Connect with us

საკითხავი

მხოლოდ 10 წუთი და გაზქურის კონფორი სისუფთავით ბრწყინავს

თუ კერძებს ხშირად ამზადებთ, იცით, რა რთულია პროცესის ბოლოს სამზარეულოს დალაგება. როგორც არ უნდა ეცადოთ, რომ ფრთხილად იმოქმედოთ, სამზარეულოს ზედაპირი და გაზქურა ბინძურდება.

ბევრი დიასახლისისთვის გაზქურის გაწმენდა ნამდვილი ჯოჯოხეთია. ზოგი კერძის მომზადებამდე გაზქურას ფოლგას აფარებს. Alltime.ge-ს რედაქცია მარტივ ხრიკს გიზიარებთ. ახლა უკვე შეგიძლიათ გაზქურის, განსაკუთრებით კონფორის გაწმენდაზე არ იდარდოთ. პრობლემას მარტივად მოაგვარებთ.

კონფორის გაწმენდა

გაზქურას გისოსი მოაშორეთ და კონფორები დაშალეთ. ნებისმიერ ღრმა თასში კონფორის დეტალები ჩააწყვეთ.

2 ს/კ ლიმონის მჟავა მოაყარეთ და მდუღარე წყალი მოასხით. ლიმონის მჟავა ცხიმებს და სხვა ნადებს დაშლის. თუ კონფორი ძლიერ ჭუჭყიანი არაა, ამ ეტაპზე გაწმენდა შეგიძლიათ დაასრულოთ. უფრო ღრმად ჩამჯდარი ჭუჭყისთვის სხვა ეფექტურ საშუალებას გთავაზობთ.

გამწმენდი საშუალება ღრმად ჩამჯდარი ჭუჭყის მოსაშორებლად

ინგრედიენტები:

  • 2 ს/კ სოდა
  • 1 ს/კ წყალბადის ზეჟანგი
  • 1 ჩ/კ ჭურჭლის სარეცხი თხევადი საშუალება

ინგრედიენტები აურიეთ და კბილის ჯაგრისით კონფორებს წაუსვით. გირჩევთ, პროცედურის დროს ხელთათმანები გაიკეთოთ. ეფექტური საშუალება გაზქურის ძნელად მისადგომ ადგილებს გაწმენდს. პასტა ზედაპირებს ცხიმს და ჭუჭყს კარგად აშორებს.

პასტაში შემავალი სოდა ლაქებს და ჭუჭყს არბილებს. ჭურჭლის სარეცხი თხევადი საშუალება ცხიმს უმკლავდება, წყალბადის ზეჟანგი ზედაპირს ადეზინფექციებს.

ამავე პასტით შეგიძლიათ სამუშაო ზედაპირის და სველი წერტილის რთულად მისადგომი ადგილები გაწმინდოთ. ბევრი პასტა შეგიძლიათ გააკეთოთ და ჰერმენტულ ქილაში შეინახოთ. 1 კვირა ან 1 თვე ეფექტურობას არ დაკარგავს.

აი, ასეთი ხალხური საშუალებებით გაზქურის კონფორებს მარტივად და ხარისხიანად გაწმენდთ. გაზქურა ახალივით იბრწყინებს. გაგვიზიარეთ თქვენი ხრიკები, რომელთაც გაზქურის გასაწმენდად იყენებთ!