სხვა
მკაცრი აკრძალვა ჭურჭლის ღრუბელზე და რატომ შევწყვიტეთ მათი გამოყენება
ყოველი თაამედროვე დიასახლისი სამზარეულოში აუცილებლად მოპოვება ჭურჭლის ღრუბელი, თუმცა ცოტამ თუ იცის მისგან მოტანილი ზიანის შესახებ. აღმოჩნდა, რომ სამზარეულოს ჩვეულებრივ ღრუბელს გასახრწნელად და დასაშლელად 200 წელი ესაჭიროება. ამ სტატიაში ვეცდებით რამდენიმე რჩევა მოგცეთ, გარემოს დამაბინძურებელი ნაგვის შესამცირებლად.
ცელულოზის ღრუბელი
ცელულოზის ღრუბლის შეძენა ისეთივე იოლია, როგორც პარალონის ღრუბლის შეძენა, მას ყურადღებას იშვიათად აქცევენ თუმცა სულ ტყუილად! ის ხომ ბუნებრივი მასალისგან მზადდება. გამოყენების დაწყებიდან 7 დღის მანძილზე მასზე ნაკლები ბაქტერიები დაგროვდება რადგან ის უფრო სწრაფად შრება. გარდა ამისა მისი კომპოსტირება სრულიად შესაძლებელია.
ლუფა
ეკო საშუალებების მოყვარულ ქალბატონებში ლუფას უკვე საკმაოდ ხშირად შეხვდებით. ეს ერთ-ერთი საუკეთესო ნატურალური ალტერნატივაა სტანდარტული ღრუბლისთვის. გარდა ამისა ლუფის გაზრდა ჩვენს ბაღშიც შეგვიძლია. ეს მცენარე ყაბაყს გავს რომლის შიგთავსიც გაშრობის შემდეგ ღრუბელს ემსგავსება. შედეგად ეკოლოგიურ ღრუბელს ვირებთ როგორც ჭურჭლის ასევე სხეულისთვის.
ლუფა კარგად ქაფდება, თუმცა შიგნიდან ის უფრო მაგარია. ეს გამხმარი ჭუჭყის სწრაფად და ხარისხიანად მოცილებაში დაგემხარებათ. ასეთი ღრუბელი უფრო სწრაფად შერება და რამდენიმე კვირის მანძილზე მოგემსახურებათ. მისი კომპოსტირებაც თავისუფლად შეიძლება რადგან როგორც უკვე მოგახსენეთ ის მცენარეული მასალაა, რომელიც სწრაფად იხრწნება.
ნაქსოვი ღრუბელი
სხვადასხვა ეკო-მაღაზიებში ნატურალური, უხეში ბოჭკოსგან დამზადებული, ხელით ნაქსოვი ჭურჭლის სარეცხი ღრუბლებიც შეგხვდებათ. ჭუთა ან კანაფის ბოჭკო. არსებობს სხვადასხვა ფორმისა და მოცულობის ღრუბელი. ამიტომ თქვენ არჩევანთან პრობლემა არ გექნებათ. მსგავსი ვარიანტები უფრო ძვირი ღირს თუმცა ის უფრო დიდხანსაც მოგემსახურებათ და თან მასზე ბაქტერიები დიდხანს ვერ გაძლებენ. ასეთ ნივთს კიდევ ერთი მინუსი აქვს: ის დიდხანს შრება.
სილოკონის ღრუბელი ჭურჭლისთვის
სილიკონის ღრუბელი კიდევ ერთი ახალი ალტერნატივაა, მას საკვები სილიკონისგან ამზადებენ. მწარმოებლები გვპირდებიან, რომ მის გამოყენებას უფრო დიდხანს შევძლებთ ვიდრე ჩვეულებრივისას. ასეთ ღრუბელს სარეცხ მანქანაშიც იოლად გარეცხავთ და მისი დეფორმირების არ შეგეშინდებათ, თუმცა გაითვალსიწინეთ, რომ ბევრი დიასახლისი ჩივის იმის ესახებ, რომ ამგვარი ღრუბელით მიმხმარი ჭუჭყის მოცილება ვერ ხერხდება.
ხელნაკეთი ღრუბელი
ეს ყველაზე ბიუჯეტური ვერსიაა! მის დასამზადებლად ძველი ბადისებრი ქსოვილი დაგჭირდებათ. დაჭერით ქსოვილი 1 მეტრის სიგრძეზე, მისი სიგანე კი თქვენი სურვილისამებრ აარჩიეთ. შემდეგ ის გარმონისებურად დაკეცეთ და ცენტრში თოკით ან ლენტის მეშვეობით შეკარით. ამისთვის ჩვეულებრივი რეზინის სამაგრიც გამოგადგებათ.
შედეგად უბრალო, მაგრამ ძალიან მოხერხებულ ჭურჭლის სარეცხ ღრუბელს მიიღებთ. მსგავსი ღრუბელის გაკეთება ნებისმიერი სხვა ტიპის ქსოვილისგან ან ბადისგან შეგიძლიათ.
ჩვენ გავარკვიეთ, რომ პარალონის ღრუბელი არც თუ ისე ეკოლოგიური ნივთია, გარდა ამისა ის სხვადასხვა ტიპის მიკრობებით არის სავსე, იმედი გვაქვს, რომ ჩვენს მიერ შემოთავაზებული ალტერნატივები თქვენთვის მისაღები იქნება და ამ მავნე ნივთის უფრო ეკოლოგიური ვარიანტით ჩანაცვლებას შეძლებთ.