Connect with us

საკითხავი

მირქმის სანთლები დაიცავს სახლს უსიამოვნებისა და დაავადებებისგან. როდის და როგორ უნდა აანთოთ

15 თებერვალს მართლმადიდებლები თორმეტთაგან ერთ–ერთ მნიშვნელოვან დღესასწაულს აღნიშნავენ. ესაა მირქმა, უფლის მიგებება. დღესასწაულის დამახსოვრება ადვილია, რადგან თარიღი უძრავია და ყოველ წელს 15 თებერვალს აღინიშნება. მორწმუნეები თვლიან, რომ ამ დღეს მოხდა იესო ქრისტეს მიგებება კაცობრიობის წარმომადგენლებთან.

Аlltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, რა ტრადიციებთან არის დაკავშირებული ეს ნათელი ქრისტიანული დღესასწაული.

მირქმის დღე ღვთისმსახურებით იწყება. ღვთაებრივ ლიტურგიას ახლავს სანთლების ანთება. მორწმუნეები ეკლესიაში იკრიბებიან, ხელში ანთებულ სანთლებს იჭერენ და ლოცულობენ, რომ უფალს კეთილდღეობა და დახმარება შესთხოვონ.

ქრისტიანებს სჯერათ, რომ სანთლის წმინდა ალი რწმენის სიწმინდესა და სიძლიერეს ნიშნავს, რომ მას ადამიანის ლოცვა ზეცაში ააქვს. მირქმის სანთლები ძლიერ სამკურნალო ძალას ფლობს და შეუძლია ხალხი და მათი სახლები უსიამოვნებისგან დაიცვას. ნაკურთხი სანთლები სახლში მიაქვთ და ხატებთან ინახავენ.

თუ საეკლესიო მსახურებას ვერ დაესწარით, სანთელი სახლში აანთეთ და კანკელის წინ ილოცეთ.

კარგი ნიშანი ამ დღეს – ტაძარში შემოწირულობის შეტანა. პირველ რიგში, რეკომენდებულია, რომ ამ დღეს ეკლესიაში ძღვენი მიიტანოს დაოჯახებულმა წყვილმა, რომელთაც ახლახანს ბავშვი შეეძინათ. ასე ბავშვი ძლიერი და ჯანმრთელი გაიზრდება.

მრევლს ეკლესიაში წყალიც მიაქვს, რომ აკურთხონ. ნაკურთხ წყალს სამკურნალო და ძლიერმოქმედი თვისებები აქვს, როგორც ნათლისღების წყალს.

როგორ გამოვიყენოთ მირქმის სანთლები?

  1. მირქმის სანთლები აანთეთ, როცა ლოცვას იწყებთ.
  2. ჭექა–ქუხილის ან სხვა უბედურების დროს აანთეთ, რომ უსიამოვნებას თავი აარიდოთ.
  3. სანთელი გამოიყენეთ, რომ მძიმე მშობიარობის დროს დედისა და შვილის ჯანმრთელობისთვის ილოცოთ.
  4. მირქმის სანთელს გარდაცვლილის თავთან ანთებდნენ და დებდნენ. ასე სულს სხვა სამყაროსკენ გზას უჩვენებდნენ.
  5. მირქმის სანთლის ალით სახლს უწმინდურისგან წმენდნენ, ბავშვებსა და მოზრდილებს  ავ თვალსა და შიშს აშორებდნენ.
  6. პირუტყვის ეპიდემიის დროს სანთელს ბეღელში ანთებდნენ და თითოეულ ცხოველს შემოატარებდნენ, რომ ჯადო მოეშორებინათ.
  7. სახლში სანთელს სკანდალის ჩასაქრობად ანთებდნენ.
  8. მირქმის სანთლის ნამწვი არ უნდა გადაყაროთ, ეკლესიაში წაიღეთ.

როდის არის მირქმა: ნიშნები, წესები და აკრძალვები

მირქმა კარგი დღეა, რომ ქალს ხელი სთხოვოთ. ხალხში ამბობენ, რომ ამ დღეს ადამიანების გრძნობები გულწრფელია. ამ დღეს კარგია დაქორწინება, ბავშვების მონათვლა.

როგორც ნებისმიერ რელიგიურ დღესასწაულს, მირქმას გარკვეული წესები და აკრძალვები აქვს. მაგალითად, ამ დღეს ხორციანი კერძები რაციონიდან უნდა გამორიცხოთ, თუმცა მკაცრი მარხვის დაცვა არ ღირს. არ შეიძლება კამათი, ჩხუბი, სკანდალის მოწყობა და ბილწსიტყვაობა. აკრძალულია ხელსაქმე, დალაგება, რეცხვა, მძიმე ფიზიკური შრომა.

არ შეიძლება მკითხაობა და რაიმე ჯადოსნური რიტუალის შესრულება. დიდი ცოდვაა დროსტარება, ქეიფი და ალკოჰოლური სასმელების მიღება. გაჭირვებულებს დახმარებაზე უარი არ უნდა უთხრათ. 15 თებერვალს ახალი საქმე არ დაიწყოთ, სამომავლო გეგმა არ დაისახოთ.

ამ დღეს ცივი ზამთრის გაზაფხულთან შეხვედრის სიმბოლოდ მიიჩნევენ. უცნობია, ვინ გაიმარჯვებს, ზამთარი თუ გაზაფხული, მაგრამ ყველას სურს მზის თბილი სხივების შეგრძნება და გაღვიძებული ბუნების ნაზი არომატის ჩასუნთქვა.

კიდევ ერთი გამოცდილი ნიშანი არსებობს. თუ 15 თებერვალს მზიანი ამინდია და სახურავიდან წვეთავს, ნაადრევ და თბილ გაზაფხულს ელოდეთ. თუ ცა ღრუბლებით დაფარულია, გარეთ ყინავს, გაზაფხული გრძელი და ცივი იქნება.

Advertisement