ყვავილები
ნებისმიერი კალამი მყისიერად გაფესვიანდება, თუ წყალს 1 ინგრედიენტს დაუმატებთ
ყველა კალამი სწრაფად არ ფესვიანდება. ამის თქმა შეიძლება ბევრ კულტურაზე, რომლებსაც ქვედა აღმონაცენის შეძენა დიდად არ სურს. სწორედ ამიტომ, მეაგარაკეები ფიქრობენ, როგორ გააფესვიანონ კალმები სახლში მარტივად და სწრაფად.
Alltime.ge-ს რედაქცია გთავაზობთ საინტერესო ხრიკს, რომლის დახმარებით ამ სააგარაკო საკითხს მოაგვარებთ. ამ რთულ საკითხში მთავარი დამხმარე თაფლია. მისი დახმარებით ყურძენიც სწრაფად გაფესვიანდება.
როგორ გავაფესვიანოთ კალმები სახლის პირობებში
გამოცდილი მეაგარაკეები დაჟინებით გირჩევენ, რომ ყვავილების თაფლი გამოიყენოთ. ის ბევრ სხვადასხვა ვიტამინს და მინერალს შეიცავს. თაფლი სავსეა ფერმენტებით, ცილოვანი ნაერთებით, ამინომჟავებით და სხვა ნივთიერებებით, რომლებიც ნებისმიერი მცენარისთვის კარგი ენერგიის წყარო გახდება.
ყვავილების თაფლი ხელს უწყობს, რომ კალამზე ქვედა აღმონაცენი სწრაფად გამოჩნდეს და მთლიანობაში უკეთ განვითარდეს. ნატურალური პროდუქტი გარემოს წმენდს, ღია ადგილებში მავნებლების გამოჩენის შანსს ამცირებს.
თავის როლს თამაშობს ისიც, რომ თაფლი ქმნის ერთგვარ გარსს, რომელიც ცუდად ირეცხება. სწორედ ამიტომ, დაცვა დიდხანს რჩება ადგილზე, სადაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს. შედეგად, მავნე პათოგენები კალმისგან დიდხანს იზოლირებულია. მაგალითად, თუ ფესვების გასავითარებლად სინთეტიკურ სტიმულატორს გამოიყენებთ, ის ტენიანობის გავლენის ქვეშ სწრაფად გაქრება.
როგორ გამოვიყენოთ თაფლი
კალმის უკეთ გასაფესვიანებლად თაფლის გამოყენების სხვადასხვა პროპორციები და ვარიანტები არსებობს. გამოცდილი სპეციალისტები გირჩევენ, რომ 1 ვედრო (10 ლ) წყალზე 1 ს/კ ყვავილების თაფლი გამოიყენოთ. შესაბამისად, 5 ლ წყლისთვის ნახევარი სუფრის კოვზი თაფლი საკმარისია.
მნიშვნელოვანია, რომ თაფლი კარგად გაიხსნას. სწორედ ამიტომ, თაფლი ჯერ ცოტა თბილ (ცხელი არა!) წყალში გახსენით, შემდეგ უკვე ცივი წყლით სავსე ვედროში გადაიტანეთ. კარგად აურიეთ.
ახლა ასეთ ხსნარში კალმები მოათავსეთ. კალმები ქვედა ნაწილით ხსნარში ჩადეთ. 1–48 საათით გააჩერეთ. რაც უფრო ცუდად იძლევა ქვედა აღმონაცენს გარკვეული კულტურა, მით უფრო დიდხანს უნდა გააჩეროთ. მაგალითად ყურძენი სჯობს თაფლიან ხსნარში 2 დღე გააჩეროთ.
ახლა დარგვას მიხედეთ. აქ, კალმის უბრალოდ მიწაში ჩარჭობა საკმარისი არაა. პირველ რიგში, ორმო ამოთხარეთ, კალამი ჩადეთ, ირგვლივ მიწა მოაყარეთ, შემდეგ მორწყეთ. ასეთი პროცედურის შემდეგ ღირსეული შედეგის დიდი შანსებია. რა ხრიკებს იყენებთ, რომ კალმები უკეთ გაფესვიანდეს?