ჯანმრთელობა
ნაღვლის ბუშტი და ღვიძლი შეუფერხებლად იფუნქციონირებს, თუ ამ 4 მარტივ რეცეპტს მიმართავთ
ნაღვლის ბუშტი ორგანიზმის საათივით ფუნქციონირებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ის საჭმლის მონელების პროცესის დროს ღვიძლის მიერ გამოყოფილი ნაღვლის დაგროვებით თორმეტგოჯა ნაწლავის ნორმალურ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს.
თუ ანთებითი პროცესის ან კენჭების დაგროვების დროს ნაღვლის დროულად გაცემა არ მოხდება, შედეგი შეიძლება სავალალო იყოს. უსიამოვნო გემო პირის ღრუში, ტკივილი, გულისრევა, საჭმლის მონელების პროცესის დარღვევა – ამ უსიამოვნო სიმპტომების მოშორება მედიკამენტების და გადასხმების გარეშე შესაძლებელია.
გიზიარებთ სახლის რეცეპტებს, რომლებიც ნაღვლის ბუშტის და ღვიძლის სწორ ფუნქციონირებაში დაგეხმარებათ.
ნაღვლის ბუშტის მკურნალობა ოპერაციის გარეშე
სასარგებლო პროდუქტები
1. ლიმონის წვენი
ლიმონის წვენი ნატურალური საშუალებაა, რომელსაც თირკმლებსა და ნაღვლის ბუშტში ქვების დაშლა შეუძლია. მაღალი მჟავიანობის გამო, ლიმონის წვენი ქვებს წვრილ ნაწილებად შლის და სილად აქცევს, რომელიც ორგანიზმიდან ადვილად გამოდის.
2. ჭარხალი
ჭარხალი ნაღვლის ბუშტის შესანიშნავი გამწმენდი საშუალებაა, რომელსაც მოკლე დროში ქვების და მისი განმეორებით გაჩენის თავიდან აცილება შეუძლია. ჭარხალი ნაღვლის ბუშტის ჯანმრთელობის უზრუნველყოფასა და ნაღვლის ფორმირებაში აქტიურ მონაწილეობას ღებულობს.
3. სტაფილი, ბულგარული წიწაკა და გოგრა
ეს ბოსტნეულები შეიცავენ კაროტინს, რომელიც ნაღვლის ბუშტის მუშაობას აუმჯობესებს.
4. ვაშლი
პექტინებით და რკინით მდიდარი ხილი წარმოებული ნაღვლის რაოდენობას და ხარისხს ზრდის, ასევე ღვიძლს ტოქსინებისა და წიდებისგან ათავისუფლებს.
5. გარგარის ჩირი, ქიშმიში და ფინიკი
კალიუმის ბუნებრივი წყაროები ნარვლის ბუშტის კედლების ტონუსის უზრუნველსაყოფად აუცილებელია.
გთავაზობთ, რამდენიმე სასწაულმოქმედ რეცეპტს, რომლებიც ქვებს მოგაშორებთ, ქოლეცისტიტს დაამარცხებს და პროფილაქტიკის შესანიშნავ საშუალებას წარმოადგენს.
გრეიფრუტის, კოჭის და ნივრის საშუალება
ამ საშუალების სასარგებლო შემადგენლობა ყველაფერს ამბობს: ნიორი – ძლიერი ანტიბიოტიკია, კოჭა ანთების საწინააღმდეგო და ანტიბაქტიერიული თვისებებით გამოირჩევა, ხოლო გრეიფტური – C ვიტამინითი და მიკროელემენტებით მდიდარი პროდუქტია.
ინგრედიენტები:
- 1 გრეიფრუტი
- 5 გრ კოჭა
- 2 კბილი ნიორი
- 200 მლ წყალი
- 25 გრ თაფლი
მომზადება:
1. კოჭა წვრილ სახეხზე გახეხეთ, შემდეგ სანაყში ნიორთან ერთად ერთგვაროვანი მასის მიღებამდე დანაყეთ.
2. გრეიფრუტი კარგად გაწურეთ.
