Connect with us

საკითხავი

ნატალი დროენის უნაკლო სხეული, რომელიც 89 წლის ასაკში ზეცაში გაფრინდა

მსოფლიოში ბევრი გასაოცარი ადამიანი ცხოვრობს. ინტერნეტის განვითარებამ გამოჩენილი პიროვნებების, მათი ნათქვამის, რწმენის და წარმატების გაგების საშუალება მოგვცა. დღეს გიამბობთ საოცარ ქალბატონზე ნატალი დროენზე, რომელმაც ეს სამყარო უკვე დატოვა. თუმცა მისი იდეები ათასობით ქალს ახალგაზრდობის, მხნეობის და სილამაზის შენარჩუნებაში ეხმარება.

ნატალი დროენი

ნატალი დროენი 1924 წელს პრაღაში დაიბადა. 3 წლისას მშობლები საცხოვრებლად პარიზში გადავიდნენ. მთელი ცხოვრება სამშობლოდ კიევს მიიჩნევდა – ადგილს, საიდანაც მშობლები რევოლუციის შემდეგ გაიქცნენ.

ნატალის წინაპრებს შორის იყვნენ ლიტველი, უკრაინელი და რუსი დიდგვაროვანი ოჯახების წარმომადგენლები. გასაკვირი არაა, რომ უკვე ზრდასრულ ასაკში ნატალი წინაპრების სამშობლოში ხშირად ჩამოდიოდა.

თუ ადრეულ წლებზე ვისაუბრებთ, ემიგრაცია რთული აღმოჩნდა. ალბათ, მაშინ სხვანაირად არც იქნებოდა, რადგან 30-40-იანი წლები მთელი ევროპისთვის წარმოუდგენლად რთული იყო.

ახალგაზრდობაში ცეკვებმა სერიოზულად გაიტაცა და ამან მისი ცხოვრება შეცვალა. თავად აღიარებს, რომ მოცეკვავის ან ბალერინას განსაკუთრებული მონაცემები არ ჰქონდა. მოუქნელ გოგოს მარტივი საცეკვაო მოძრაობების შესრულება უჭირდა.

დამატებითმა დაბრკოლებამ მხოლოდ გააძლიერა. სხვებზე მეტი მუშაობა ასწავლა. შრომამ შედეგი გამოიღო და მალე ნატალი პროფესიულ გარემოში საკმაოდ პატივსაცემი ბალერინა გახდა.

მენტორის, ვერა ტრეფილოვის უკანასკნელ გზაზე გაცილებისას პირობა დადო, რომ ახალ დონეზე ასვლას შეძლებდა. მალე მიხვდა, რომ პირობის შესრულებას მხოლოდ მაშინ შეძლებდა, თუ სულიერ განვითარებას დაიწყებდა. ლამაზი მოძრაობის მიღწევა მხოლოდ ასე შეიძლება.

ცეკვების გამო პირადი ცხოვრებისთვის დრო თითქმის არ რჩებოდა. მან ახალგაზრდა ჯილბერთან ნაცნობობა საკმაოდ ცივად მიიღო. ერთად სეირნობის შემდეგ გოგონას ეჭვი ეპარებოდა, რომ ერთმანეთს კვლავ ნახავდნენ.

თუმცა მამაკაცი უფრო შეუპოვარი აღმოჩნდა. დროთა განმავლობაში თავისას მიაღწია. ქორწინებაზე თანხმობაზე 1,5 წელი ფიქრობდა, ბოლოს დათანხმდა.

ნატალი სიყვარულისკენ ნელა მიდიოდა, მაგრამ ჯილბერთან მისი ურთიერთობა თანდათან განვითარდა და ქორწილი ნამდვილი ზეციური საჩუქარი აღმოჩნდა. ერთმანეთს ყოველთვის თქვენობით ელაპარაკებოდნენ, მაგრამ მთელი ცხოვრება ერთად გაატარეს, 7 შვილი გაზარდეს და ოჯახში 17 შვილიშვილი შეემატათ.

წმინდა სხეულის არქიტექტურა

ნატალი დროენმა თავის ფილოსოფიას სწორედ ასე უწოდა. ეს სულიერი ტრანსფორმაციისთვის სხეულის გამოყენების მისი მიდგომა იყო. ეს არა უბრალოდ პრაქტიკა, არამედ ცხოვრების წესი, ფიზიკური სრულყოფილებაა, რომელიც სხეულს ბუნებრივ სილამაზეს, მოძრაობას და ჯანმრთელობას უბრუნებს.

„როცა ადამიანი საკუთარი თავის მიმართ ყურადღებას წყვეტს, ის საკუთარ სხეულს ვეღარ უგებს. მაშინ სიბერე როგორც შიგნიდან, ასევე გარეგნულად გვიტევს“ – ირწმუნებოდა ბალერინა.

აღიარებდა, რომ სიბერე ყველა ცოცხალი არსების ბუნებრივი პროცესია. თუმცა დაბერება იგივე არაა, რომ მოხრილი და მახინჯი გახდეთ. სწორედ ამიტომ, ნატალი დარწმუნებული იყო, რომ ქალს 40, 50 და 60 წლის შემდეგ აღორძინება შეეძლო.

სიტყვაზე, თავად ნატალი 80 წლის ასაკშიც წარმოუდგენლად კარგად გამოიყურებოდა. მისი საქმიანობის სისტემა მისი ცხოვრების წესი იყო. ამ ცოდნას ყველას უზიარებდა. მისი იდეების დახმარებით ბევრმა არა მხოლოდ ახალგაზრდობის და სილამაზის შენარჩუნება შეძლეს, არამედ საკუთარი თავი შეიცნეს, შინაგანად შეიცვალნენ, სულიერად გამდიდრდნენ.

ნატალი დროენი 2013 წელს 89 წლის ასაკში გარდაიცვალა, მაგრამ გარეგნულად 70–ზე მეტს ვერ მისცემდით. მსუბუქი, მოდენილი ქალი ბოლო დღეებშიც შესანიშნავ ფორმაში იყო.

ის უკრაინის, ბელარუსიის და რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში სემინარებს ატარებს, სადაც ქალებს თავის აღმოჩენებს უზიარებდა. დღეს ამ საქმეს მისი მიმდევრები აგრძელებენ.