ასტროლოგია, რომლის პროგნოზები ზუსტად ხდება და ამა თუ იმ მოვლენის წინასწარ განჭვრეტაში გვეხმარება. შეგახსენებთ, გლობამ იწინასწარმეტყველა სსრკ–ს დაშლა, ჩერნობილში ატომური სადგურის ავარია, ნიუ–იორკში 11 სექტემბრის ტერაქტი. ეს მისი ასტროლოგიური პროგნოზების და ხილვების სრული სია არაა.

Аlltime.ge–ს რედაქცია პაველ გლობას 2023 წლის შოკისმომგვრელ პროგნოზს გიზიარებთ. გაიგეთ, რა მოხდება 2023 წელს და რისთვის უნდა მოემზადოთ.

ასტროლოგი ჯერ კიდევ 2009 წელს მომდევნო ათწლეულში დოლარის გაუფასურებაზე საუბრობდა. ბევრს მისი სიტყვების არ სჯეროდა, მაგრამ ამის ნიშნები უკვე ჩანს და დოლარი შეიძლება უფასო ქაღალდი გახდეს, თუმცა დარწმუნებით ვერ ვიტყვით, რომ საქმე აქამდე მივა.

მალე მთელ მსოფლიოში შეირაღებული კონფლიქტები გაიზრდება. ვარსკვლავების მინიშნებებით, სარისკო ზონებია აზია და აფრიკა. გლობას თქმით, კონფლიქტები 2024 ან შესაძლოა 2025 წლამდე გაგრძელდეს.

ევროპას რთული პერიოდი დაუდგება. ვარსკვლავები დიდწილად ეკონომიკური და პოლიტიკური მმართველობის მარცხზე მიგვითითებენ. ევროპაში ძველი დრო არ დაბრუნდება. ეს ყველას შეეხება. ამის საკუთარ თავზე გამოცდა ყველას მოუწევს. მათ გაჭირვების გადატანა მოუწევთ, მდიდრები ქონებას დაკარგავენ.

ევროპაში ნამდვილი არეულობა დაიწყება. ასეთი გამოსვლები ნანახი არავის აქვს. ქუჩაში მოთხოვნებით ბავშვები და მოხუცებიც გამოვლენ. გაჭირვებული ევროპელები აღშფოთდებიან. ამ დროს მაღალი ფენა დიდ რესურსებს და ფინანსებს გადაინაწილებს.

საერთაშორისო ასპარეზზე ფინანსური სიტუაცია არ გაუმჯობესდება, უფრო გაუარესდება. ეს გლობალურ ცვლილებებს და საომარი მოქმედებების გამო მასშტაბურ დარღვევებს უკავშირდება. სტიქიური უბედურებები გახშირდება, რაც ხალხს მომავლის იმედს წაართმევს.

გლობას თქმით, მსოფლიო ეკონომიკური სიტუაცია გაუარესების პიკს 2023 წელს მიაღწევს. მსოფლიო ელიტა პრობლემის მოგვარებას ეცდება და მალე გამოსავალს იპოვის.

სამყარო დიდი ნაბიჯებით გაციფრულებისკენ მიიწევს. პროცესი ფინანსებიდან დაიწყება. ხალხი ნაღდ ფულს აღარ გამოიყენებს.

გლობას პროგნოზით, მსოფლიოში ახალი ვირუსი შეიძლება გავრცელდეს, რომელიც კორონავირუსზე უფრო ძლიერი და გამანადგურებელი იქნება. მას მოსახლეობის დიდი ნაწილი შეეწირება. მისი თქმით, უკრაინაში ომი 2023 წლის ბოლომდე არ დასრულდება. მხოლოდ 2023 წლის ბოლოს გარკვეულ შეთანხმებას შეიძლება მიაღწიონ.

პაველ გლობას პროგნოზით წინ რთული წელი გველოდება, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლის იმედი რჩება.

Advertisement