Connect with us

ჯანმრთელობა

ნატურალური საშუალება ქოლესტერინის შესამცირებლად. მხოლოდ 3 ინგრედიენტი

ლიმონი, ნიორი და კოჭა ის პროდუქტებია, რომლებიც გულისა და სისხლძარღვების მუშაობას აუმჯობესებს. მათი კომბინაცია საოცარ შედეგს იძლევა. სასმელი ქოლესტერინს ამცირებს და სისხლძარღვებს წმენდს.

ბონუსად, იმუნიტეტი გაძლიერდება. გირჩევთ, რეგულარულად დალიოთ, რომ მდგომარეობის გაუმჯობესება იგრძნოთ.

სასმელი გულის დაავადებების დროს: როგორ მოვამზადოთ

ინგრედიენტები:

  • 3 ლიმონი
  • 4 სმ კოჭის ფესვი
  • 4 კბილი ნიორი
  • 1 ლ წყალი
  • 1 ჩ/კ სოდა

მომზადების მეთოდი:

  1. სამი ლიმონი კარგად გარეცხეთ. თბილ წყალს სოდა დაუმატეთ, ამ ნარევში ლიმონი გააჩერეთ. ცოტა ხანში ლიმონი გამდინარე წყალში კარგად გარეცხეთ. გათლა საჭირო არაა. ქერქიანად დაჭერით.
  2. კოჭას ქერქი მოაშორეთ და მსხვილად გახეხეთ.
  3. ნიორი გაასუფთავეთ და ნივრის კბილები მსხვილად დაჭერით.
  4. ინგრედიენტები ერთგვაროვანი მასის მიღებამდე დააბლენდერეთ.
  5. მიღებული ნარევი 1 ლ სუფთა წყალს დაუმატეთ და ქურაზე დადგით. აადუღეთ და ქურას მოაშორეთ. გააგრილეთ.
  6. მარლა ორად გაკეცეთ, საწურში ჩააფინეთ და მიღებული ნარევი გადაწურეთ. ქილებში ჩაასხით, თავსახური დაახურეთ და მაცივარში შეინახეთ.

როგორ მივიღოთ

100 მლ სამკურნალო სასმელი ვახშმამდე ნახევარი საათით ადრე დალიეთ. 3 კვირა დალიეთ, 1 კვირა შეისვენეთ და ისევ გააგრძელეთ. საშუალება ქოლესტერინის შესამცირებელ მედიკამენტებთან ერთად შეგიძლიათ მიიღოთ.

თუ სასმელს ცოტა თაფლს დაუმატებთ, უფრო ტკბილი და გემრიელი გამოვა. სამკურნალო კურსის დაწყებიდან პირველივე კვირას დადებით ცვლილებებს შეამჩნევთ. თუ კუჭ–ნაწლავის პრობლემები გაწუხებთ, სასმელის მიღებისგან თავი შეიკავეთ. ექიმს რჩევა ჰკითხეთ, სანამ სასმელის დალევას გადაწყვეტთ.

Advertisement