Connect with us

თავის მოვლა

მხოლოდ 5 წვეთი სახესა და ხელებზე და ნაოჭებს რამდენიმე კვირაში დაივიწყებთ

სახეზე უსიამოვნო ნაოჭები კანის სიმშრალის გამო ჩნდება. სწორედ ამიტომ, კოსმეტოლოგები სახის კანის რეგულარულად დატენიანებას და გამოკვებას გირჩევთ. ამ ამოცანას ნატურალური ზეთები უფრო მარტივად გაუმკლავდებიან, ვიდრე ხელოვნური კრემები. გთავაზობთ სახის კანის ყველაზე პოპულარულ ზეთებს.

საუკეთესო ზეთები სახისთვის

ჟოჟობას ზეთი

ჟოჟობა მარადმწვანე მცენარეა, რომელიც ჩრდილო ამერიკულ უდაბნოშია გავრცელებული. მისგან გამოყოფილ ზეთს უნიკალური შემადგენლობა აქვს. მასში შედის ეიკოზენის მჟავა, რომელიც უჯრედულ ცვლას და კანის ქსოვილების აღდგენას აუმჯობესებს. ასევე შეიცავს კანისთვის სასარგებლო ბეჰენის, ოლეინის მჟავას. მასში შემავალი კოლაგენი თითქმის ადამიანის მიერ გამომუშავებული კოლაგენის იდენტურია.

აბუსალათინის ზეთი

აბუსალათინის ზეთი თმის, წარბების, წამწამების გასაძლიერებლად ხშირად გამოიყენება. თვალის ირგვლივ კანისთვის ძალიან სასარგებლოა. ის შეიცავს ოლეინის, ლინოლეურ, რიცინოლის მჟავას, რომელიც სწრაფად ითვისება. სხვა ზეთებისგან განსხვავებით გაშრობის დროს სახეზე ცხიმოვან ფენას არ ქმნის.

ზეითუნის ზეთი

უნივერსალური საშუალება. მას შიგნითაც და გარეთაც გამოიყენებენ. ზეითუნის ზეთი კანს უფრო ატენიანებს, ვიდრე კვებავს. გარდა ამისა, საბაზისო საშუალებად ითვლება, შეგიძლიათ სხვა კოსმეტიკურ საშუალებას აურიოთ. მაგალითად, ღამის კრემს რამდენიმე წვეთი დაუმატოთ.

ნუშის ზეთი

ნუშის ზეთი კიდევ ერთი პროდუქტია, რომელსაც უსაზღვრო სარგებელი აქვს. ის ცილებით და უჯერი ცხიმებით მდიდარია, რომლებიც ორგანიზმს შიგნიდან კვებავენ. ასევე ცხიმის მწველ ვიტამინებს, მაგნიუმს, კალციუმს და სხვა მინერალებს შეიცავს, რომლებიც კანს კვებავენ. ნუშის ზეთს მსუბუქი მათეთრებელი ეფექტი აქვს. ის კანს აცოცხლებს და მის ტონს აღადგენს.

სელის ზეთი

სელის ზეთი სხვა ზეთებისგან პროტეინების შემცველობით განსხვავდება. სწორედ ამის გამო, მას სახის კანის გამაახალგაზრდავებელი თვისება აქვს. რეგულარული მოხმარებით ლიფტინგის ეფექტი შეინიშნება. სახის ოვალი ოპერაციის გარეშე ზემოთ იწევს – ის, რაზეც ყველა ქალი ოცნებობს.

ასკილის ზეთი

ასკილი ცხიმოვანი მჟავების 15-ზე მეტ სახეობას შეიცავს. უმეტესი ნაწილი ლინოლეურ და ლინოლენურ მჟავებზე მოდის, რომლებიც ეპიდერმისის დაცვის დონეს ზრდიან. ზეთი მდიდარია A ვიტამინით, რომელიც კანის ასაკობრივ ცვლილებებს ებრძვის, და C ვიტამინით, რომელიც კანს თავისუფალი რადიკალების მოქმედებისგან იცავს და ჟანგბადით ამდიდრებს.

ქაცვის ზეთი

ქაცვის ზეთი შეიცავს ფოსფოლიპიდებს, რომლებიც ქსოვილებში ცხიმოვან ცვლას აღადგენენ. ამის შემდეგ კანი ცხიმიანი და პრიალა აღარაა. ასევე მდიდარია სტერინებით, ანთების საწინააღმდეგო ნივთიერებით, რომელიც ანტისეპტიკის სახით მუშაობს. ხილის მჟავები სახის კანის გამაახალგაზრდავებელ და სამკურნალო ეფექტს ქმნიან: კანის ფერს ათანაბრებს, ჭრილობის შეხორცებას ხელს უწყობს და გაღიზიანებას აქრობს.

ატმის ზეთი

ატმის ზეთში შემავალი A და E ვიტამინები კანის ტურგორს ზრდიან, რბილად ატენიანებენ და სახის ფერს ასწორებენ. B15 ვიტამინი ქსოვილებში სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებენ. ამის შემდეგ კანი ხელშესახებად სასიამოვნო და ხავერდოვანი ხდება.

ქოქოსის ზეთი

მირისტინული და ლაურინის მჟავების წყალობით ქოქოსის ზეთს გამაახალგაზრდავებელი მოქმედება აქვს. ფოლიუმის მჟავა და თიამინი ანთებას და აკნეს ებრძვის. ქოქოსის ზეთი დამწვრობის და მზის სხივებისგან დასაცავად გამოიყენება. ის კანს უჯრედულ დონეზე აღადგენს.

რომელი ზეთია საუკეთესო: თითოეული ზეთი ნატურალურია, ამიტომ ზიანს არ მოგაყენებთ. ორიენტაცია ზეთზე თქვენი კანის რეაქციით გააკეთეთ. თუ გამოყენების შემდეგ სახის კანის მდგომარეობა უმჯობესდება, მისი გამოყენება გააგრძელეთ. სახის კანი ცხიმიანი და ცხიმოვანი ფენით დაფარული არ უნდა გახდე.ს

ამ დროისთვის, ქალების მიმოხილვების მიხედვით, საუკეთესო ქოქოსის და ზეითუნის ზეთია. მათ უმეტესობა მათგანი იყენებს. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ საუკეთესო ხელმისაწვდომია.