Connect with us

ჰოროსკოპი

მთვარის წყლის ძალაში თავად დავრწმუნდი: როგორ გამოვიყენოთ

ჩვენს წინაპრებს სავსე მთვარის ჯადოსნური ძალის სჯეროდათ. ძველი თქმულების თანახმად, სავსე მთვარეზე უცნაური მოვლენები ხდებოდა. ბევრი ადამიანი მთვარის ენერგიის გამოყენებას ცდილობს. Alltime.ge–ს რედაქცია მთვარის წყლის გამოყენებას გასწავლით.

ამბობენ, რომ მთვარე ქალის ენერგიის მატარებელია, ამიტომ მათზე განსაკუთრებულ გავლენას ახდენს. მთვარე გვეხმარება, რომ შინაგანი და გარეგნული სილამაზე გავააქტიუროთ. სავსე მთვარეს დიდი ძალა აქვს და გამოყენებას გირჩევთ.

მთვარის წყლის სარგებელი და გამოყენების მეთოდი

მთვარის წყალი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში შეგიძლიათ გამოიყენოთ. მაგალითად, სახის დასაბანად, მთვარის აბაზანის მისაღებად, დასალევად, მცენარეული ჩაის მოსადუღებლად.

ასევე მთვარის წყალი სახლის დალაგების დროს გამოგადგებათ. თუ ცოტა მთვარის წყალს სარეცხ საშუალებას დაუმატებთ, სახლის ენერგიას გაწმენდთ.

მთვარის შუქზე დაყენებული წყლით ოთახის მცენარეები შეგიძლიათ მორწყათ. ასე ზრდას და გამწვანებას დააჩქარებს. უმჯობესია, რომ წვიმის წყალი გამოიყენოთ.

 წყლის დამუხტვა მთვარის ენერგიით

მინის კონტეინერი წყლით გაავსეთ. სასმელი, წვიმის ან მდინარის წყალი გამოიყენეთ იმის მიხედვით, თუ რისთვის გჭირდებათ.

მოძებნეთ მთვარით განათებული ადგილი და წყლიანი ჭურჭელი დადეთ. ადგილი წინა დღეს ან 1–2 დღით ადრე შეგიძლიათ მოძებნოთ.

როგორც კი, ჭურჭელს მთვარის ქვეშ დადებთ, ხმამაღლა თქვით, კონკრეტულად რისთვის გამოიყენებთ. ასე რიტუალის ეფექტი გაძლიერდება. თუ გსურთ, წყალი მეტად დაიმუხტოს, თქვენი ზოდიაქოს ნიშნის ქვა გამოიყენეთ.

მეორე დილით ჭურჭელი შეგიძლიათ აიღოთ. მთვარის წყალი უკვე მზადაა. რეკომენდებულია, 1 ჭიქა წყალი მაშინვე დალიოთ, თუ სასმელი წყალი დააყენეთ, ან სახე გაიწმინდოთ. რიტუალი სუფთა გულით და გონებით უნდა შეასრულოთ.

Advertisement