Connect with us

ჰოროსკოპი

ნახატების ჰოროსკოპი: ზოდიაქოს ნიშნები და ცნობილი ტილოები

დიდი მხატვრების ნახატები ზოდიაქოს ნიშნების ხასიათების და გრძნობების შესანიშნავი ილუსტრაციაა. ვნებებით გატაცებული ხართ თუ ღრუბლებში დაფრინავთ, თქვენს თავში ვარსკვლავური ღამეა თუ მზის ამოსვლა? იპოვეთ ნახატებით და დაე, ამან დიადი საქმეების კეთება შთაგაგონოთ.

ვერძი: ვრუბელი „ჩამომჯდარი დემონი“

ნახატს შეხედეთ. აი, თქვენი შინაგანი „მე“, რთული, მარტოსული და გაუგებარი, საკუთარ განცდებში ჩაფლული. არ დაგავიწყდეთ, რომ ამისთვის მაღალ კლდეზე ახვიდეთ, თორემ ღმერთმა ნუ ქნას სამყარომ დაგინახოს. ბრძოლა და ეჭვები – ეს თქვენზეა.

კურო: ბრიულოვი „პომპეის უკანასკნელი დღე“

იქ, სადაც თქვენ ხართ, არის ცეცხლი, ქაოსი და კედლების ნაფლეთების ფრიალი. არა ყოველთვის, მაგრამ თუ გაბრაზებული ხართ, ნამდვილად ასეა. „ვულკანური ამოფრქვევისა და მისი შედეგების“ კონცეფციაში ცხოვრება თქვენთვის საკმაოდ კომფორტული გარემოა, შემდგომ ფერფლშიც თავს კომფორტულად გრძნობთ. ნახატზე გამოსახული პერსონაჟებისგან განსხვავებით, ახალი ქალაქის გეგმაზე უკვე ფიქრობთ.

ტყუპები: დალი „რბილი საათები“

ეს, რა თქმა უნდა, ირონიაა, რადგან ტყუპები და მუდმივობა – მკაფიო ანტონიმებია. თუმცა სწორედ ეს ნახატია თქვენთვის და თქვენზე: ყოველი მხრიდან საათების ჩამოღვენთა – თქვენი წარმოდგენაა ცხოვრების დროის შესახებ. ის თხევადია, ცვალებადი, მდნარი და ცხელი, ამ უდაბნოს შუაგულში თქვენ თეთრ პალტოში დგახართ: უკვე დროა? შეუძლებელია, ცოტას კიდევ გავივლი.

კირჩხიბი: ბოტიჩელი „ვენერას დაბადება“

და გამოვიდა ზღვის ტალღიდან სიყვარულის ქალღმერთი. შესაძლოა სამყაროში ოდნავ განსხვავებულ იმიჯს ავრცელებთ, მაგრამ შინაგანად საკუთარ თავს ასეთს ხედავთ: ახლახანს დაბადებული ქაფიდან და მოწყალება შეზავებული ცნობისმოყვარეობით, რომელიც საზიზღარ მიწას უყურებს: კარგი, მითხარით აბა, როგორ არის ყველაფერი მოწყობილი.

ლომი: გრაბარი „თებერვლის ცისფერი“

არც კი შეხედოთ, რომ ნახატი ზამთრისაა, ლომი კი ზაფხულის: საქმე ამაში არაა. ლომი მთელი ცხოვრება და ყოველი დღე გაზაფხულის მოლოდინშია – აი, ახლა დადგება, ზამთრის ნახევარ წელს გატეხს, სადაც ყარყუმის მანტიაში გახვეული იმეფებს და სულ სხვა თამაში დაიწყება.

