Connect with us

თავის მოვლა

მეგობარი მემანიკურე გაცოფებული ტირის, რადგან კლიენტებმა შილაქის გაკეთებაზე უარი თქვეს და ახლა ზარალშია

ყოველ წელს მოდა ახალ ტენდენციებს გვკარნახობს, რომელიც სილამაზის მთელ ინდუსტრიას ეხება. 2021 წელს მოდაში ძალიან ცოტა კოსმეტიკა და ბუნებრივობაა – ეს ტენდენცია ფრჩხილებსაც ეხება. Alltime.ge-ს რედაქცია ეცდება გაარკვიოს, გვჭირდება თუ არა შილაკის გაკეთება, რომ 2021 წლის ტენდენციებს არ ჩამოვრჩეთ.

შილაკი: საჭიროა თუ არა

გასულ წელს კარანტინის პერიოდმა ქალები ორ ბანაკად გაყო. ქალების ნაწილს სახლში ყოფნა უხაროდა, რადგან სალონებში წასვლა და მანიკურის კეთება საჭირო აღარ იყო. მეორე ნაწილი კი ჩაკეტილი პერიოდის გახსნას მოუთმენლად ელოდა, რომ სალონებში რეგულარულად სიარული და ბრწყინვა შეძლებოდათ.

როგორც ჩანს, 2021 წლის ტენდენციები პირველი ბანაკისკენ იხრება. ახლა სუპერ ბუნებრივი მანიკურია მოდაში, ყოველგვარი დაფარვის გარეშე. სალონებში სიარული მაინც მოგიწევთ, რადგან მარტივი ჰიგიენური მოვლა არავის გაუუქმებია, თუმცა ახლა გელლაქის გაკეთება არ დაგჭირდებათ.

პროფესიონალები მოდის ახალ ეტაპს naked nails ( შიშველი ფრჩხილები) უწოდებენ. მსოფლიოში ცნობილმა ბრენდებმა ახალი ტენდენცია სწრაფად დაამკვიდრეს. მოდელების ფრჩხილებზე მაქსიმუმ შეიძლება გამჭვირვალე ლაქი დაინახოთ. ტომ ბაჩიკი, ამერიკელი მემანიკურე, რომელიც ჰაიდი კლუმის და ჯენიფერ ლოპესის ფრჩხილებზე ზრუნავს, ადასტურებს: ახლა მოდაშია ბუნებრივობა.

პროფესიონალების თქმით, მანიკურის ახალი ტრენდი მოდიდან დიდხანს არ გადავა, რადგან ტრენდებზე გავლენას ახდენს ის, რაც მსოფლიოში ხდება. 2020 წელს ცხოვრებაში ბევრი ცვლილება მოხდა. პანდემიამ სილამაზის სალონების მასიურად დახურვა გამოიწვია. ხოლო სახლის პირობებში გელლაქის (შილაკი) გაკეთება ნამდვილი გამოწვევაა. ქალები მიხვდნენ, რომ ამის გარეშე ბევრად უფრო ადვილია.

როგორც მანიკურის სპეციალისტები ამბობენ. კარანტინის დასრულების შემდეგ გელით დაფარვაზე მოთხოვნა საგრძნობლად შემცირდა. როგორც ჩანს, ბევრმა ქალმა კარანტინის დროს გაზრდილი შილაკის მოშორება სახლის პირობებში სცადეს და ცუდი შედეგი მიიღეს. სწორედ ამიტომ, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ მათ მიდგომა შეცვალეს.

ჩაკეტილი წრე

ყურმოკვრით არ ვიცი, რომ შილაკზე უარს თქმა რთულია, მით უმეტეს, თუ უკვე მიეჩვიეთ. შიშველი ფრჩხილების დანახვა შოკში გვაგდებს – სასწრაფოდ შილაკის წასმა გვსურს, რადგან ფრჩხილები საშინლად გამოიყურება. ერთგვარი ჩაკეტილი წრე გამოდის. კარგად გესმით, რომ ამით ფრჩხილებს უფრო აზიანებთ, მაგრამ ვერ ჩერდებით.

ოდესღაც ფრჩხილების მოსაწესრიგებლად და შილაკის გასაკეთებლად სალონებში ყოველთვე, ზოგჯერ უფრო ხშირად დავდიოდი. ჩემი შიშველი ფრჩხილები საშინლად გამოიყურებოდა და მათ დამალვას შილაკით ვცდილობდი. ვფიქრობდი, რომ მოსახერხებელი მეთოდი იყო – ერთი წასმით 1 თვე აღარ ვნერვიულობდი.

ერთხელ ფრჩხილების დასვენება გადავწყვიტე, ეს მანიკურის სპეციალისტმაც კი მირჩია. პირველი რამდენიმე კვირა ფრჩხილები მტვრევადი, ძალიან თხელი იყო. მათ გასაძლიერებლად კუტიკულას ზეთს, ზღვის მარილის აბაზანებს და სპეციალურ სამკურნალო საშუალებებს ვიყენებდი. ნელ–ნელა შედეგიც გამოჩნდა.

მოვლილი ფრჩხილების დანახვისას მივხვდი, რომ შილაკის გაკეთება აღარ მსურს. უბრალოდ ცოტა მოთმინება და ფრჩხილების მოვლა მჭირდებოდა, რომ კარგი შედეგი დამენახა. ზუსტად ნახევარ წელში ფრჩხილები სრულად გამოჯანმრთელდა და გაძლიერდა. ახლა მხოლოდ ჰიგიენურ მანიკურს ვიკეთებ.

ამ დღეებში გავიგე, რომ ეს ახალი ტრენდია. გამოდის, ყოველგვარი თავის ტკივილის გარეშე მოდური ვარ.

ცხოვრება შილაკის გარეშე

შილაკზე უარის თქმით დროის და ფულის დაზოგვას შეძლებთ. რთულია მთელი 1 საათი გამონახოთ სალონში წასასვლელად, თან სასურველ სპეციალისტთან ჩაწერა ადვილი არაა. ამ ყველაფერთან ერთად პროფესიონალ მემანიკურესთან შილაკის გაკეთება ძვირია. ხოლო ვინც „იაფად“ აკეთებს, საეჭვოა და სჯობს არ გაეკაროთ.

შილაკის პროცედურა, ასევე მისი აპარატით მოშორება ფრჩხილებს აზიანებს. თუ გამოუცდელ სპეციალისტთან იმყოფებით, დაზიანების რისკი უფრო იზრდება. თუ შილაკის შემადგენლობა უხარისხოა, იცოდეთ, რომ ფრჩხილების აღდგენას მთელი 6 თვე დასჭირდება. როგორც ექსპერტები ამბობენ, თუნდაც ყველაზე ნაზი ლაქის მუდმივად ტარება არ შეიძლება.

თქვენ თავად უნდა გადაწყვიტოთ, გჭირდებათ თუ არა შილაკის გაკეთება. თუ სამუდამოდ უარის თქმა არ გსურთ, ცოტა ხნით მაინც ფრჩხილები დაასვენეთ. ამ პერიოდში სამკურნალო საშუალებებით გამოკვებეთ. ჯანმრთელობა სილამაზეს მსხვერპლად არ უნდა შეწიროთ. ბედნიერი ვარ, რომ ახლა მოდაც ამ აზრს ემხრობა.