3. ყველა ინგრედიენტი თაფლთან და წყალთან ერთად ერთგვაროვანი მასის მიღებამდე დააბლენდერეთ.
4. ნარევი 15-20 წუთით გააჩერეთ. მზადაა!
მიღებული ნარევი კვირაში 2-ჯერ ძილის წინ დალიეთ.
ქერის წყალი
ქერის წყალი ორგანიზმს შესანიშნავად წმენდს, ნაღვლის ბუშტსა და თირკმლებში ქვების წარმოშობას ებრძვის, ნერვულ დაძაბულობას ამცირებს და სტრესის მიმართ მდგრადობას ზრდის.
ინგრედიენტები:
- 25 გრ ქერის მარცვალი
- 200 მლ წყალი
- 2 გრ დარიჩინი
- ნახევარი ლიმონის წვენი
- 25 გრ თაფლი
მომზადება:
1. ქერის მარცვალი საწურზე მოათავსეთ და გამდინარე წყალში კარგად გარეცხეთ.
2. სუფთა მარცვლები 200 მლ წყალში 30 წუთით ხარშეთ, სანამ საკმაოდ რბილი არ გახდება.
3. მიღებული ნარევი გადაწურეთ. ნაყენი თაფლით დაატკბეთ, დარიჩინი და ლიმონის წვენი დაუმატეთ.
სამკურნალო თბილი ნაყენი დღის მეორე ნახევარში დალიეთ.
სალათი ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტისთვის
ეს მარტივი და გემრიელი სალათი ჯანმრთელობას გააძლიერებს და ნაღვლის ბუშტს გაწმენდს. ინგრედიენტების ჯადოსნური ნარევი ღვიძლზეც დადებით გავლენას ახდენს.
ინგრედიენტები:
- 50 გრ თეთრი კომბოსტო
- 50 გრ წითელი კომბოსტო
- 1 საშუალო ზომის სტაფილო
- 50 გრ ისპანახი
- ½ ავოკადო
- 50 გრ კამის და ოხრახუშის ნარევი
- ½ მსხალი
- 8 შავქლიავი
- 1 ს/კ ზეითუნის ზეთი მოსართავად
მომზადება:
1.ყველა ინგრედიენტი გარეცხეთ და წვრილად დაჭერით.
2.ბოსტნეული, ხილი და მწვანილი ღრმა თასში აურიეთ. ზეითუნის ზეთი და ლიმონის წვენი მოასხით, მარილი გემოვნებით მოაყარეთ. გემრიელად მიირთვით!
ავოკადოს კურკის ნაყენი
ეს ძალიან მარტივი რეცეპტია, მაგრამ შედეგი აუცილებლად გაგაოცებთ! ავოკადოს კურკა კანის დაავადების, კუნთების და სახსრების ტკივილის, ასევე ნაღვლის და თირკმლის ქვების მოსაშორებლად ეფექტური სამკურნალო საშუალებაა.
1. ავოკადოს რბილობის მოხმარების შემდეგ, კურკა კარგად გააშრეთ.
2. როცა საკმარისად მშრალი იქნება, სახეხზე გახეხეთ ან წვრილად დაჭერით და დააბლენდერეთ.
3. მიღებული ფხვნილის ¼ ჩ/კ 1 ჭიქა თბილ წყალში გახსენით.
4. სამკურნალო ნაყენი ყოველ საღამოს, ძილის წინ დალიეთ, სანამ სასურველ შედეგს არ მიიღებთ. გახსოვდეთ, ავოკადოს კურკა შეიცავს ტანინებს – შემკვრელ ნივთიერებას, რომლის გადაჭარბებამ შეიძლება მოწამვლა გამოიწვიოს! დღეში ¼ ჩ/კ ფხვნილი სამკურნალო ეფექტის მისაღწევად საკმარისი იქნება.
ჯანსაღი ნაღვლის ბუშტი ხარისხიანი ცხოვრების გარანტიას წარმოადგენს. თუ მოგეწონათ სტატია, არ დაგავიწყდეთ მისი გაზიარება მეგობრებისთვის. გისურვებთ ჯანმრთელობას!