კულინარია
ოდნავ დამარილებული სკუმბრიის ამაზე უფრო გემრიელი რეცეპტი არ არსებობს. სუფრიდან 5 წუთში ქრება
გთავაზობთ ოდნავ დამარილებული სკუმბრიის უგემრიელეს რეცეპტს.
ინგრედიენტები:
- 2 ცალი ახალგაყინული სკუმბრია
- 3 ჩ/კ მარილი
- 400 მლ წყალი
- 3 დაფნის ფოთოლი
- 5 ბაჰარის მარცვალი
- 10 წიწაკის მარცვალი
მომზადება:
- ანადუღარ გრილ წყალში მარილი გახსენით.
- თევზი გაალღვეთ, შიგნეულებისგან გაწმინდეთ და გარეცხეთ.
- თევზი ნაჭრებად დაჭერით და თასზე მოათავსეთ. თევზს სანელებლები დაუმატეთ.
- თევზს მზა მარილწყალი დაასხით და მაცივარში შეინახეთ.
- ერთ დღეში თევზი მზად იქნება.
გემრიელად მიირთვით!
თუ რეცეპტი მოგეწონათ, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.