Connect with us

საკითხავი

ნეგატივი გადამდებია: გარშემო მხოლოდ ის ადამიანები უნდა გყავდეთ, რომელთაგანაც მაქსიმალურ სარგებელს მიიღებთ

ფსიქოლოგიური განწყობა გადამდებია, განსაკუთრებით, ხანგრძლივი კონტაქტისას. საქმე ისაა, რომ ტვინში არსებობს ე.წ. სარკისებრი ნეირონები, რომლებიც პასუხს აგებს ემპათიაზე და საშუალებას გვაძლევს, თავი სხვა ადამიანის მდგომარეობაში შევიყვანოთ. მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ეს უნარი სასარგებლოა, მას უარყოფითი მხარეც აქვს: ჩვენ ხომ არამხოლოდ კარგს, არამედ ცუდას ვირეკლავთ.

ნეგატივი ბადებს ნეგატივს

მართალია, ჩვენ ყოველთვის არ ვაღიარებთ ამას, ინდიანას შტატის უნივერსიტეტის კვლევამ დაადგინა, რომ სხვისი აზრი გავლენას ახდენს ჩვენზე და ჩვენს ქცევებზე.

ექსპერიმენტის მსვლელობისას მონაწილეები სხვადასხვა პროდუქტს აფასებდნენ. შემდეგ ისინი სხვებს უზიარებდნენ თავიანთ აზრს(როგორც დადებით, ისე უარყოფით). მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ უარყოფითი აზრები გავლენას ახდენდნენ პროდუქტის მიმართ სხვების ურთიერთობაზე: თუ იგი თავიდანვე ცუდი იყო, უარესი ხდებოდა, ხოლო თუ კარგი იყო, ხშირ შემთხვევაში, ცუდად იქცეოდა.

გარდა ამისა, როცა მონაწილეები პირადად საუბრობდნენ მასთან, ვინც უარყოფითი შეფასება გაუკეთა პროდუქტს, მათ უფრო უძლიერდებოდათ ნეგატიური დამოკიდებულება. დასკვნა ერთგვაროვანია: ნეგატივი ბადებს ნეგატივს.

დარდი ვირუსივით ვრცელდება

ჰარვარდის უნივერსიტეტის ფსიქოლოგებმა შეისწავლეს კავშირი ემოციურ მდგომარეობასა და ურთიერთდამოკიდებულებას შორის. ისინი აანალიზებდნენ არა ემოციების სპონტანურ ამოფრწვევას, რომელსაც ჩვენ განვიცდით სხვებისთვის ემოციების გაზიარების დროს, არამედ ჩვენი ემოციური მდგომარეობის გავლენას ჩვენი ახლობლების ფსიქიკაზე.

მათ აღმოაჩინეს, რომ ემოციების გავრცელება ვირუსული ინფექციის მსგავსად ვრცელდება, ამასთან, დარდი უფრო კარგად ვრცელდება, ვიდრე სიხარული. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მხიარული ადამიანი ჩვენს სიხარულს 11%-ით ზრდის, როცა მოწყენილი ადამიანი ჩვენს უხასიათობას – ორჯერ.

ფსიქოლოგებმა ნეგატიური ემოციები გრიპს შეადარეს: რაც უფრო მეტი დაინფიცირებული ადამიანი გყავთ, მით უფრო მაღალია დაავადების ალბათობა.

ცუდი განწყობაც გადამდებია

ჩვენ მაშინვე ვამჩნევთ ცუდ განწყობასა და აგრესიას, ჩვენი ტვინი კი ამ გამოხატულებაზე თავისებურად რეაგირებს. მსგავს მოპყრობას იგი აღიქვამს უხეშობად, შედეგად კი ჩვენ თვითონ ვხდებით ცუდი განწყობის მატარებელი.

ამის დემონსტრირება მოახდინეს ფლორიდის შტატის ფსიქოლოგებმა, როცა ექსპერიმენტის მონაწილეებს სთხოვეს შემთხვევითობის პრინციპით შერჩეულ პარტნიორებთან საუბარი. აღმოჩნდა, რომ ის, ვისაც უხეშად შეხვდნენ, უფრო უხეში იყო შემდეგ პარტნიორთან, ამასთან, აგრესიულო განწყობა, ხანდახან, მთელი კვირის განმავლობაში ნარჩუნდებოდა.

სხვა ექსპერიმენტში მათ სთხოვეს მონაწილეებს, შემთხვევითი ასოებისგან სიტყვები აეწყოთ. აღმოჩნდა, რომ ის, ვისაც უხეშად მოექცნენ, უფრო ხშირად აწყობდა ნეგატიურ ემოციებთან დაკავშირებულ სიტყვებს.

გამოდის, რომ ჩვენ საკუთარ თავზე ვიღებთ იმას, რასაც სხვები ავლენენ, განსაკუთრებით კი – ნეგატიურ ემოციებს. შემოიზღუდეთ თავი დადებითი ადამიანებით!