Connect with us

ჯანმრთელობა

მცენარე ფულის ხე კურნავს

კრასულა, ან როგორც მას ხალხში უწოდებენ „ფულის ხე“ სახლში პრაქტიკულად ყველას აქვს.

ზოგს მისი გარეგნული მხარე და უპრეტენზიობა მოსწონს, ზოგს მისი ჯადოსნური ძალის სჯერა, რომ სახლში ფულს მოიზიდავს, ზოგს კი უბრალოდ ბებია-ბაბუებისგან მემკვიდრეობით დარჩათ.

ნებისმიერ შემთხვევაში კრასულა არა მხოლოდ ინტერიერს ამკობს, არამედ ზოგიერთ დაავადებას კურნავს. მას ბაქტერიოციდული, ანთების საწინააღმდეგო და ჭრილობის შემახორცებელი თვისებები გააჩნია.

კრასულათი მკურნალობის მეთოდები:

1. დამწვრობა, ნაკაწრები, ჭრილობა, აბსცესები

ფოთლებისგან ფაფა გააკეთეთ და დაზიანებულ კანის ნაწილზე დაიდეთ. ბინტით დააფიქსირეთ. ფაფის გაშრობის შემდეგ (2-3 საათში) სახვევი გამოცვალეთ.

2. ართრიტი, ართროზი

კრასულას 10-15 ფოთლიდან წვენი გაწურეთ და სახსრებზე ძილის წინ შეიზილეთ.

3. ანგინა, ტონზილიტი

10 ფოთლის წვენი 200 მლ წყალში გააზავეთ. ყელში დღეში 3-5-ჯერ გამოივლეთ.

4. ტუჩის ჰერპესი

რამდენიმე ფოთოლი გაწურეთ და დაზიანებულ ადგილას ყოველ 30 წუთში წაისვით, ან წვენით ბამბა გაჟღინთეთ და დაზიანებულ ადგილას პლასტირით დააფიქსირეთ.

5. კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება

უზმოზე 2 ფოთოლი შეჭამეთ. კარგად დაღეჭეთ.

6. პიელონეფრიტი, ცისტიტი

5 ფოთოლი დააქუცმაცეთ და 200 მლ მდუღარე წყალი დაასხით. 1 საათით დააყენეთ, შემდეგ გადაწურეთ. 1 ს/კ სამკურნალო საშუალება ჭამამდე 15 წუთით ადრე, დღეში 3-ჯერ მიიღეთ.

7. ბუასილი

გაჭრილი ფოთოლი დაიდეთ. იმწამსვე გიშველით.

ყურადღება! ფრთხილად იყავით, რადგან კრასულა დარიშხანს მაღალი კონცენტრაციით შეიცავს. ეს იმას ნიშნავს, რომ მისი ბოროტად გამოყენება არ ღირს. გადაჭარბება ღებინებას, დიარეას და გონების დაბინდვას იწვევს.