Connect with us

ყვავილები

მეზობელმა მაჩვენა, როგორ მოვიშორო ობობის ტკიპები ძალისხმევის გარეშე

ყველა მეაგარაკე ოცნებობს, რომ მისი შრომა უხვი მოსავლით დაჯილდოვდეს. არის შემთხვევები, როცა იმედი გვიცრუვდება. ხარისხიან თესლს ვარჩევთ, სწორ ადგილას ვრგავთ, აგროტექნიკას ვიცავთ, მაგრამ კიტრი მაინც ავადმყოფურად გამოიყურება. მიზეზი კვების და მორწყვის დეფიციტის გარდა შეიძლება მავნებლებიც იყოს. კიტრს ყველაზე მეტად ობობის ტკიპა აზიანებს. Alltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორ მოიშოროთ ობობის ტკიპები მარტივად.

როგორ მოვიშოროთ ობობის ტკიპა

ბუნებაში 1000 სახეობის ობობის ტკიპა არსებობს. ამ პატარა მავნებლის შეუიარაღებელი თვალით დანახვა რთულია. როგორ მივხვდეთ, რომ კიტრზე დაუპატიჟებელი სტუმრები დასახლდნენ?

მთავარი ნიშანი: თხელი ობობის ქსელი, რომელიც დაზიანებულ მცენარეს გარს ახვევია. ტკიპა ფოთლების შიდა მხარეს სახლდება და მისი წვენით იკვებება.

ჩხვლეტის ადგილი ღიავდება, შემდეგ უფერო მშრალი ლაქა ხდება. მასიური შეტევისას ფოთოლი ხმება. კარგ მოსავალზე ლაპარაკი ზედმეტია.

პროფილაქტიკა

ჩინელი სტრატეგი სუნ ძი ამტკიცებდა, რომ თითოეული ბრძოლა მის დაწყებამდე მოგებულია. სწორედ ამიტომ, ტკიპებთან ბრძოლის ნაცვლად სჯობს მისი გაჩენა თავიდან აიცილოთ. ეს უფრო მარტივია. როგორც მინიმუმ, მავნებლის გაჩენის რისკის შემცირება სცადეთ.

ამისთვის რიგი წესები დაიცავით. პირველ რიგში, ეს თესლბრუნვაა. ტკიპას პომიდორი და ბადრიჯანი დაწეული ფოთლების გამო არ უყვარს. თუ ნაკვეთზე მანამდე ეს კულტურები იზრდებოდა, მაშინ კიტრზე ობობის ქსელის გაჩენის რისკი მცირდება.

მეორეც, კიტრის კვლების გვერდით დარგეთ მცენარე, რომელიც ტკიპებს აფრთხობს. მაგალითად, მდოგვი და ბადრიჯანი ფიტონციდებს გამოყოფს და ეს მავნებლებს არ მოსწონს. კიტრის გვერდით დარგეთ და მცენარე ავად არ გახდება.

მესამეც, დაზიანებული ფოთლები დაწვით, რომ ტკიპების გავრცელება არ დაუშვათ. თუ საქმე სათბურს ეხება, მიწის ზედა ფენის შეცვლა ან დეზინფექცია დაგჭირდებათ.

ხალხური საშუალებები

ბებიისეული საშუალებები ისეთი ეფექტური არაა, როგორც ქარხნული, მაგრამ მოსავალს ნამდვილად არ აზიანებს. გამოიყენეთ მაშინ, როცა ინფექციის კერა დიდი არაა. ნივრით დავიწყოთ: 150 გ ნივრის კბილი დაჭყლიტეთ და 1 ლ წყალი დაუმატეთ. 7 დღე გააჩერეთ. შემდეგ 1 ს/კ კონცენტრატი 1 ლ წყალში გააზავეთ და მცენარეს შეასხურეთ.

კიდევ ერთი გამოცდილი საშუალება: პომიდვრის ფოჩების ნაყენი. 1 კგ ხმელ ფოჩებს 10 ლ წყალი დაასხით და 5 საათით გააჩერეთ. ამის შემდეგ 40-50 გ საპონი დაუმატეთ და კიტრი დაამუშავეთ.

ქიმიური პრეპარატები

მაღაზიაში ნაყიდი საშუალება დაგეხმარებათ იქ, სადაც ხალხური საშუალება უძლურია. მაგალითად, პრეპარატი „ფიტოვერმი“ მინიმალური ტოქსიკურობით ხასიათდება და ბუნებრივ გარემოში სწრაფად იშლება. ამავდროულად, იაფია, რითაც მეაგარაკეებს შორის მისი პოპულარობა აიხსნება.

ტკიპების გარდა, საშუალება ეფექტურად ებრძვის სხვადასხვა სახის ბუგრებს, ტრიპსებს, ნაყოფჭამიებს, ფოთოლჭამიებს. მოქმედი ნივთიერება მავნებლის ორგანიზმში ხვდება და აშეშებს. ასე ტკიპა 5-10 საათში ფოთლების დაზიანებას წყვეტს და 5-7 დღეში მთლიანად ქრება.

Advertisement