ქალწული: კუინჯი „ცისარტყელა“

აქ, ყველაფერია, რაც გონიერი ქალწულის გულს ახარებს: მდიდარი მინდვრები არანაკლებ მდიდარ მოსავალს გვპირდება, ნაწვიმარი ღრუბლები – ბუნების ბნელი მხარე და ცისარტყელა – ვაშააა, კვლავ ყველაფერი კარგად იქნება და კონტროლს დაექვემდებარება. რაც მთავარია, გზა მინდვრებში, რადგან მკაფიო გზის გარეშე დაუყონებლივ უსიამოვნება თავს გადახდება.

სასწორი: ვინსენტ ვან გოგი „ვარსკვლავიანი ღამე“

აი, თქვენი შინაგანი კომპასი – ჯადოსნური ცისფერი ცა. ნულოვანი სტრუქტურა და სისტემები, არანაირი მიმართულება – თუ იქნება, დაუყონებლივ მიმართულებას იცვლის. მთავარია, ამ მორევებში თავს ისე გრძნობთ, როგორც თევზი წყალში – ანუ, როგორც წონისა და ზომების პალატაში.

მორიელი: კლოდ მონე „შთაბეჭდილება, მზის ამოსვლა“

ეს გამჭვირვალე სინაზე სინამდვილეში თქვენ ხართ. უფრო ზუსტად, თქვენი ის ნაწილი, რომელსაც თაღლითობის, მებრძოლი განწყობის და დემონსტრაციული სექსუალურობის მიღმა წარმატებით მალავთ. კიდევ რამდენიმე წუთიც და მზე ამოვა და სულ სხვა ფერები იქნება – როგორც თქვენი მზაობა იბრწყინოთ და ანათოთ.

მშვილდოსანი: რემბრანტი „ღამის გუშაგი“

ნახატი, რომელიც იდუმალი პერსონაჟებით სავსეა, – ეს მშვილდოსანია. და ყველა საქმით დაკავებულია: ვიღაც იარაღს წმენდს, ვიღაც წარმოუდგენლად მნიშვნელოვან გეგმას განიხილავს, ვიღაც დოლს სცემს და ვიღაც ოქროს კიბით დარბის. მშვილდოსნის მთავარი ცხოვრებისეული ამოცანა: ყველგან მოასწროს, ყველაფერში მონაწილეობა მიიღოს. თუ არ გამოჩნდება და დაივიწყებენ, ეს მისთვის ყველაზე აუტანელი იქნება.

თხის რქა: ედგარ დეგა „ცისფერი მოცეკვავეები“

ეს თხის რქის დახვეწილი ბუნებაა, რომელიც მხოლოდ მათთვის გახდება ხილული, ვინც დიდი ხანია ოცნებობს. ეს მისი სილამაზის შინაგანი გრძნობაა (დიახ, აი, ასეთი ცისფერი და ნაზი), ასევე მისი იმედები. თუმცა ზოგჯერ ამაში საკუთარ თავსაც არ უტყდება.

მერწყული: შაგალი „ქალაქის თავზე“

რატომ დაფრინავენ? რადგან ფრენა მერწყულისთვის ყველაზე ბუნებრივი მდგომარეობაა და ამ მდგომარეობისკენ ისწრაფვის. ქალაქი პატარაა და ნახატის პერსონაჟები დიდი და მერწყულისთვის პირველ ადგილას ყოველთვის თავად არის და მხოლოდ ამის შემდეგ – დანარჩენი სამყარო, საიდანაც აფრინდა.

თევზები: აივაზოვსკი „მეცხრე ტალღა“

თევზების მდიდარი შინაგანი სამყარო, რა თქმა უნდა, წყალია. არა მშვიდი ყურე და მწვანე ტალახი, არამედ ასეთი წყალი – მღელვარე, საშიში და ამავდროულად ლამაზი. თევზები, რომლებიც მზად არიან სამყაროს ეს ძალა გაუზიარონ, სანაცვლოდ სამყაროს მთელ სილამაზეს იღებენ. ვისაც, საკუთარი ნავები ეცოდება, დაბალ წყალში მშვიდად ცურავს.