Connect with us

ჯანმრთელობა

ნაწლავში პარაზიტების არსებობაზე მიმანიშნებელი სიმფტომები

სიმპტომები პარაზიტის კვერცხების გადაყლაპვის შემდეგ ჩნდებიან.
კვერცხი მიწაში, დაბინძურებულ წყალში, ცუდად გარეცხილ საკვებში, ფეკალიებსა და უმ ხორცში შეიძლება შეგვხვდეს.

არსებობენ საერთო სიმპტომები და დახასიათებები ყოველი პარაზიტული დაავადებისთვის. ისინი ძირთადად საკვების მომნელებელ სისტემაში ბინადრობენ, თუმცა არსებობს რამდენიმე სახეობა რომლებიც ნაწლავის სხვადასხვა ნაწილში ცხოვრობენ და მიგრირებენ სხვა ორგანოებში.
პარაზიტები კუჭში, ნაწლავში, ფილტვებში, კანში ან ტვინში – სხვადასხვა სიმფტომებს იწვევენ.

გაცილებით გავრცელებული სიმპტომებია:

ტკივილი მუცელში

ჩვეულებრივ, თითქმის ყველა პარაზიტულ დაავადებისას ტკივილი მოულოდნელად ჩნდება. მას ინტენსიური ხასიათი აქვს და თან ერთვის ყაბზობა. ზოგჯერ ეს შეიძლება ნაწლავურ გაუმტარობაზეც მიგვანიშნებდეს, რომელიც Ascaris Lumbricoides (ascariacis)-ით სერიოზულ დაავადებას მოყვება.

დიარეა

ეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმფტომია, რომელიც ნაწლავის ჭიებითაა გამოწვეული. ლამბლიოზის დროს დიარეას ცხიმოვანი განავალი (სტეატორეა) იწვევს.

ხველა და შეშუპება ფილტვებში

ზოგიერთი პარაზიტის სასიცოხლო ციკლი ფილტვებში მიგრაციასაც მოიცავს, რაც ფილტვების ანთებით რეაქციას იწვევს, რაც მედიცინაში ცნბილია როგორც ფილტვის ეოზინოფილია. მას ერთვის მშრალი ხველა, ცხელება, ტკივილი მკერდის არეში და ქოშინი.

ქავილი უკანა ტანში

ხშირად ხდება ნაწლავის ჭიის დროს. დედალი პარაზიტი სწორ ნაწლავსა და უკანა ტანში დებს კვერცხებს, რომლებიც ეკვრიან არეს და იწვევენ ძლიერ ქავილს, როგორც წესი ღამის საათებში.

დაღლილობა

ბევრი პარაზიტი ნაწლავში – სისხლით იკვებება, რთულ შემთხვევებში ისინი ანემიასა და დაღლილობას იწვევენ.

ზრდის შეფერხება ბავშვებში

ეს დაკავშირებულია საკვები ნივთიერებების დეფიციტთან, რომელიც ნაწლავური პარაზიტებით არის გამოწვეული, ამას თან ერთვის ჭმელობაც.

დიზენტერია

დიზენტერია ეს არის დიარეა სისხლითა და ლორწოთი. განსაკუთრებით გავრცელებულია მწვავე ამებური კოლიტით.

სხვა საერთო სიმფტომები

  • გულის რევა
  • ღებინება
  • მუცლის შეშუპება
  • გაზები
  • წონის დაკარგვა
  • შიმშილი

ვიტამინებისა და მინერალებუს ნაკლებობა

ზოგიერთ აამიანს შეიძლება ქონდეს პარაზიტები მაგრამ სიმფტომები არ ქონდეთ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გვაფრთხილებს, რომ 3-დან 8 წლამდე ბავშვები უფრო ასკაროზის მიმართ არიან მგრძნობიარეები.