თავის მოვლა
მუწუკები სხეულის სხვადასხვა მონაკვეთზე – სხვადასხვა პრობლემის სიმპტომი
ყველას სურს სუფთა და ლამაზი კანის ქონა. თუმცა, თუ მუწუკები მუდმივად ერთ ადგილას ჩნდება, ეს ჯანმრთელობის პრობლემების სიგნალია.
რას აღნიშნავს მუწუკები სხეულის სხვადასხვა მონაკვეთზე:
1. შუბლი
მუწუკები შუბლზე დაკავშირებულია საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემებთან. მაგალითად, თუ დიდი რაოდენობით ცხიმიან პროდუქტს, ტკბილეულსა და გაზიან სასმელს მიირთმევთ, მუწუკებს ვერ მოიშორებთ.
დაიტანეთ მუწუკებზე ჩაის ხის ზეთი ანთების სამკურნალოდ. მას მძლავრი ანტიბაქტერიული მოქმედება აქვს.
საქმე, ასევე, შეიძლება შამპუნს ან კონდიციონერს უკავშირდებოდეს. მათ შემადგენლობაში არსებული ზოგიერთი ნივთიერება შეიძლება კანის გაღიზიანებას იწვევდეს.
2. ლოყები
მუწუკები ლოყებზე დაკავშირებულია სასუნთ სისტემასთან. უფრო ხშირად იარეთ სუფთა ჰაერზე. სიტუაციას შეიძლება აუარესდებდეს ნივთები, რომლებიც ლოყებს ეხება: ტელეფონი, ხელები, ტანსაცმლის საყელოები.
რეგულარულად გაწმინდეთ ტელეფონი სველი ხელსახოცით და ცვალეთ ბალიშის პირი ყოველ მეორე დღეს.
3. ნიკაპი
ეს დაკავშირებულია ქალის ჰორმონებთან და ციკლთან. დაკავდით სპორტით და იკვებეთ სწორად.
ასევე, დაიბანეთ სახე გვირილითა და ყვითელგულათი. მათ მძლავრი ანტისეპტიკური თვისებები აქვთ.
4. თვალქვეშ
ეს თირკმლებთან დაკავშირებულ პრობლემებზე მიუთითებს. მიირთვით მეტი სუფთა წყალი და ეცადეთ, არ ინერვიულოთ ტყუილად.
მოერიდეთ კოფეინს. გაიკეთეთ მწვანე ჩაის კომპრესები.
თქვენ სად გიჩნდებათ მუწუკები ხშირად?