Connect with us

ჰოროსკოპი

ნოემბრის დამამშვიდებელი ჰოროსკოპი: ვის გაუღიმებს ბედი შუა შემოდგომაზე

Аlltime.ge–ს რედაქცია გიზიარებთ ნოემბრის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს ნიშნებისთვის. ასტროლოგი თამარ გლობა გიამბობთ, რომელ ზოდიაქოს ნიშანს გაუმართლებს შემოდგომის ბოლო თვეს და ვინ უნდა გამოიჩინოს განსაკუთრებული სიფრთხილე.

2022 წლის ნოემბრის ჰოროსკოპი

8 ნოემბერს მთვარის დაბნელება ბევრ სფეროზე გავლენას იქონიებს, განსაკუთრებით პოლიტიკაზე. თამარ გლობა გვაფრთხილებს, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გადატრიალებები შეიძლება მოხდეს.

მთვარის დაბნელება ბევრ პრობლემას შექმნის, მაგრამ მათთან გამკლავებით, გარდაქმნას და ცხოვრების ახლიდან დაწყებას შეძლებთ. ჯანმრთელობა უყურადღებოდ არ დატოვოთ. კონტაქტებთან და საცხოვრებელი ადგილის შეცვლასთან დაკავშირებით სიფრთხილე გამოიჩინეთ.

ვერძი

ფრთხილად იყავით. თვის პირველ ნახევარში ფულის დაკარგვა და ჯანმრთელობის პრობლემებია მოსალოდნელი. ნოემბრის ბოლო ორი კვირა მოგზაურობით, ახალი წინადადებებით კარიერაში და რომანტიკით სავსეა.

კურო

ნათესავებს და ოჯახს დრო დაუთმეთ. ურთიერთობის გარკვევას და კამათს მოერიდეთ. მათი აზრი გაითვალისწინეთ. ჯანმრთელობას მიხედეთ. ნოემბრის ბოლოს დიდი ხარჯი გელოდებათ. დანაზოგიდან აღებაც მოგიწევთ.

ტყუპები

მოსალოდნელია სამსახურში პრობლემები. თანამშრომლებთან კონფლიქტს მოერიდეთ, რომ უსიამოვნებები თავიდან აიცილოთ. ჯანმრთელობას მიხედეთ, რომ მომდევნო 6 თვის განმავლობაში თავი შესანიშნავად იგრძნოთ.

კირჩხიბი

ეს დრო შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმეს დაუთმეთ. ბევრ ადამიანს გაიცნობთ. ძველებს შეიძლება სამუდამოდ დაემშვიდობოთ. სამსახურსა და დასვენებას შორის ბალანსი მოძებნეთ, რომ ოჯახს დრო დაუთმოთ.

ლომი

კარიერას, ასევე საცხოვრებლის საკითხს მიხედეთ. მშობლების ჯანმრთელობას ყურადღება მიაქციეთ. თვის მეორე ნახევარში შემოქმედებით სფეროში და სამსახურში წარმატებას მიაღწევთ. ახალი შესაძლებლობები ახლოსაა.

ქალწული

მოუსვენარი პერიოდი გაქვთ. ყველაფერს ერთდროულად ხელი არ მოკიდოთ. ჯერ მნიშვნელოვან პრობლემებს მიხედეთ. ამჯერად ასეთია ნათესავებთან დაკავშირებული საკითხები. საკუთარი თავიც არ დაივიწყოთ. ნოემბრის მეორე ნახევარში საბინაო სირთულეები გამოჩნდება და ყურადღება მიაქციეთ.

სასწორი

ამ თვეში ბევრი ხარჯი გელოდებათ, მაგრამ მოგებასაც მიიღებთ. ხარჯმა შემოსავალს რომ არ გადააჭარბოს, ფინანსები აკონტროლეთ. თვის ბოლოს მნიშვნელოვანი შეხვედრა, საქმიანი მივლინება და მოგზაურობა გელით. სახლიდან შორს წარმატებას მიაღწევთ.

მორიელი

თქვენი თვეა. სხვებზე მეტად გაგიმართლებთ. ახლობლებისგან ბევრ სიხარულს მიიღებთ. მეტოქეები შეიძლება გამოჩნდნენ. არ შეშინდეთ. თქვენი საზღვარი დააწესეთ და წარმატებას მიაღწევთ.

მშვილდოსანი

ჯანმრთელობას ყურადღება მიაქციეთ. სამსახურში ელოდეთ სიურპრიზებს, ცხოვრებაში დანაკარგებს და ქურდობას. თვის ბოლოსკენ სიტუაცია დარეგულირდება. სახლში, ოჯახის წევრებთან თავს კარგად იგრძნობთ.

თხის რქა

თქვენს ცხოვრებაში ახალი და ძველი მეგობრები გამოჩნდებიან. ზოგთან დამშვიდობება მოგიწევთ. კამათს და კონფლიქტს მოერიდეთ. სამსახურს მეტი დრო დაუთმეთ, რომ უფროსებთან პრობლემებს თავი აარიდოთ.

მერწყული

ამ თვეში ყოფითი და კარიერის საკითხები განსაკუთრებით აქტუალურია. ახალ სამსახურს ან საცხოვრებელი ადგილის შეცვლას ელოდეთ. მატერიალურად სტაბილური სიტუაციაა, რადგან ახლობლები მხარს გიჭერენ. მათ მიმართ მადლიერება გამოხატეთ.

თევზები

მოვლენებით სავსე თვე გელოდებათ. ძირითადად, სამსახურს და სწავლას უკავშირდება. ახალი ხელობა ან უნარი შეისწავლეთ. უცხო ქვეყანაში ყოფნისას სიფრთხილე გამოიჩინეთ. გარე დამღუპველი გავლენის ქვეშ ადვილად შეიძლება მოექცეთ.

Advertisement