Connect with us

ყვავილები

ოთახის მცენარეები რომლებიც შეიძლება თავის ტკივილის მიზეზად იქცნენ

ჩემს ბებოს უამრავი ოთახის მცენარე აქვს. ისინი სამზარეულოს ფანჯრის რაფაზე ცხოვრობენ და გარემოს ალამაზებენ. თუმცა როგორც აღმოჩნდა, სამზარეულოში და ოთახში ყველა მცენარს ადგილი არ არის რადგან ზოგიერთი მათგანი ნახშირორჟანგს გამოყოფს და შეიძლება თავის ტკივილი ან ალერგიული რეაქცია გამოიწვიონ. ამ სტატიაში სწორედ ამგვარ მცენარეებს განვიხილავთ.

შროშანი

ვარდისფერი, ყვითელი, ფორთოხლისფერი, თეთრი… ნებისმიერ ფერში, ეს მცენარე შეუდარებელია, თუმცა სამწუხაროდ ამ სილამაზის ოთახში გაცერება სასურველი არ არის, რადგან მისი მტვრიანა გაჯერებულ არომატს გამოყოფს, რომელიც ადამიაებში ძლიერ ტავის ტკივილებს იწვევს. გარდა ამისა შორშანი ჟანგბადს შთანთქავს და ნახშირორჯანგს გამოყოფს, ამან კი შეიძლება ტვინში ჟანგბადის უკმარისობა გამოიწვიოს.

გვიმრა

ეს მცენარეც შეიძლება თავის ტკივილებს იწვევდეს. გვიმრა შროშანის მსგავსად ჟანგბადს შთანთქავს და ნახშირორჯანგს გამოყოფს.

ორქიდეა

რთულია ისეთი ადამიანის პოვნა რომელსაც ორქიდეა არ უყვარს. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ორქიდეის სახეობათა უმეტესობა ისეთ ნივთიერებას გამოყობს, რომელიც ადამიანს აღგზნებადობას მატებს და თავის ტკივილებსა და თავბრუსვევას იწვევს.

გერანი

ბიოლოგები გვირჩევენ, რომ სახლში პელარგონიუმის (გერანის) ქოთნების რაოდენობა მაქსიმალურად შეამციროთ. მისმა ყვავილობამ შეიძლება თავის ტკივილი, გულის რევა და ალერგიული რეაქციები გამოიწვიოს. ალერგიული რექცია შეიძლება ხველის ან სუნთქვის გაძნელებაში გამოიხატოს.

მონსტერა

დაახლოებით 10-15 წლის წინ, ეს ვაზონი უდავოდ ყველაზე ლამაზ მცენარედ ითვლებოდა და მისი ნახვა ნებისმიერ ოფისსა თი სახელმწიფო დაწესებულებაში შეიძლებოდა. მონსტერა ნამდვილად ლამაზის მცენარეა და ოტახის ინტერიერსაც ძალიან უხდება. ეს მცენარე თავის ტკივილებს არ იწვევს, თუმცა მისი წვენი ძალიან საზიანოა ჯანმრთელობისთვის და თუ სახლში პატარა ბავშვები ან შინაური ცხოველები გყავთ აჯობებს სახლში არ გააჩეროთ.

ოთახის მცენარეები ჰაერს ასუფთავებენ და ნეგატიური ენერგია მიაქვთ. სწორად შერჩეული ოთახის მცენარეები თქვენს ენერგეტიკასა და ფიზიკურ თვითშეგრძნებას გააუმჯობესებენ.