ჯანმრთელობა
მოამზადეთ უებარი კომპრესი 3 ინგრედიენტისგან და დაივიწყეთ კისრის ოსტეოქონდროზი
სამსახურს, რომელიც დიდხანს მჯდომარე პოზაში ყოფნას მოითხოვს, ჩვენს ორგანზმზე ძალიან ცუდი გავლენა აქვს. დაბალი მოძრაობა და აქტიური ცხოვრების წესის არ არსებობა საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ბევრი დაავადების მიზეზი ხდება.
ყველაზე ხშირად ჩვენი ხერხემალი იტანჯება, განსაკუთრებით კისერი. აუტანელ ტკივილს და დისკომფორტს რომ გაუმკლავდეთ, კისრის ოსტეოქონდროზის სამკურნალოდ კომპრესის მომზადებას გირჩევთ.
რით არის სახიფათო ოსტეოქონდროზი
მარტივად რომ ვთქვათ, ოსტეოქონდროზი ნელი სიბერე და ხერხემალთა შორის დისკების ქსოვილების დარღვევაა. ასეთი პროცესი 20 წლიდან ნებისმიერ ადამიანში იწყება და განსაკუთრებით აქტიურად მიმდინარეობს არააქტიური ცხოვრების წესის შემთხვევაში.
კისრის ოსტეოქონდროზი არა მხოლოდ ტკივილის და დისკომფორტის გამო არის სახიფათო, არამედ იმის გამო, რომ ხერხემლის მნიშვნელოვან არტერიებს მუშაობაში ხელს უშლის. მათი ფუნქციების დარღვევა იწვევს ძლიერ თავის ტკივილს, წონასწარობის დაკარგვას, ხელების გაშეშებას, თვალების დაბინდვას, წნევის პრობლემებს და გონების დაბინდვასაც კი.
საწყის ეტაპზე დაავადების გამოვლენა ძალიან რთულია, ხოლო მისი სიმპტომები სტენოკარდიას ძალიან ჰგავს. თუ კისრის სიმძიმეს და ტკივილს გრძნობთ, მოამზადეთ კომპრესი, რომელსაც კისრის ოსტეოქონდროზის დროს იყენებენ.
კომპრესის რეცეპტი
მის მოსამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ:
- 1 კარტოფილი
- 50 გრ თაფლი
- სოჭის ზეთი
კარტოფილი წვრილ სახეხზე გახეხეთ, თაფლს აურიეთ და კისრის ნაწილში და მხრებზე დაიდეთ. ზემოდან კომპრესის ქაღალდი დააფინეთ და სახვევით დააფიქსირეთ. 2 საათში კომპრესი მოიხსენით, კისერი და მხრები თბილი სალფეთქით გაიწმინდეთ და სოჭის ზეთი წაისვით. ასეთი პროცედურა 7-10-ჯერ უნდა გაიმეოროთ.
როგორ ავიცილოთ თავიდან ოსტეოქონდროზი
დაავადება რომ თავიდან აიცილოთ, შემდეგი წესები დაიცავით:
1. მყარ ლეიბზე და დაბალ ბალიშზე დაიძინეთ.
2. ყოველ დილით დაახლოებით 10 წუთით ცხელი შხაპი მიიღეთ.
3. საუნაში ხშირად იარეთ – სითბო კისრის კუნთებს კარგად ადუნებს.
4. ფიზიკური ვარჯიშით ხშირად დაკავდით და ნელ ტემპში ხშირად ისეირნეთ.
5. ოსტეოქონდროზის კარგ პროფილაქტიკას ცურვა წარმოადგენს.
6. თუ 25 წელზე მეტის ხართ, ხერხემალი ძლიერად არ გადატვირთოთ.
7. 8 საათიანი მჯდომარე მუშაობის შემთხვევაში, ყოველ საათში 5 წუთით შეისვენეთ და ამ დროს იმოძრავეთ.
ოსტეოქონდროზის შემთხვევაში ფრაზა „მოძრაობა – ცხოვრებაა!“ აქტუალურია. ასევე გახსოვდეთ, რომ დაავადების პირველი ნიშნების გამოვლენისთანავე ექიმთან ვიზიტი და მკურნალობის სწორი კურსის გავლა აუცილებელია!
თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიარეთ.