თავის მოვლა
„ოქროს ვარსკვლავი“ სტრიებს მოგაშორებთ
რეგულარული დატენიანების პირობებში ჩვენს კანს ელასტიკურობის და ახალგაზრდობის შენარჩუნება შეუძლია. თუმცა ზოგჯერ სხეულზე საკმაოდ ძლიერი დატვირთვა ხდება, მაგალითად ორსულობა, წონის სწრაფი მომატება ან დაკლება. ამის გამო კანი იწელება და საწყის მდგომარეობას აღარ უბრუნდება.
ადგილებში, სადაც კანი ძალიან გაწელილია, მცირე ნახეთქები ჩნდება, რომლებიც შემდეგ ხორცდება და წვრილ, თეთრ ან ვარდისფერ ნაწიბურად გარდაიქმნება. ასე იქმნება სტრიები.
სახლის პირობებში სტრიების მკურნალობა მოთმინებას, დროს და კომპლექსურ მიდგომას მოითხოვს. გთავაზობთ ეფექტურ საშუალებას, რომელიც ბევრმა ქალმა გამოიყენა და შედეგით კმაყოფილნი არიან.
როგორ მოვიშოროთ სტრიები
საქმე ბალზამ „ოქროს ვარსკვლავს“ ეხება, რომელიც ჩვენთვის ბავშვობიდან ცნობილია, როგორც სურდოს, გრიპის და თავის ტკივილის საწინაააღმდეგო საშუალება.
მენთოლის ზეთი, ჭიანჭველის მჟავა, ევკალიპტის ეთერზეთი, მიხაკი, პიტნა, დარიჩინი, ასკილის ექსტრაქტი, ვაზელინი, ქაფურის ზეთი და სხვა დამხმარე ნივთიერება ბალზამის ერთგვაროვან კომპოზიციას ქმნის.
ზეთოვანი საფუძვლის წყალობით ბალზამი ზედაპირზე ადვილად ნაწილდება. კომპლექსში მოქმედი ინგრედიენტები დაზიანებული კანის ნაწილს ახურებენ, ატონიზირებენ და სისხლის მიმოქცევას სტიმულირებენ. „ცხელი“ ეფექტი ჭიანჭველის მჟავის და ქაფურის ზეთის წყალობით მიიღწევა, რომლებიც ყველა სასარგებლო თვისებას შეიცავენ.
„ოქროს ვარსკვლავის“ გამოყენების წინ დაფქული ყავით ან სოდით კანი კარგად დაისკრაბეთ, შემდეგ კი ბალზამის თხელი ფენა კანზე წაისვით.
შეცდომაა იმაზე ფიქრი, რომ საშუალების უფრო სქელი ფენა სტრიების გაქრობას უფრო დააჩქარებს: ეს მხოლოდ კანის დამწვრობას გამოიწვევს. გახსოვდეთ, რომ „ვარსკვლავის“ გამოყენება ღია ჭრილობასა და წყლულებზე, ნახეთქებსა და ეგზემურ ანთებაზე არ შეიძლება.
სტრიების მოსაშორებლად საუკეთესო ეფექტს მიაღწევთ, თუ მათთან ბრძოლად ადრეულ სტადიაზე დაიწყებთ, როცა კანი კოსმეტიკური საშუალებების მიმართ უფრო მგრძნობიარეა!