Connect with us

ჰოროსკოპი

ნოემბრის ჰოროსკოპი: ვისთვის იქნება შემოდგომის ბოლო თვე წარმატებული და ვისთვის უიღბლო

წელს ლამაზი, თბილი, მრავალფერადი შემოდგომა გვაქვს. რა მოგვიმზადა ვარსკვლავებმა შემოდგომის ბოლო თვეს?

ვერძი

თვე მსუბუქი სეზონური გაციებით დაიწყება, ემოციური განწყობა მერყევი იქნება. ვერძი მისი მფარველის, მარსის მხარეს იქნება. ეს კი ზედმეტ ვნებას, დაუცველობას და არასტაბილურ ურთიერთობას მოგიტანთ. საკუთარ თავზე ყურადღების მოთხოვნა და ემოციები მოთოკეთ და თვის მეორე ნახევარი წარმატებულად ჩაივლის.

ზოგადად, ეს თვე შინაგანი კონფლიქტებით, უფროსებთან და კოლეგებთან ურთიერთობის გარკვევით გამორჩეული იქნება. საკუთარ თავს მოუსმინეთ, შფოთვა და ეჭვები მოიშორეთ – ისინი უსაფუძვლოა.

კურო

ვენერას მფარველობის ქვეშ მყოფ კუროს ნათელი ემოციები ელოდება. მას მარსთან დაპირისპირება არ შეეხება. მშობლიური პლანეტა სიყვარულში ვნებას, წარმატებულ გარემოებებს, უმნიშვნელო პრობლემების წარმატებულად გადაჭრას ჰპირდება, განსაკუთრებით თვის მეორე ნახევარში.

ვარსკვლავები ამ მდგომარეობის გამოყენებას გირჩევენ. საკუთარ თავს იმის უფლება მიეცით, რაც უფრო მეტად გიყვართ – დროის დინებას მიყევით, სიზარმაცის კოქტეილი წრუპეთ.

ტყუპები

თვის პირველ დეკადში ემოციური დაძაბულობის გადასალახად სასიცოცხლო ძალების მობილიზება მოგიწევთ. მოსალოდნელია ნერვული აშლილობა იმის გამო, რომ ირგვლივ ყველას რაღაც ენდომება: საუბარი, ტირილი, ჩხუბი და ა.შ. პლუტონის და იუპიტერის ურთიერთქმედება ტყუპებს ნანატრ ჰარმონიას მოუტანს.

უფრო მეტიც, ყველაზე კომუნიკაბელური ნიშანი საკუთარი ნიჭის დემონსტრირებისთვის უნდა მოემზადოს. შესაძლოა ახალი გავლენიანი ნაცნობები გამოჩნდნენ, სამსახურში მაცდური შეთავაზება მიიღოთ, მთავარია – საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდეთ.

კირჩხიბი

შინაურული კომფორტის და სიმყუდროვის მოყვარულს თვის პირველი ნახევარი უჩვეულო სექსუალურ აქტივობას მოუტანს. ეს ვენერას გავლენაა. ქალებს სიყვარული და სითბო მოუნდებათ, კაცები უფრო მეტ მგრძნობელობას და ცოტა აგრესიას გამოავლენენ. ნოემბრის შემდეგ 13 ყველაფერი ისევე მოულოდენლად ჩაცხრება, როგორც დაიწყება. იუპიტერის და პლუტონის ურთიერთქმედება წყნარ და სახლში ყოფნის მოყვარე კირჩხიბის აღგზნებულ მდგომარეობას დააშოშმინებს.

ასტროლოგების რჩევით, ასეთ მშფოთვარე მოვლენებს ფილოსოფიურად უნდა შეხედოთ და ნერვულ გადაღლას თავი აარიდოთ.

ლომი

ვენერას და მარსის დაპირისპირება ნარცისტულ ლომზე გავლენას მოახდენს. ამ ნიშნის წარმომადგენლებს მოეჩვენებათ, რომ ლიდერული პოზიციები დაკარგეს, რომ ყველამ დაივიწყა და აღარ უყვართ. თვის მეორე ნახევარში იუპიტერი მის კვარცხლბეკს სინათლით კვლავ გააბრწყინებს და ამპარტავანი ზოდიაქო დამშვიდდება. ყველაფერი თავის ადგილზე დალაგდება.

ნოემბერში ლომს უკმაყოფილების ტალღის გადატანა მოუწევს. მას შეახსენებენ წარსულ წყენას, მგრძნობელობის არ არსებობას. ვარსკვლავები გირჩევენ, სხვებს მოუსმინოთ, სხვისი პრობლემები გაიგოთ და მეტი მონაწილეობა მიიღოთ. ასე სამყარო მომავალ თვეში ახალი ჰორიზონტებით დაგაჯილდოებთ.

ქალწული

მშვიდ და პრაქტიკულ ქალწულს ნოემბერში არანაირი კატაკლიზმა არ ემუქრება. პირიქით, ვენერა და მარსი მის სექსუალურ ცხოვრებას გაამრავალფეროვნებს, ხოლო იუპიტერი და პლუტონი ცხოვრების სხვა სფეროებს დააბალანსებენ. 13 ნოემბრიდან ბედნიერ მოვლენებს ელოდეთ. ეს პირადული იქნება თუ საქმიანი, დრო გიჩვენებთ.

