Connect with us

ჯანმრთელობა

ნაწლავური პარაზიტების გავრცელებული სახეობები

რომელი ჰელმინტები უტევენ ყველაზე ხშირად ადამიანის ორგანიზმს?! სტატისტიკის თანახმად პირველ ადგილზე ენტერობიოზი დგას, მეორეზე – ასკარიდოზი, მესამე ადგილს კი – ოპისტორქოზი იკავებს, შემდეგ მოსდევენ ექინოკოკოზი და ტრიქინელოზი.

ბევრია დამოკიდებული ადამიანების საცხოვრებელ გარემოსა და ტერიტორიაზე. ისეთ რაიონებში სადაც ჰიგიენის ნორმები ცუდად არის დაცული – ლამბლიოზი დომინირებს.

ამ სტატიაში ყველაზე გავრცელებულ დაავადებებს განვიხილავთ.

ენტერობიოზი

გავრცელებულია მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში. უმეტესწილად მისით ბავშვები ავადდებიან.

ენტერობიოზის გამომწვევია თეთრი ფერის წვრილი ჭია (Enterobius vermicularis), მას მეორენაირად მახვილასაც უწოდებენ. ამ პარაზიტის სიგრძე 10-12 მილიმეტრია. მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა – 1-2 თვეა, ამ პერიდის განმავლობაში ის 10 000 კვერცხს დებს.

როგორ ხდება დაავადება

დაავადების წყაროა ენტერობიოზით დაავადებული ადამიანი. საქმე იმაშია, რომ სხვა პარაზიტებისგან განსხვავებით ეს უკანასკნელი კვერცხებს ნაწლავში არ დებს. ღამით როდესაც ადამიანი იძინებს ის ორგანიზმიდან გამოდის და კვერცხებს ანუსის გარშემო, თეძოებზე და თეთრეულზე დებს. როდესაც პარაზიტი კანზე ძვრება და კვერცებს დებს ადამიანს ქავილი ეწყება.

დილით საწოლის დალაგებისას ადამიანი თეთრეულს არხევს და შედეგად კვერცხები მთელს ოთახში იფანტება. დაავადების გავრცელებაში ბუზებსაც დიდი წვლილი მიუძღვით!

დაავადების სიმპტომები და მისი შედეგები

პირველი სიმპტომები დაავადებიდან 2 კვირაში ჩნდება. თუ პარაზიტების რაოდენობა უმნიშვნელოა შეიძლება ვერც იგრძნოთ. ძლიერად დაავადების დროს იწყება ქავილი და ზოგჯერ ინტოქსიკაციის სიმპტომებიც (განსაკუთრებით ბავშვებში).

შეიძლება შენიშნოთ რომ:

  • მოუსვენრობა ღამით
  • ბავშვი იწყებს ჭირვეულობას
  • ჩნდება სისუსტე, თავის ტკივილები
  • მუცლის ტკივილები (ჭიპის არეში) – განსაკუთრებით კვების დროს; შესაძლებელია ნაწლავის დარღვევები.
  • უარესდება მადა;
  • ბავშვი იღლება იოლად, უჭირს ათვისება და უქვეითდება კონცენტრაციის უნარი.

ასეთი სიმპტომების გამოვლენისთანავე უნდა მიმართოთ ექიმს. ჩაიტაროთ ანალიზები და დადებითი პასუხის შემთხვევაში იმკურნალოთ! მკურნალობა დაჭირდება ოჯახის ყველა წევრს.

ენტერობიოზის დაგვიანებულ მკურნალობას შეიძლება გართულებები მოყვეს:

  • ვულვოვაგინიტი გოგონებში
  • ენტერობიოზი ასუსტებს იმუნიტეტს, განსაკუთრებით ბავშვებში. დასნებოველბეული ბავშვი ფიზიკურად ცუდად ვითარდება!
  • დაავადებულ ორგანიზმში ჩნდება რთული ალერგიული რეაქციები.

ენტერობიოზის პროფილაქტიკა:

  • დაიბანეთ ხელები ხშირად. განსაკუთრებით საკვების მიღებამდე
  • საღამოს და დილით დაბანეთ ბავშვი და სუფთა, ცხელი უთოთი გაუთავებული საცვლები ჩააცვით.
  • როდესაც ლოგინს ასწორებთ – თეთრეულს ოთახში ნუ დაბერტყავთ.
  • შენობა საგულდაგულოდ დაალაგეთ.

ასკარიდოზი

ასკარიდოზის გამომწვევია მრგვალი ჭია ასკარიდა. გამომწვევია ასკარიდა, რომელიც პარაზიტობს წვრილ ნაწლავში. ასკარიდას სიცოცხლის ხანგრძლივობა დაახლოებით 1 წელია. მათი სიგრძე 30 სანტიმეტრს აღწევს და მსხვილ ნაწლავში ბუდობენ. დაავადება ჭუჭყიანი ხელით, გაურეცხავი ბოსტნეულითა და დაბინძურებული წყლის მიღებით ხდება!

ასკარიდას განვითარების ციკლი და დაავადების სიმპტომები

პირიდან კვერცხები კუჭ-ნაწლავის ტრაქტში გადადის. აქ კვერცხის გარსი იშლება, ლარვა ნაწლავის კედელში ჩაინერგება, გაივლის მას და სისხლთან ერთად ღვიძლისა და ფილტვებისკენ მიემართება, სასუნთქი გზების გავლით ხვდება ხახაში და ნერწყვთან ერთად კვლავ კუჭსა და ნაწლავებში ბრუნდება. მიგრაცია 10-15 დღეს გრძელდება. ნაწლავებში მოხვედრილი ლარვა 2 თვეში მწიფდება და კვერცხის დებას იწყებს. ნაწლავურ ფაზაში ძირითადი ჩივილებია: უმადობა, (იშვიათად- ბულიმია), გამკრავი ტკივილი მუცელში, გულისრევა, ღებინება, მუცლის შებერილობა, ფაღარათისა და ყაბზობის მონაცვლეობა, წონაში დაკლება, მეხსიერების დაქვეითება. ვითარდება ავიტამინოზი და დიზბაქტერიოზი. იზრდება ორგანიზმის მგრძნობელობა რის შედეგადაც შეიძლება კანზე სხვადასხვა ტიპის გამონაყარიც გაჩნდეს!

ასკარიდან განვითარების ციკლი 3 თვე გრძელდება. ხდება ისეც, რომ ადამიანი ერთ განუყოფიერებლ კვერცხს ყლაპავს რომელიც განვითარების მთელს ციკლს გადის და შემდეგ ბუნებრივი გზით ტოვებს ორგანიზმს.

გართულებები რომლებთანაც ასკარიდოზს მივყვართ

ორგანიზმში ბევრი პარაზიტის დაგროვებამ შეიძლება არასასურველ შედეგებმადე მიგვიყვანოს. ასკარიდამ შეიძლება ნაწლავური გაუვალობა ან პერიტონითი გამოიწვიოს, ასეთ შემთხვევაში სასწრაფო ოპერაციული ჩარევა ხდება საჭირო. ქრონიკულ ინვაზიას კი ანემიასთან, წონის კლებასთან და ნერვოზთან მივყავართ.

ასკარიდოზის პროფილაქტიკა

ასკარიდოზის პროფილაქტიკა სხვა ჰელმინტოზების პროფილაქტიკისგან ნაკლებად გამოირცევა. აუცილებელია ჰიგიენის ნორმების მკაცრი დაცვა, მიირთვით მხოლოდ კარგად გარეცხილი ხილი და ბოსტნეული, დაიცავით სისუფთავე!

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.