Connect with us

ჯანმრთელობა

ნაყენი, რომელმაც უამრავი დაავადებისგან მიხსნა. თუ განკურნება გსურთ, დაუყოვნებლივ მოამზადეთ…

დედაჩემი 62 წლისაა, უკვე პენსიაზე გავიდა. ადრე მუდმივად ავადმყოფობდა, თუმცა, ერთხელაც წააწყდა ერთი სამკურნალო ნაყენის რეცეპტს, რომელმაც მრავალი დაავადებისგან იხსნა. ახლა მის რეცეპტს თქვენ გიზიარებთ.

რა თქმა უნდა, ვერ ვიტყვი, რომ ამ ნაყენმა დედაჩემს ყველა დაავადების შესახებ დაავიწყა, თუმცა მას ნერვოზთან, ჰიპერტონიასთან გამკლავებასა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნორმალიზებაში დაეხმარა.

გარდა ამისა, ახლა თავის ტკივილებიც აღარ აწუხებს. ვერ ვიტყვი, რამდენად მადლიერია იგი ამ ნაყენისა, ამასთაბ, რამდენიმე ჭარბი კილოგრამიც დაიკლო.

სამკურნალო ნაყენი

ინგრედიენტები

  • 50 გ ფიჭვის გირჩები
  • 50 გ ასკილის ნაყოფი
  • 50 გ ოროვანდის ფესვი
  • 50 გ კრაზანას ბალახი
  • 50 გ ასფურცელა
  • 50 გ მწარე აბზინდა
  • 200 მლ კონიაკი
  • 3 ლ წყალი(უმჯობესი იქნება წყაროს ან ჭის)
  • ალოეს ახალი წვენი
  • პრეპარატი “ბეფუნგინი”
  • 0.5 კგ თაფლი

მომზადება და გამოყენება

1. დააქუცმაცეთ და შეურიეთ ნედლეული ერთმანეთს.

2. აადუღეთ 3 ლ წყალი.

3. მდუღარე წყალში მოათავსეთ მშრალი მასა და აცადეთ რამდენიმე საათით ძალიან ნელ ცეცხლზე დუღილი.

4. გამორთეთ ცეცხლი, შეახვიეთ ქვაბი საბანში და აცადეთ 12 საათით დაყენება. გაწურეთ სითხე, ჩაასხით ნაყენში დარჩენილი ინგრედიენტებიც.

5. კარგად მოურიეთ და შედგით მაცივარში.

6. მიღების სქემა ასეთია: პირველი კვირის განმავლობაში იღებთ 1 ჩ.კ. ნაყენს დღეში სამჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე, მეორე კვირას კი – 1 ს.კ. ნაყენს, სანამ სამლიტრიანი ქილა არ ჩაიცლება.

მკურნალობის ასეთი კურსი დაახლოებით 3 თვეს გასტანს. ნაყენს ცუდი გემო არ აქვს, ამიტომ არ შეგეშინდეთ და თამამად შეუდექით მკურნალობას.

უნდა ითქვას, რომ მიღებისას შეიძლება აღინიშნოს კუჭის გაღიზიანება, რომელიც მალევე გაქრება. ამასთან, არ შეიძლება ნაყენით მკურნალობის დროს ყავის, ალკოჰოლური სასმელების, შემწვარი, ცხიმიანი და მარილიანი საკვების მიღება.