Connect with us

ჯანმრთელობა

მიირთვით კიტრი რაც შეიძლება ხშირად! ეს ბოსტნეული ტოქსინებისგან გაგათავისუფლებთ

კიტრი რამდენიმე სახეობის დავადების განვითარებისგან გიცავთ, ეს ყველაფერი კი მისი შემცველობის წყალობით ხდება. ის კარგად მოქმედებს კანისა და თმის სტრუქტურაზე და კარგი არჩევანია ტოქსინების მოსაშორებლად. აუცილებლად გამოიყენეთ ეს სასარგებლო ბოსტნეული და თქვენს ორგანიზმში სასიკეთო ცვლილებებს მალევე შეამჩნევთ.

1. კიტრი ატენიანებს ორგანიზმს და გამოჰყავს ტოქსინები
კიტრი 95%-ით წყლისგან შედგება. ის ბევრ ვიტამინებს შეიცავს, რომელიც ორგანიზმს ყოველდღიურად ჭირდება. ნუ გათლით კიტრს, თუ დარწმუნებული ხართ, რომ მისი მოყვანისას პესტიციდებს არ იყენებდნენ. მისი კანი С ვიტამინით არის მდიდარი (სადღეღამისო ნორმის დაახლოებით 10%).

2. აუმჯობესებს საკვების მონელების პროცესს და გვეხმარება როდესაც საქმე წონის დაკარგვასთან მიდის
თუ ფიგურის გაუმჯობესება გსურთ, კიტრი ყოველდღიურად მიირთვით. ის ბევრ წყალს და ბოჭკოს შეიცავს და ორგანზმიდან ტოქსინებს გამოდევნის, შესაბამისად ჭარბი წონის ნაწილსაც დაიკლებთ.

3. მდიდარია B ვიტამინით
კიტრი B ვიტამინის შესანიშნავი წყაროა, ამიტომ ეცადეთ ახალი კიტრის შეჭმის გარეშე ერთი დღეც არ გაატაროთ. გამოიყენეთ ეს ბოსტნეული და თქვენი ორგანიზმი B ვიტამინით მოამარაგეთ.

4. აცილებს პირის ღრუს უსიამოვნო სუნს
კიტრი პირის ღრუდან უსიამოვნო სუნის მოშორებაში დაგეხმარებათ. აიღეთ კიტრის ნაჭერი და პირის ღრუში 30 წამით მოათავსეთ, ის ბაქტერიები რომლებიც პირში უსიამოვნო სუნს იწვევს მალე განადგურდებიან.

5. მრავალრიცხოვანი დაავადებების პროფილაქტიკური საშუალება
კიტრი ამცირებს სიმსივნის ბევრი სახეობის გაჩენის რისკებს, მათ შორის საშვილოსნოს, საკვერცხეების, სარძევე ჯირკვლისა და პროსტატის სიმსივნეების განვითარების რისკებსაც. მას შეუძლია დიაბეტის განკურნება, ქოლესტერინის დონის დარეგულირება და არტერიული წნევის გაკონტროლება. ეს დადებითი თვისებები მისი შემცველობით არის განპირობებული. ის სასარგებლოა დიაბეტის მქონეთათვის, რადგან შეიცავს ჰორმონს რომელიც აუცილებელია კუჭქვეშა ჯირკვალის მიერ ინსულინის გამომუშავებისთვის. სისხლის წნევას კიტრი მასში არსებული კალიუმის მეშვეობით არეგულირებს.

6. შესანიშნავი საშუალება კანისა და თმისთვის
თუ მზისგან დაიწვით ან კანი გაგიღიზიანდათ, კიტრი გათალეთ და გაღიზიანებულ ადგილებზე დაიდეთ ის ანტებით პროცესსა და შეშუპებას შეამცირებს. კიტრი ახდენს თმის სწრაფი ზრდის სტიმულაციას, რადგან ის სილიკონსა და გოგირდს შეიცავს. თუ გსურთ იდეალურად სუფთა სახის კანი გქონდეთ, კიტრი რგოლებად დაჭერით და მთელს სახეზე დაიფინეთ.

7. ამცირებს ცელულიტს
თუ ცელულიტს ებრძვით ყოველდღიურად ბევრი წყლის მიღებაა რეკომენდებული. იმის გამო რომ კიტრი ძალიან ბევრ წყალს შეიცავს, მისი მიღება ორგანიზმიდან ჭარბ წყალს გამოდევნის და ტოქსინებისგანაც გაგათავისუფლებთ. თუ თირკმელში კენჭები გაქვთ – კიტრის მირთმევა შესანიშნავი იქნება თქვენი ჯანმრთელობისთვის!