Connect with us

თავის მოვლა

ნატურალური ნიღაბი ბოტოქსის ნაცვლად. კვირაში 2-ჯერ ამ ნიღაბს ვიკეთებ

ბებიამ კულინარიული წიგნის ნაცვლად სილამაზის რეცეპტები დამიტოვა. წლები ხელს არ ვკიდებდი, რადგან დარწმუნებული ვიყავი, რომ კრემის შეძენა უფრო მარტივი და სწრაფია, ვიდრე მისი მომზადება. ასე ვფიქრობდი, სანამ ერთხელ კოსმეტოლოგთან ვიზიტზე არ ჩავეწერე. მან ამიხსნა, რომ კრემი კარგია, ხოლო ნატურალური ნიღბის შემდეგ – კიდევ უკეთესი. აი, სად გამომადგა ბებიას კრებული! ამ კრებულიდან ბანანით სახის ნიღბის მომზადება ვისწავლე.

სულ რაღაც 30 წლის წინ ბანანი დიდ დეფიციტში იყო. როგორც ნებისმიერი ეგზოტიკის შემთხვევაში, ბანანის შოვნაც ძალიან რთული იყო. მის ქერქსაც არ აგდებდნენ! სწორედ ამიტომ, ბანანის ნიღაბი ფუფუნებად ითვლებოდა. საბედნიეროდ, რომ ახლა მისი შეძენა სირთულეს არ წარმოადგენს.

ბანანის ნიღაბი

ძალიან ბევრ მზა ნიღბებში ბანანის კომპონენტს იპოვით, რაც მისი კარგი შემადგენლობის და სუნის დამსახურებაა. ამ ეგზოტიკურ ხილში ბევრ სასარგებლო ელემენტს იპოვით.

  • C ვიტამინი, ძლიერი ანტიოქსიდანტი. სწორედ ის აქრობს თავისუფალ რადიკალებს და კანის დაბერებას აფერხებს.
  • B ვიტამინი. მცირე ნაკაწრებს აქრობს.
  • A ვიტამინი. ქსოვილების რეგენერაციას ხელს უწყობს, ანთების ამცირებს. ეფექტურია გამონაყარის საწინააღმდეგოდ.
  • ტრიპტოფანი, მეთიონინი, ლიზინი. ამინომჟავები, რომლებიც კანის ცხიმის წარმოებას არეგულირებენ, რაც თავის მხრივ აკნეს გაჩენას ხელს უშლის.
  • ქოლინი. დამამშვიდებელ ეფექტს ფლობს.
  • E ვიტამინი. ნივთიერება, რომლითაც ბანანი ცნობილი გახდა, როგორც ბოტოქსის ეფექტის მქონე ხილი. ეს ვიტამინი კოლაგენის და ელასტინის წარმოებას ხელს უწყობს.

როგორ მოვამზადოთ ბანანის ნიღაბი სახისთვის

ბანანის გამოყენება მოსახერხებელია, რადგან მისგან ფაფა ადვილად მზადდება. თუმცა მხოლოდ ბანანი საკმარისი არაა.

თქვენ დაგჭირდებათ:

  • 1 ს/კ დაჭყლეტილი ბანანი
  • 1 ჩ/კ თაფლი
  • 1 ჩ/კ არაჟანი
  • 1 ჩ/კ სახამებელი

როგორც წესი, ბრინჯის სახამებელს ვიყენებ. მაინც, მისგან ჰიპოალერგიულ პუდრას ამზადებენ. არაჟანს ყოველთვის არ ვიყენებ. რეცეპტში მითითებულია ნაღები, მაგრამ ზაფხულში, როცა კანი სწრაფად ცხიმიანდება, იოგურტს ვიყენებ. პრობლემური კანის მფლობელებს გამოადგებათ.

ერთგვაროვანი მასის მიღებამდე ინგრედიენტებს აურიეთ. გაწმენდილ სახეზე 15 წუთით გაიჩერეთ და ცივი წყლით ჩამოიბანეთ. პროცედურა კვირაში 1-2-ჯერ გაიმეორეთ.

სეზონური ნიღბებისგან განსხვავებით შეგიძლიათ მთელი წელი გაიკეთოთ. ინგრედიენტებით რამდენჯერმე ექსპერიმენტი ჩავატარე. მაგალითად, თაფლის ნაცვლად ახალი, სახლის ალოეს წვენი გამოვიყენე. ეფექტმა გამაოცა! კიდევ კოსმეტოლოგმა მირჩია, რომ შეძენილ კრემს დიდად არ ვენდო და შეფუთვაზე ეტიკეტი ყურადღებით წავიკითხო – კოსმეტიკას პარაბენებით და სულფატებით აღარ ვენდობი.