Connect with us

ყვავილები

მოკლე სახელმძღვანელო. როგორ გავზარდოთ ლობელია თესლიდან

ლამაზი და კაშკაშა მცენარე ლობელია მარტივი გასაზრდელია. მებაღეობაში დამწყებიც გაუმკლავდება. მთავარია, გაარკვიოთ, როგორ გაზარდოთ ლობელია სწორად, რომ მთელი ზაფხული უხვი ყვავილობით გაგახაროთ.

რა თქმა უნდა, ჯერ ხარისხიანი თესლი უნდა შეიძინოთ. ონლაინ გამოიწერეთ ან ოფლაინ ობიექტებში შეიძინეთ. თუ ლობელიას პირველად ზრდით, სპეციალიზებულ მაღაზიას უპირატესობა მიანიჭეთ. აქ გამყიდველები კონსულტანციას გაგიწევენ. თან ხარისხიანი თესლის შეძენის უფრო დიდი შანსი არსებობს.

როგორ გავზარდოთ ლობელია: ეტაპობრივი ინსტრუქცია

პირველი ნაბიჯი

აყვავებული ტოტი რომ მიიღოთ, ჯერ ლობელიას თესლი მოამზადეთ, შემდეგ სპეციალურ ყუთებში დათესეთ. აგვისტოში ამ მცენარის ყვავილების ყურებით რომ დატკბეთ, აპრილის ბოლომდე დათესეთ. მსუბუქი მიწა შეურჩიეთ. ნარევში უნდა შედიოდეს ქვიშა და ტორფი. თესლი მიწაში 1 სმ სიღრმეში ჩარგეთ. ძლიერ არ ჩააწვეთ.

თუ თესლი ძალიან პატარაა, მიწის ზედაპირზე მიმოფანტეთ, არ ჩამარხოთ. მიწა პულვერიზატორით აუცილებლად დანამეთ. შემდეგ ყუთს სათბურისთვის განკუთვნილი პარკი ან მინა დააფარეთ. ყუთი არ გახსნათ, სანამ თესლი არ გაღვივდება.

მეორე ნაბიჯი

პირველივე ყლორტების გამოჩენისთანავე ჩითილებად შეგიძლიათ დაყოთ. მათ შორის 2 სმ დისტანცია გააკეთეთ. როცა ბუჩქები ჩამოყალიბდება, დისტანცია 6 სმ–მდე გაზარდეთ. მაისის დასაწყისში, როცა მცენარე გაძლიერდება, ლობელია ღია გრუნტში შეგიძლიათ გადაიტანოთ. ტემპერატურის რეჟიმი აკონტროლეთ. პატარა მცენარეს თბილი მიწა სჭირდება.

სწორი მოვლა

  • მორწყვა. ბევრი სითხე ლობელიასთვის დამღუპველი შეიძლება იყოს. რეგულარულად უნდა მორწყათ. ამ მცენარეს ოდნავ სველი მიწა სჭირდება, მაგრამ არ უნდა გადააჭარბოთ.
  • გასხვლა. დეკორატიული ფორმის შესანარჩუნებლად პერიოდულად უნდა გადაჭრათ. ეს აუცილებლად გააკეთეთ, როცა პირველი ყვავილობა დასრულდება. ამ პერიოდში ყლორტები მიწის ზედაპირიდან 5 სმ–მდე გადაჭერით.
  • გამოკვება. ზაფხულში გამოკვება სჭირდება. 2-3-ჯერ თბილ ამინდში მიაწოდეთ. ამ მიზნით კომპლექსური მინერალური სასუქი შესაფერისია.

მოცემული წესების გათვალისწინებით ლობელია კაშკაშა ყვავილი გაიზრდება, რომელიც თავისი სილამაზით აუცილებლად გაგახარებთ.

Advertisement