ყვავილები
ნემსიწვერას სამკურნალო თვისებები: რა სარგებელი აქვს ყვავილს
ნემსიწვერა ადამიანის ორგანიზმისთვის ისეთივე სასარგებლოა, როგორც გვირილა. ეს ლამაზი ყვავილი, რომელიც თვალს ახარებს, ნერვებსაც ამშვიდებს. Alltime.ge-ს რედაქცია გიამბობთ, როგორ და რა მიზნით გამოიყენოთ ნემსიწვერა.
ყვავილს დამამშვიდებელი მოქმედება აქვს. განწყობას აუმჯობესებს, დაღლილობას და სტრესს აქრობს. ნემსიწვერა საძინებელ ოთახში გაიტანეთ, თუ თავის ტკივილი ხშირად გაწუხებთ. როგორც პირადი ექიმი თქვენზე იზრუნებს.
მცენარის შეგროვება და გახმობა
ხალხურ მედიცინაში მცენარის ყველა ნაწილი (ფესვი, ფოთოლი, ყვავილი) გამოიყენება. ყვავილობის პერიოდში, ივნისიდან ნოემბრის ბოლომდე, შეგიძლიათ შეაგროვოთ. ნემსიწვერას ყვავილი და ფოთოლი გარეთ, ჰაერზე გააშრეთ. ჰაერის ტემპერატურა 45 გრადუსზე მაღალი არ უნდა იყოს.
ხმელი ყვავილი ქსოვილის ტომარაში შეინახეთ. ასე ბუნებრივ ვენტილაციას ხელს არ შეუშლით. მიღებული სამკურნალო საშუალება 2 წელი შეგიძლიათ გამოიყენოთ.
ხმელი ნემსიწვერას სარგებელი
გამხმარი მცენარით ჩაი და ნაყენი შეგიძლიათ მოამზადოთ. ასეთი სასმელი სამკურნალო თვისებების მქონე ეთერზეთებით მდიდარია. ნემსიწვერას ნაყენი ბუნებრივ ანტისეპტიკად და ტკივილგამაყუჩებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ.
შეშუპებას თავიდან აგაცილებთ, სისხლს აჩერებს და ბაქტერიებს კლავს. კარგი შარდმდენი თვისებებიც აქვს. მწვავე რესპირატორული დაავადებების პირველ ნიშნებზე ეფექტურია. ცხვირით სუნთქვას ამარტივებს, ყელის ტკივილს და ოტიტს კურნავს.
ნემსიწვერას ფესვის ნახარში საფენებად გამოიყენება. კანის დაავადებების და ქავილიანი დერმატიტის დროს სასარგებლოა. ნახარში გამონაყარის და პიგმენტური ლაქების წინააღდმდეგ ისე გამოიყენეთ, როგორც ლოსიონი. სახე, ყელი, დეკოლტე, ხელები გაიწმინდეთ.
იცოდით, რა სასარგებლო თვისებები აქვს ნემსიწვერას? თუ უბრალოდ მისი ყვავილებით ტკბებოდით?