Connect with us

თავის მოვლა

მეთილურაცილი ხელისთვის, ტუჩებისთვის და არა მხოლოდ. იაფი მალამო თქვენს კანს გადაარჩენს

ჩემი მეზობელი აგარაკზე, დეიდა ვერა, გამოცდილი ექთანია. ახლა თავიდან ბოლომდე ძვირადღირებულ კრემებს ისვამს, რომ ძველი სილამაზის ნარჩენები შეინარჩუნოს. 15 წლის წინ კი მისი კოსმეტიკა მხოლოდ იაფი სააფთიაქო საშუალებებისგან შედგებოდა.ზოგ მათგანზე 57 წლის ასაკშიც უარს არ ამბობს. მაგალითად, ხელის მალამო „მეთილურაცილზე“.

ვერამ სამსახური 2 წლის წინ დატოვა. ქმრის ხელფასი მთელ ოჯახს ყოფნის, ქალმა კი ბაღის მოვლა დაიწყო. ამბობს, რომ გაზაფხულზე ხელები და სახე ექერცლება. გაღიზიანების თავიდან ასაცილებლად და პირველი სიმპტომების გასაქრობად ხელის მალამოს „მეთილურაცილს“ იყენებს. Alltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორ მუშაობს მალამო.

„მეთილურაცილის“ გამოყენების 4 გამოცდილი მეთოდი

ფეხისთვის. ზაფხული გვიახლოვდება. ეს კი ღია ფეხსაცმლის ტარების დროა. თქვენი ქუსლები ჩვილის მსგავსი ჯერ კიდევ არაა? საკითხს „მეთილურაცინის“ საფუძველზე კომპლექსური მოვლა დაგეხმარებათ. სუფთა ტერფებზე მალამო სქელ ფენად წაისვით, პარკით შეიხვიეთ და წინდები ჩამოიცვით. 2-3 პროცედურის შემდეგ მშრალი ქუსლები და ნახეთქები დაგავიწყდებათ.

ტუჩებისთვის. ტუჩების სიმშრალეს არაფერი არ უმკლავდება ისე სწრაფად და ეფექტურად, როგორც „მეთილურაცილი“. უბრალოდ ღამით თხელ ფენად წაისვით. დილით ტუჩები უკვე დარბილდება. სიტყვაზე, ამ მალამოს საოცარი მოქმედების ანგულარულ ქეილიტსაც ეშინია.

სახის კანისთვის. რა თქმა უნდა, მუდმივად სახეზე მისი გამოყენება რეკომენდებული არაა. და მაინც, მალამოს კარგი დამამშვიდებელი თვისება აქვს. გირჩევთ, პილინგის შემდეგ გამოიყენოთ.

ხელის კანისთვის. დაღლილ და გამომშრალ ხელის კანს დაუყონებლივ დასვენება სჭირდება. ამის უზრუნველყოფას მაცოცხლებელი მალამოთი შეძლებთ. სქელ ფენად წაისვით და პარკი გადაიხვიეთ. 20 წუთში მალამო ჩამოიბანეთ, ხელზე კი კრემი წაისვით. მეზობელი ამბობს, რომ პარაფინოთერაპიის მსგავსი ეფექტი აქვს.

მნიშვნელოვანია, იცოდეთ

უნდა გაგაფრთხილოთ, რომ „მეთილურაცილი“ არა კოსმეტიკური, არამედ სამკურნალო მალამოა. სწორედ ამიტომ, გამოყენებამდე ექიმთან კონსულტანცია გაიარეთ ან უკუჩვენებები შეისწავლეთ. კანზე რეაქციას დააკვირდით.

საშუალება ჰორმონალური არაა და ანტიბიოტიკებს არ შეიცავს. ჯანმრთელი ადამიანისთვის მხოლოდ სარგებელი მოაქვს. თქვენ იყენებთ „მეთილურაცილს“? კიდევ რომელი იაფი სააფთიაქო საშუალებები ინახება თქვენს კოსმეტიკის ჩანთაში?