Connect with us

საკითხავი

ოთხზე აღარ დავდივარ, რომ ფილებს შორის ბალახი ამოვგლიჯო. მარილი დამეხმარა

ტროტუარის ფილებს ან ბაღის ბილიკებს შორის ამოსული სარეველა ძალიან მომაბეზრებელია. ყოველდღე ხელით ძირკვავთ, მაგრამ მაინც ამოდის. Alltime.ge–ს რედაქცია გიზიარებთ მეთოდებს ფილებს შორის სარეველებთან საბრძოლველად.

ფილებს შორის ამოსული სარეველა

სარეველებთან ბრძოლამდე გაარკვიეთ, რა ეტაპზეა ბაღის ბილიკის მშენებლობა. თუ პრევენციული ზომების მიღება შესაძლებელია, აუცილებლად იმოქმედეთ. სარეველებზე იზრუნეთ, სანამ ტროტუარი დაგებული არაა.

პირველ რიგში, სარეველებთან ბრძოლა ფილების დაგებამდე უნდა დაიწყოთ. ამისთვის ტროტუარზე გეოტექსტილი დააფინეთ. ასე სარეველებს ზემოთ ამოწვერა გაუჭირდებათ და საძულველი ბალახის რაოდენობა მაქსიმალურად შემცირდება. ეფექტის გასაორმაგებლად სამშენებლო ნარევს სპეციალური ჰერბიციდი დაუმატეთ და აურიეთ.

ეკოლოგიური საქმიანობა

ფილებს შორის ბალახის მოსაშორებლად ბევრი მეთოდი არსებობს, მაგრამ შინაური ცხოველების არსებობა არ დაგავიწყდეთ. ქიმიკატები მათ თათებს წვავს. თუ აგრესიული ქიმიური საშუალების გამოყენებას აპირებთ, დროებით ცხოველების იზოლაცია მოახდინეთ. ასე დამუშავებულ გზაზე წვდომა შეეზღუდებათ.

თუ ეს მეთოდი თქვენთვის შესაფერისი არაა, იაფ ვარიანტს გირჩევთ. მდუღარე წყალი სარეველებს მოგაშორებთ. ახალგაზრდა მცენარეებს უკეთ უმკლავდება. ცოტა ხანში მცენარე გახმება და ამოძირკვას შეძლებთ. მდუღარე წყალი უიაფესი ვარიანტია, რომ საძულველ ბალახს ებრძოლოთ.

მეტი ცეცხლი

ეფექტური ახალი მეთოდის გამოყენებით ზურგის მოხრა და ბალახის ხელით ამოძირკვა არ მოგიწევთ. თუ ფიქრობთ, რომ ეს გაზონის ან ბალახის საკრეჭია, ცდებით. სპეციალური ბაღის სანთურა, რომელზეც გაზის ბალონი მაგრდება და გრძელი ბოლო სარეველებს წამებში უმკლავდება, საკმაოდ ეფექტურია.

ეს ეკოლოგიური მეთოდია. ცხოველებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. ამავდროულად, სხვადასხვა სანთურა არსებობს. მაგალითად, ზოგს გაზის ბალონის ხშირად გამოცვლა სჭირდება, ზოგს დენთან შეერთება. თუ დიდ ნაკვეთს ამუშავებთ, ეს პრობლემას შექმნის. ამ მეთოდით ბალახს დაწვავთ, მაგრამ დიდ ხარჯებს უკავშირდება.

მარილი

მარილის, ძმრის და ჭურჭლის სარეცხი გელის ნარევი სარეველებს ეფექტურად ანადგურებს, მაგრამ განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იმოქმედოთ. ფილის ზედა ფენა შეიძლება დაშალოს, თუ პროპორციებს არ დაიცავთ. მხოლოდ ღარში უნდა ჩაასხათ, ფილებს არ შეასხუროთ. წყალი და ძმარი (9%) 3:1 პროპორციით გამოიყენეთ. მაგალითად, პატარა ნაკვეთზე 300 მლ წყალს 100 მლ ძმარი დაუმატეთ. აქვე 1 ს/კ მარილი, 1 ჩ/კ ჭურჭლის სარეცხი გელი დაუმატეთ.

ნარევის პულვერიზატორში ჩასხმას და შესხურებას არ გირჩევთ. ბაღის ან ოთახის მცენარის სარწყავი უკეთესი ვარიანტია. ნარევი მასში ჩაასხით და თითოეულ ღარში თანაბრად გადაანაწილეთ.

უსაფრთხოების ზომები

აგრესიული ნარევი ძმარს შეიცავს, ამიტომ ღამით გამოიყენეთ. დილით ძმრის სუნი არ შეგაწუხებთ. დამუშავებულ ტერიტორიაზე ცხოველებს შესვლის უფლება არ მისცეთ. 1–2 დღე მოიცადეთ, შემდეგ წყლით გადარეცხეთ, რომ გამხმარი ბალახი და ნარევის ნარჩენები მოიშოროთ.

Advertisement