თავის მოვლა
მხოლოდ 15 წუთი დილა–საღამოს და თქვენი კანი უფრო უკეთესი გახდება, ვიდრე 25 წლის ასაკში
თქვენ შეიძლება მაკიაჟის ყველა ტექნიკას ფლობდეთ და ძვირადღირებული თავის მოვლის საშუალებები გამოიყენოთ, მაგრამ წლები მაინც თავისას შვება. 40-50 წლის ასაკში რაც არ უნდა წაისვათ, კანი მაინც დაბერებულია: ღრმა ნაოჭები ჩნდება, სახის ოვალი სუსტდება, რადგან კანი და კუნთები ტონუსს კარგავს.
მდიდარი გამოცდილების მქონე ფრანგი კოსმეტოლოგი ეველინ განტერ–პეჩოტი გირჩევთ ეფექტურ საშუალებას ახალგაზრდობის დასაბრუნებლად – სახის კუნთების ვარჯიში, რომელიც უკვე რამდენიმე დღეში შესამჩნევ ეფექტს იძლევა. ამასთან დამწყებთათვის სრულიად უსაფრთხოა.
გთავაზობთ სახის ვარჯიშებს, რომელმაც უკვე არა ერთ 50 წელს გადაცილებულ ქალს ახალგაზრდობის დაბრუნებაში დაეხმარა. სახის და ყელის ვარჯიშის ავტორი გირჩევთ ვარჯიში 30 წლის შემდეგ დაიწყოთ, თუ სიბერის ნიშნები უკვე გაქვთ.საუკეთესო წამალი ხომ პრევენციაა.
სახის ვარჯიში ნაოჭების საწინააღმდეგოდ
ეველინის ვარჯიში მარტივი და უსაფრთხოა კანის სილამაზის და ახალგაზრდობის გასახანგრძლივებლად, არასასურველი ნაოჭების მოსაშორებლად. კომპლექსურ ვარჯიშს ასაკობრივი შეზღუდვა და უკუჩვენება არ აქვს. საკმარისია ყოველდღე ან კვირაში 4-5-ჯერ ივარჯიშოთ. როგორც ფრანგი კოსმეტოლოგი ირწმუნება რეგულარული ვარჯიშით 1 თვეში 5 წლით უფრო ახალგაზრდა გახდებით.
ვარჯიში ნელა შეასრულეთ, თითები და ხელისგულები გამოიყენეთ. თითების ზეწოლა საჭირო კუნთებს გააქტიურებს, ამის გარესე ვარჯიში უსარგებლო იქნებოდა. ახლა, უშუალოდ მეთოდზე გადავიდეთ. ვარჯიშის დაწყებამდე სახის გაწმენდა და ხელების კარგად დაბანა არ დაგავიწყდეთ.
1. სახის ტკაპუნა მასაჟი
ეს ვარჯიში ნებისმიერი ასაკის ქალს გამოადგება. ის კონტურს ამკვრივებს, სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს და შემდეგი ვარჯიშისთვის სახეს ახურებს. სახეზე ყოველდღიური კრემი წაისვით. დაიწყეთ ყელზე ტკაპუნით მარცხენა და მარჯვენა მხარეს. შემდეგ ნიკაპზე გადადით.
თითის ბალიშებით სახის კონტურს შუა ნიკაპიდან ყურებამდე უტყაპუნეთ. ასეთი მასაჟი მთელ სახეზე გაიკეთეთ ცენტრიდან პერიფერიამდე და შუბლზე გადადით. თანდათანობით ტყაპუნი გაზარდეთ, რომ კარგად იგრძნოთ, მაგრამ ტკივილის გარეშე. 30 წლიდან მასაჟი ყოველ დილით ერთხელ, 40 წლის შემდეგ დღეში 2–ჯერ გაიკეთეთ. საღამოს ვარჯიში არ დაგავიწყდეთ.
2. შუბლის ჰორიზონტალური ნაოჭების გაქრობა
ამ ვარჯიშით შუბლზე ნაოჭების მოშორებას, წარბების აწევას შეძლებთ და სახეს უფრო მშვიდ და ტკბილ იერს მიანიჭებთ. ორივე ხელის საჩვენებელი თითები წარბების პარალელურად, მაგრამ რამდენიმე მმ–თი ზემოთ დაიდეთ. თითის ბალიშები კანს კარგად დააჭირეთ, რომ წარბებმა ზემოთ აწევა ვერ შეძლოს.
ეცადეთ, თითის წინააღმდეგობა გადალახოთ და წარბები ასწიოთ. როცა დაძაბულობა მაღალ წერტილს მიაღწევს, 5 წამით შეყოვნდით. ახლა მოდუნდით და ვარჯიში 3-ჯერ გაიმეორეთ.
3. შუბლის ვერტიკალური ნაოჭების მოშორება
ვარჯიშში ერთვება კუნთები, რომლებიც წარბების დანაოჭებას ხელს უწყობენ. წარბებსა და შუბლზე თითები მჭიდროდ დააჭირეთ. ხელები გაშალეთ, თითქოსდა შუბლის კანს ჭიმავთ. შემდეგ წარბების შეერთება სცადეთ, თითქოსდა შეჭმუხნული ხართ. ამ პოზაში 15-20 წამით გაჩერდთ. ყურადღება მიაქციეთ: ამ დროს შუბლზე ნაოჭები არ უნდა იყოს, თუ არის – ხელით კანი კიდევ უფრო ძლიერ გაწელეთ. ახლა მოდუნდით. ვარჯიში 3-ჯერ გაიმეორეთ.