ქალწულის იღბლის და სტაბილურობის შეიძლება შეგშურდეთ, ვარსკვლავები მას მოდუნებას რომ არ ურჩევდნენ. ცივი დეკემბერი საჩუქრებით არაპროგნოზირებადი იქნება.

სასწორი

წონასწორობის და სამართლიანობისკენ სწრაფვამ ეს ნიშანი ზოდიაქალურ წრეში სამართლიანი მოსამართლის სტატუსით უზრუნველყო. აღსანიშნავია, რომ ზოგჯერ ერთი თასი ბოლომდე ფარავს. ნოემბერში პლანეტების კავშირი ვნებების მორიგ აფეთქებს გაფრთხილებთ. ის საჭირო მიმართულებით მიმართეთ, რომ ბევრი დადებითი სასიამოვნო მომენტი განიცადოთ.

ვარსკვლავები გირჩევენ, ამ პოზიტივით სიამოვნება მიიღოთ, ძალები მოიკრიფოთ და დადებითი ემოციებით დაიმუხტოთ, რომელიც ახალი მიზნების მიღწევაში დაგეხმარებათ.

მორიელი

გულჩათხრობილი და მგრძნობიარე მორიელს ნოემბერი კონფლიქტების მოგვარებისას მცირე აგრესიას მოუტანს. სამსახურსა და სახლში სადავო საკითხებს მოერიდეთ. სჯობს გაჩუმდეთ. იუპიტერის და თქვენი მფარველი პლუტონის დაკავშირებას დაელოდეთ. ის ენერგიის მომარაგებასა და ემოციური ფონის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ.

საკუთარ თავში არ ჩაიკეტოთ, ეს დროს უბრალო ადამიანური სიხარულის მიღებას დაუთმეთ. ახლობლებს ესაუბრეთ. დიდი ალბათობით, მათში რაღაც ახალს დაინახავთ.

მშვილდოსანი

მშვილდოსანი, როგორც ვერძი, სეზონურ გაციებას უნდა ერიდოს. ნოემბერი საკმაოდ მშვიდი იქნება იმ პირობით, თუ სიზარმაცე და თვითტანჯვა არ შეგიპყრობთ. 13 ნოემბერის ახლო პერიოდში ამის გაკეთება გაგიმარტივდებათ. როგორც პიროვნულ, ასევე საზოგადოებრივ სფეროში აღმასვლის პერიოდი დაიწყება.

მშვილდოსანს პრობლემების დამოუკიდებლად მოგვარება ახასიათებს, სხვების აზრს არ ითვალისწინებს. ვარსკვლავები გირჩევენ, საჭირო ხალხს მოუსმინოთ, რომ ნოემბერი პროდუქტიულად და მაქსიმალურად სასარგებლოდ გაატაროთ.

თხის რქა

სამსახურზე ჩაციკლულ თხის რქას ახალი ემოციების განცდაში ვენერა დაეხმარება. ნოემბრის პირველ ნახევარში შეყვარებულთან ურთიერთობას იმპულსური გრძნობების განცდა დაამშვენებს. თვის მეორე ნახევარი უფრო მშვიდად ჩაივლის. დრო გექნებათ, რომ საყვარელ საქმეს დრო დაუთმოთ.

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ინტუიციას მოუსმინოთ. ნოემბერში დაბადებული ბევრი იდეა და გეგმა მომავალში ცხოვრების გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ.

მერწყული

შემოდგომის ბოლო თვეს საკუთარ ძალებში უნდობლობა განწყობის ხშირ ცვლილებას გპირდებათ. ეჭვები მორალურ ღირებულებებს და დოგმებსაც შეეხება. სტაბილურობას და თავდაჯერებულობას 13 ნოემბრის შემდეგ მიაღწევთ. ასტროლოგები გირჩევენ, დავიწყებული ოცნებები გაიხსენოთ და განახორციელოთ.

ზეციური ძალები სურვილების ასრულებაში ხელს შეგიწყობთ, მაგრამ მზად იყავით, რომ ბევრი რამ თქვენს მოქმედებაზე იქნება დამოკიდებული.

თევზები

თევზის ბუნებრივი მოქნილობა და უშუალობა ვენერას და მარსის გავლენას შეასუსტებს. ამ ნიშნის წარმომადგენელში შინაგანი გრძნობები გაიღვიძებს, სასიყვარულო საქმეში განსაკუთრებით წარმატებული იქნება. თვის მეორე ნახევარში ორატორული ნიჭით და ლიდერული თვისებებით ყველას გააოცებენ. ეს ახალი ნაცნობების შეძენას გპირდებათ.

ჰოროსკოპი გაფრთხილებთ, რომ პლანეტების ხელსაყრელი განლაგებით ისარგებლოთ. მათ ბუნებრივი ორპირობით, გადაჭარბებული რეფლექსით და სინელით შეიძლება უკეთესი ცხოვრების შანსი დაკარგონ.