Connect with us

საკითხავი

ნიშნები სახლისთვის: რა არ უნდა გააკეთოთ ბალიშით

იცით, რა არ უნდა გააკეთოთ ბალიშით? ადრე გულწრფელად თვლიდნენ, რომ ბალიში სავსეა იმ ადამიანის ენერგიით, ვისაც მასზე სძინავს. ამას როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარე აქვს. მაგალითად, სხვის პირად ნივთებს ბევრი პრობლემის და უსიამოვნების მოტანა შეუძლია.

Аlltime.ge–ს რედაქცია ამ თემაზე ექიმბაშების და ენერგოპრაქტიკოსების მოსაზრებებს გიზიარებთ. მათი თქმით, ბალიშის სხვაგვარად (არაპირდაპირი დანიშნულებით) გამოყენება ცუდი იდეაა. გიამბობთ, რა არ უნდა გააკეთოთ ბალიშით, თუ სახლში სიღარიბის და უბედურების მოზიდვა არ გსურთ.

რა არ უნდა გააკეთოთ ბალიშით: 5 ხალხური ნიშანი

ამ რწმენის გათვალისწინებით, მცოდნე ხალხი არასდროს დაიძინებს სხვის ბალიშზე, მით უფრო ასეთ ნივთს არ შეიძენს, მაგალითად, მეორადების მაღაზიაში.

ორ ბალიშზე დაძინება

ერთდროულად ორ ბალიშზე ძილი ნამდვილად ცუდი ნიშანია. ადრე სწამდათ, რომ მსგავსი მოქმედება იწვევს ფინანსურ პრობლემებს, ცოლქმრულ ჩხუბს და მარტოობას. სხვა ვერსიის მიხედვით, ორ ბალიშზე ძილით დაოჯახებული ქალი შეიძლება ძლიერ დაავადდეს, ხოლო კაცმა ქონება დაკარგოს.

ბალიშზე ჯდომა

ბალიშზე ჯდომით ცხოვრებაში ავადმყოფობა და დიდი უიღბლობა შეიძლება მოიზიდოთ. ძველად ბალიშზე ჯდომის უფლება მხოლოდ ქორწილში ახალშეუღლებულებს ჰქონდათ. ასეთი იყო ტრადიცია.

ბალიშის მაგიდაზე დადება

თქვენი ბალიში სასადილო მაგიდაზე არასდროს დადოთ. თუნდაც რამდენიმე წუთით, სანამ საწოლს ასწორებთ. ამ ჟესტით სახლში იზიდავთ ჯანმრთელობის პრობლემებს, თავის ტკივილს და ოჯახის წევრებს შორის უთანხმოებას.

სხვისი ბალიში სახლში

სახლში სხვისი ბალიშის მოტანა დიდი უსიამოვნების ნიშანია. ამ ნიშნის მიხედვით, ბევრი ადამიანი ბალიშს არავის ჩუქნის და არ იღებს. ბალიშის ჩუქება დაშვებულია მხოლოდ ერთ შემთხვევაში – ახალშეუღლებულებისთვის ქორწილში.

ძველი ბალიშის სანაგვეში გადაგდება

გამოუსადეგარი ბალიშის ნაგავსაყრელზე გადაგდება ცუდი იდეაა. ასე ყოფილ მფლობელზე ჯადო შეიძლება გააკეთონ. უმჯობესია, ნივთი, რომელმაც თავისი მსახურობის ვადა ამოწურა, დაწვათ. ცეცხლი თქვენს გონებას დაიცავს და ენერგეტიკულ კვალს გააქრობს. დარჩენილ ფერფლს არაფერი ექნება, რაც ძველ ბალიშთან დაგაკავშირებთ.

გახსოვდეთ, რომ ბალიში პირადი და საკრალური ნივთია, რომელსაც პატივისცემით უნდა მოეპყრათ. ძილის დროს ადამიანის ცნობიერება რეალურსა და სხვა სამყაროს შორის ზღვარზე იმყოფება. ადრე ასეთ ნივთებს დიდი სიფრთხილით ეკიდებოდნენ, ცოდნას თაობიდან თაობისას გადასცემდნენ.

Advertisement