Connect with us

ტესტები

მიიღეთ შეტყობინება, რომელიც ახლა ძალიან გჭირდებათ

ამ სამ სურათს შეხედეთ და აირჩიეთ ის, რომელიც ყველაზე მეტად გიზიდავთ!

ნიჟარა №1

ამ ნიჟარის გარეგნული მხარე შინაგანი მხარსგან ძლიერ განსხვავდება. რთული დასაჯერებელია, რომ ადრე აქ ცოცხალი არსება ცხოვრობდა. თუ ეს ნიჟარა აირჩიეთ, თქვენ ქარიშხლები გადაიტანეთ და ახლა უფრო ძლიერი, ჭკვიანი და გამოცდილი გახდით. ამის შემდეგ ნაიარევი სამუდამოდ დაგრჩებათ.

თქვენ მგრძნობიარე და კეთილი ხართ, დაცვა გჭირდებათ. ნეგატიურ ხალხთან ყოფნა გიჭირთ და მათთან დრო უნდა შეზღუდოთ, რომ თქვენი სუსტი ბუნება დაიცვათ.

ნეგატიური ხალხისგან თავის დაღწევა შესაძლებლობა ყოველთვის არ გვაქვს, რადგან ის შეიძლება იყოს ოჯახის წევრი, თანამშრომელი ან კლიენტი. ამ შემთხვევაში დამცავი რიტუალი გამოიყენეთ. მაგალითად, წარმოიდგინეთ, რომ თეთრი სინათლის ნაჭუჭში ხართ, ანგელოზს დაცვა სთხოვეთ – ამ საკითხში მთავარანგელოზი მიქაელი განსაკუთრებით დაგეხმარებათ. მეორე მაგალითი: წარმოიდგინეთ, რომ თქვენს ირგვლივ სარკეა, რომელიც ნეგატივს ირეკლავს და მას სიყვარულად გარდაქმნის.

იცოდეთ, რომ ანგელოზებს უყვარხართ და სურთ, რომ საკუთარი ენერგია შეინარჩუნოთ. დარწმუნდით, რომ საკმარისი დრო გაქვთ საკუთარი ენერგიის აღსადგენად და გასაახლებლად. ენერგეტიკული განკურნებიდან შეიძლება სარგებელი მიიღოთ.

ნიჟარა №2

ეს ნიჟარა გარეგნულად უფრო რბილია, ვიდრე შიგნით. მას აქვს ბორცვები, რომლებიც მზის სხივების მსგავსად საფუძვლიდან მწვერვალისკენ ფართოვდება. ამ ნაჭუჭის მსგავსად სინათლეს ასხივებთ მისთვის, ვისაც ეკონტაქტებით. უნდა ისწავლოთ არ გეწყინოთ, როცა ხალხს ზედმეტად ბევრს აძლევთ. დრო და დრო „არას“ თქმა ისწავლეთ. ეს იმას ნიშნავს, რომ საჭიროა ამ გამოსხივების შეწყვეტა. უბრალოდ საკუთარი მოთხოვნილებები გაითვალისწინეთ და პირადი საზღვრები დააწესეთ. უნდა გესმოდეთ, რომ მიღება ისევე საჭიროა, როგორც გაცემა – ეს ბალანსის გასაღებია.

წინააღმდეგ შემთხვევაში სტრესი ან შფოთვა ხშირად შეგაწუხებთ. გიყვართ, როცა ყველგან მკაცრი სტრუქტურით ორგანიზებულია. გახსოვდეთ, რომ ყოველთვის ყველაფერი იდეალურად არაა.

ცხოვრების დინებაზე ყურადღების მიქცევა ისწავლეთ.

ნიჟარა №3

ეს ნიჟარა გლუვია, გარედან ლამაზი ნახატებით. კორპუსში პატარა ნახვრეტია, რომელიც იმწამსვე შეიძლება ვერ დაინახოთ. მის შიგნით არის კბილები, როგორც გაფრთხილება: „ჩემი სახლიდან თავი შორს დაიჭირეთ“.

თუ ეს ნიჟარა აირჩიეთ, გამოდის დრო მოვიდა, გაუშვათ ის, რაც აღარ გჭირდებათ. თქვენ ბევრის შეცვლა შეგიძლიათ, თუ მოქმედებას დაიწყებთ. ეს არჩევანია, რომელიც შეგიძლიათ გააკეთოთ მხოლოდ თქვენ – სხვებზე უკეთ ამის გაკეთება არავის შეუძლია.

როცა სხვებს ცხოვრების გაკონტროლების შანსს აძლევთ, მათ თქვენი ცხოვრების მართვის საშუალებასაც აძლევთ. ამის ნაცვლად კონტროლის სადავეები ხელში აიღეთ და შექმენით ისეთი ცხოვრება, რომელზეც ოცნებობთ.

შესაძლოა ზოგიერთი შემზღუდველი რწმუნების მოშორება მოგიწიოთ, რომელიც ფესვებს ბავშვობის გამოცდილებიდან იღებს. შესაძლოა, წარსულის გაშვება და პატიება გჭირდებათ, რომ წინ წახვიდეთ და შექმნათ ცხოვრება, რომელზეც ოცნებობდით. ნიჟარა ბზარებითაც კი ძველებურად ლამაზია.