Connect with us

ტესტები

ნაკითხობაზე ტესტი ხრიკებით: სცადეთ კითხვების ნახევარს მაინც სწორად უპასუხოთ

დღეს გთავაზობთ ნაკითხობაზე ტესტის გავლას. კითხვები სხვადასხვა სფეროს ეხება და გაოფლიანებას გაიძულებთ. თუ მათგან 5 კითხვას მაინც სწორად უპასუხებთ, სკოლაში ტყუილად არ დადიოდით და შეგიძლიათ ფართო თვალთახედვით დაიკვეხნოთ.

ნაკითხობაზე ტესტი

1. ვინ სწავლობს თევზებს?

ა. ორნითოლოგი

ბ. ენტომოლოგი

გ. იხტიოლოგი

დ. სპელეოლოგი

2. რამდენი სტრიქონია სონეტაში?

ა. 18

ბ. 10

გ. 12

დ. 14

3. მართკუთხედი, რომლის 2 გვერდი პარალელურია, სხვა ორი – არაპარალელური, ეწოდება

ა. პარალელოგრამი

ბ. ტრაპეცია

გ. რომბი

4. ვისი ერთგული ცოლი იყო პენელოპა ბერძნული მითოლოგიის მიხედვით?

ა. ზევსი

ბ. ჰერაკლე

გ. იულიუს კეისარი

დ. ოდისევსი

5. რომელი მეტსახელით იცნობენ ფანები ედსონ არანტეს დუ ნასიმენტუს?

ა. ენრიკე იგლესიასი

ბ. პელე

გ. ხულიო კორტასარი

დ. მაიკლ ჯექსონი

6. ვინ ითამაშა განგსტერი ჰენრი ჰილის როლი ფილმში „მაგარი ბიჭები“?

ა. რობერტ დე ნირო

ბ. რეი ლიოტა

გ. ბრედ პიტი

დ. მარლონ ბრანდო

7. სად მდებარეობს მდინარე დუნაის სათავე?

ა. ლინცი (ავსტრია)

ბ. თომას ტბა, შვეიცარია

გ. შვარცვალდი, გერმანია

დ. ნოვი–სადი, სერბეთი

8. რისი ჯგუფია არქიპელაგი?

ა. ფრინველები

ბ. კუნძულები

გ. შენობები

დ. ბანაკები

9. რომელი ესპანური ქალაქი იყო ცნობილი შუა საუკუნეებში ფოლადის ხმლებითა და ნაკეთობებით?

ა. სევილია

ბ. ბილბაო

გ. ტოლედო

დ. ვალენსია

10. “რიგვედა“ – რომელი რელიგიისთვისაა წმინდა ჰიმნების კრებული?

ა. ბუდიზმი

ბ. ინდუიზმი

გ. კონფუციანიზმი

დ. დაოსიზმი

პასუხები:

1. თევზების მრავალფეროვნებას, სტრუქტურას, ევოლოციურ განვითარებას და სიცოცხლის ფორმებს იქთიოლოგები სწავლობენ.

2. კლასიკური სონეტი ორი კატრენისგან (ანუ ოთხტაეპედი) და ორი ტერცეტისგან (სამტაეპიანი) შედგება. ამრიგად, მასში 14 სტრიქონია. ე.წ. „შექსპირის სონეტში“, რომელიც ასევე კლასიკურად ითვლება, 14 სტრიქონია, მაგრამ მასში სამ ოთხტაეპედი და ერთი დამამთავრებელი ორტაეპედია.

3. ამოზნექილი მართკუთხედი, რომელსაც ორი მხარე პარალელური აქვს, მეორე ორი მხარე არაპარალელური, ტრაპეცია ეწოდება.

4. ბერძნულ მითოლოგიაში პენელოპას სახელს მეფე ოდისევსის მეუღლე და თელემაქეს დედა ატარებდა. როცა ოდისევსი ტროას ლაშქრობაში წავიდა, პენელოპა 20 წელი მარტო დარჩა და ქმრის ერთგულებას აგრძელებდა.

5. ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელის, პელეს ნამდვილი სახელია ედსონ არანტეს დუ ნასიმენტუს.

6. მარტინ სკორსეზის ფილმში „მაგარი ბიჭები“ ჰენრი ჰილის როლი ამერიკელმა მსახიობმა რეი ლიოტტმა შეასრულა.

7. დუნაი სათავეს იღებს შვარცვლადის მთაში, სადღაც ქალაქ დონაუეშინგენთან (გერმანია) ახლოს ზღვის დონიდან 678 მეტრზე მთის ნაკადები ბრეგი და ბრიგახი ერთმანეთს უერთდება.

8. არქიპელაგი – კუნძულების ჯგუფი, რომლებიც ერთმანეთთან ახლოს მდებარეობს.

9. შუა საუკუნეებში ესპანეთის ქალაქი ტოლედო იარაღის სახელოსნოებით ცნობილი იყო. ხმალს, დაშნას და დანას უნიკალური ადგილობრივი მადანიდან ამზადებდნენ. სუვენირის ხანჯლების და ჯავშნების ყიდვას ტოლედოში დღესაც შეძლებთ. ადგილობრივი ხელოსნები ცნობილი არიან უნიკალური ფოლადის სამაჯურებით მოოქროვილი და წვრილი მოჩუქურთმებით.

10. “რიგვედა“ 4 ინდუისტური რელიგიური ტექსტიდან ერთ–ერთია, რომელიც ცნობილია, როგორც ვედები.

ვერ გაეცით ყველა კითხვას პასუხი? არ იდარდოთ! ერუდიცია მომგებიანი ბიზნესია. წიგნები წაიკითხეთ, სამეცნიერო პოპულარულ ფილმებს უყურეთ, საინფორმაციო საიტებს გადახედეთ. ჩვენი ტესტები დაგეხმარებათ გაიგოთ, თუ რომელ სფეროში გაქვთ გარღვევები.

Advertisement