თავის მოვლა
მოვლილი ქალბატონების ტიპიური შეცდომები
ჩვენი თავის მოვლაში უამრავ ძალასა და დროს ვხარჯავთ. ასეთ შემთხვევაში ყველა საშუალება კარგია, ზოგი ხალხურ რეცეფტებს ანიჭებს უპირატესობას, ზოგიც ვიდეო გაკვეთილებსა და სავარჯიშოებს, ნაწილი კი სილამაზის სალონებსა და ფიტნესს ირჩევს. ნებისმიერი ჩვენგანი ადრე თუ გვიან შეცდომას უშვებს, რომელთა შედეგების გამოსწორება ან დაფარვა არც ისე იოლია.
ამ სტატიაში წარმოგიდგენთ იმ შეცდომების სიას რომელთა დაშვებასაც თავს თუ აარიდებთ, თქვენი სილამაზე თქვენ და გარშემომყოფებს კიდევ ბევრი წელი გაგახარებთ.
საბან ქაფს მხოლოდ საღამოობით იყენებთ
ბევრი გოგონა დარწმუნებულია,რომ ქაფით ან სპეციალური დუშგელით დაბანა მხოლოდ საღამოობით არის სასურველი, მაშინ როდესაც კოსმეტიკას იშორებთ, ხოლო დილით სახის წყლით ჩამობანაც საკმარისია. სინამდვბილეში ეს სწორი მიდგომა არ არის! დილით თქვენი კანი ისევე საჭიროებს კარგ წმენდას როგორც საღამოს, აუცილებელია მოიშოროთ ღამის კრემის ნარჩენები, რათა ფორები გასუფთავდნენ და კანს სუნთქვის საშუალება მიეცეს.
იბანთ ცივი წყლით
დიახ, თქვენ ხომ ბებია გიყვებოდათ, რომ დილით ცივი წყლით უნდა დაიბანოთ პირი რათა მთელი დღე ბრწყინავდეთ. არავითარ შემთხვევაში! ცივი წყალი სისხლძარღვებს ავიწროვებს, აშრობს და ქერცლავს კანს. პირის დასაბანად ოპტიმალური – ოთახის ტემპერატურაა, +24-25 გრადუსი. ასეთი ტემპერატურის წყლით დაბანის შემდეგ კი ნამდვილად იბრწყინებთ!
ხშირად იყენებთ თმის ნიღაბს
თმის ნიღბების უმეტესობას, განსაკუთრებით კი პროფესიონალურებს, უკან, მცირე ზომის შრიფტით აწერიათ “გამოიყენეთ კვირაში ერთხელ”. საქმე იმაშია, რომ ეს რეკომენდაცია სიტყვა სიტყვით უნდა გაითვალისწინოთ. ნიღაბი თმის სრულ სიგრძეზე უნდა წაისვათ, თავი აარიდოთ ფესვების ზონას და გამოიყენოთ მხოლოდ კვირაში ერთხელ! თმის კონდიციონერს ნიღბით ნუ ჩაანაცვლებთ, რადგან შედეგად მტვრევად, სუსტ და დაზიანებულ თმას მიიღებთ.
ფეხებს საპნით ან დუშგელით იპარსავთ
ეს ხომ უბრალოდ ფეხებია… რა საჭიროა მათზე საპარსი ქაფის დახარჯვა? მაშინ კანის გამოშრობაც ნუ გაგიკვირდებათ! საპარსი ქაფი ატენიანებს და კანსა და სამართებელს შორის დამცავ ფენას ქმნის, ხოლო გელი პირიქით, აშრობს კანს და მას უფრო იოლად დაზიანებადს ხდის.
არ იშრობთ თმას ფენით რათა თმებმა “დაისვენონ”
ზოგჯერ თქვენი თმისთვის ნამდვილ ზეიმს აწყობთ და მათ ბუნებრივი გზით გაშრობის საშუალებას აძლევთ, სამწუხაროდ იმედი უნდა გაგიცრუოთ, ასე მოქცევა – შეცდომაა! გრძელი თმიდან წყალი ნელა ორთქლდება, მისი მოლეკულები თმის სტრუქტურიდან პროტეინებს გამოდევნიან და მას მტვრევადს ხდიან. არსებობს გამოსავალი მსგავსი სიტუაციიდან? რა თქმა უნდა არსებობს: გაიშრეთ თმა ფენით, მაგრამ, გრილი ჰაერით.
სკრაბით იწმენდთ პრობლემურ კანს
კანზე როგორც კი გამონაყარი ან შავი წერტილები გაჩნდებიან, თქვენ მის სწრაფად გაწმენდას ცდილობთ, იწყებთ პილინგის, სკრაბების და ელექტრონული ჯაგრისების გამოყენებას, ეს კი ფატალური შეცდომაა! აკნეს სკრაბით ვერ უმკურნალებთ, ამით მთელს პრობლემას სხვა ზონებზეც გადაიტანთ. თუ პრობლემა გაჩნდა – პირიქით, გამოიყენეთ ყველაზე რბილი დასაბანი ქაფი და დროულად შეაჩერეთ წმენდვის ნებისმიერი აგრესიული მეთოდების გამოყენება.
სუნამოს თმაზე ისხავთ
რა თქმა უნდა გსმენიათ, რომ სწორედ თმა ინახავს სუნამოს არომატს ყველაზე დიდ ხანს. ასეა თუ ისე, ნებისმიერი სუნამო შეიცავს სპირტს, ეს კი ნიშნავს, რომ ისინი დაუნდობლად აშრობენ თქვენს თავის კანს- შემდეგ არ გაგიკვირდეთ თუ რატომ გახდა თმა ასეთი მშრალი.
anti-age საშუალებების ძალიან ადრეული გამოყენება
არსებობს სხვადასხვა აზრი იმის შესახებ თუ როდის უნდა დავიწყოთ ასაკის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება. რეალურად ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული: თქვენ უბრალოდ ზედმეტად “გამოკვებავთ” კანს კოლაგენით და ჰიალურონის მჟავით. თუნდაც ის თავადაც არაჩვეულებრივად გამოიმუშავებდეს ელასტინს, შეიძლება შეჩვევა გამოიწვიოთ და მომავალში ეს anti-age საშუალებები უკვე ვეღარ დაგეხმარებიან.
არ იყენებთ კრემს დეკოლტეს ზონისთვის
ყველამ კარგად ვიცით, რომ მკვებავი კრემი სახესა და კისერზე – დღეში ორჯერ უნდა წავისვათ. დეკოლტეს ზონა კი დაგავიწყდათ?! 20 წლის შემდეგ, სწორედ ის გასცემს თვქენს ასაკს! იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს, შეწყვიტეთ სიხარბე და ყურადღება დეკოლტეს ზონის ნაზ კანსაც დაუთმეთ.
წარბების ამოღება მაკიაჟის დატანამდე
ბევრ გოგონას არ ახსოვს რომ წარბების ამოღება და მაკიაჟი – ეს ორი რიტუალია, რომლებიც ვერანაირად ვერ უთავსდება ერთმანეთს და ეს ორი პროცესი ერთმანეთის მიყოლებით არ უნდა ხდებოდეს. ყველაზე ხშირად ჩვენ ჯერ წარბებიდან ვიცლით ზედმეტ თმას და შემდეგ მაკიაჟის დადებას ვიწყებთ.