4. თვალების ქვეშ ჩანთების და ნაოჭების მოშორება
შესანიშნავი მეთოდი ქვედა ქუთუთოს გასაძლიერებლად, ბატის თათების, ჩალურჯების მოსაშორებლად და ჯანსაღი იერის მისაღებად. შუა ან საჩვენებელი თითები თვალის გარე კუთხეებზე დაიდეთ. კუთხეებ დააფიქსირეთ, მაგრამ კანს ძლიერ არ დააწვეთ. ახლა თვალები ფართოდ გაახილეთ და ქვედა ქუთუთო მოჭუტეთ. თქვენ მისი გამკვრივება უნდა იგრძნოთ.
მშვიდად ისუნთქეთ. ძლიერი დაძაბულობის მომენტში 15-20 წამით სუნთქვა შეიკავეთ. ახლა მოდუნდით. ვარჯიში 3-ჯერ გაიმეორეთ.
5. სახის ოვალის კორექცია
ვარჯიში ბულდოგის ლოყების და ორმაგი ნიკაპის მოშორებაში დაგეხმარებათ, ასევე ყელს გააძლიერებს. პირი გააღეთ და შუა და საჩვენებელი თითები ქვედა კბილებს დაადეთ. პირის დამუწვა სცადეთ, ამასთან თითებით ყბა ქვემოთ დაწიეთ და წინააღმდეგობა გაუწიეთ. ამ პოზაში 15-20 წამით გაჩერდით. ახლა შეგიძლიათ მოდუნდეთ. ვარჯიში 3-ჯერ გაიმეორეთ.
6. ნიკაპის გაძლიერება ქვედა ტუჩის არეში
სახის კიდევ ერთი ნაწილი, რომელიც ასაკს ამხელს – ქვედა ტუჩის და ნიკაპს შორის ადგილი. ამ ვარჯიშით ნიკაპზე ცხიმის დაგროვებას, ტუჩის და პირის კუთხეების მოდუნებას ხელს შეუშლით. საჩვენებელი, შუა და არათითები ქვედა ტუჩთან დაიდეთ.
ტუჩით უმოძრაო თითების მოშორება სცადეთ. დაძაბულობა 30 წამით შეინარჩუნეთ. მოდუნდით. ვარჯიში 2–ჯერ გაიმეორეთ.
7. ცხვირტუჩის ნაკეცის გაქრობა
საჩვენებელი, შუა და არათითის თითების ბალიშები ზედა ტუჩის კბილებზე დაიდეთ. თვალები დახუჭეთ, პირი მაქსიმალურად ფართოდ გააღეთ და ასო „ო“ წარმოთქვით. ზედა ტუჩზე დაძაბულობა უნდა იგრძნოთ. ვარჯიში 1 წუთით შეასრულეთ. თავიდან დღეში 2–ჯერ გააიკეთეთ, რამდენიმე კვირაში კი დღეში მხოლოდ ერთხელ გაკეთებაც საკმარისი იქნება.
8. თვალის არის გაძლიერება
საჩვენებელი თითები წარბებზე დაიდეთ და დააჭირეთ, დანარჩენი თითები მოხარეთ. 5 წამით ქვემოთ და მარცხნივ, მაქსიმალურად შორს იყურეთ. შემდეგ თვალები ნელ–ნელა ასწიეთ ისე, რომ ხედვის მიმართულება არ შეცვალოთ. თვალის გადასვლა ძალიან ნელა უნდა მოხდეს, დაახლოებით 5 წამში. შემდეგ 5 წამით მარცხნივ გაიხედეთ, რაც შეიძლება შორს და მაღლა. გადასვლა ძალიან ნელა უნდა მოხდეს. ხედვა მარჯნივ გადაიტანეთ და რაც შეიძლება მაღლა იყურეთ.
5 წამით ხედვა ქვემოთ გადაიტანეთ ისე, რომ მიმართულება არ შეცვალოთ. 5 წამით მარჯვნივ, რაც შეიძლება შორს და ქვემოთ იყურეთ. ახლა შეგიძლიათ თვალები დახუჭოთ, 5-10 წამით მოდუნდეთ. ვარჯიში 3-ჯერ გაიმეორეთ.
9. ნიკაპის ფორმირება
ამ ვარჯიშში ლამაზი ნიკაპის ფორმირებისთვის მნიშვნელოვანი კუნთებია ჩართული. ნიკაპის ქვეშ ზუსტად შუაში ცერა თითები მოათავსეთ. თვალები დახუჭეთ, ნიკაპს ქვემოდან ცერა თითებით დააჭირეთ, თავით წინააღმდეგობა გაუწიეთ, რომ არ წამოიწიოს.
1 წუთით ცერა თითებით ზეწოლა განახორციელეთ. ვარჯიში მხოლოდ ერთხელ შეასრულეთ. დასრულების შემდეგ ნიკაპზე ცხიმოვანი ფენა შეგიძლიათ დაიმასაჟოთ.
10. პირის კუთხეების აწევა
ამ ვარჯიშის ცხვირტუცის ნაკეცის მოშორებას და პირის კუთხეების აწევას შეძლებთ. საჩვენებელი თითები პირის კუთხეებთან დაიდეთ, ოდნავ დააჭირეთ. ეცადეთ თითების წინაღობა გადალახოთ და პირის კუთხეები აწიოთ. ყველაზე დაძაბულ წერტილში 30 წამით გაჩერდით. ახლა მოდუნდით. ვარჯიში 2-ჯერ გაიმეორეთ.
ეველინ განტერ–პეჩოტის ძირითადი ვარჯიშების ნაკრებით სახეს სიჯანსაღეს და ახალგაზრდობას დაუბრუნებთ. ყოველ დილა–საღამოს შეასრულეთ და უკვე 30 დღეში პირველ სასიამოვნო შედეგებს დაინახავთ.