Connect with us

თავის მოვლა

მე 78 წლის ვარ და თავს ჯერ კიდევ ახალგაზრდად ვგრძნობ! რეგულარულად ვამზადებ ასეთ ნაყენს და ვსვამ სიამოვნებისთვის

ალოეს სამკურნალო თვისებები ძველი დროიდანაა ცნობილი. ჯერ კიდევ ბერძნებისა და ეგვიპტელების უძველეს ნაწერებშია აღწერილი ალოეს თვისებები და მისი გამოყენების გზები სამკურნალო და კოსმეტიკური მიზნებით. ასე, “ებერსის პაპირუსის” სახელით ცნობილ ძველეგვიპტურ ტრაქტატში(დათარიღებული ძვ.წ. 1.5 ათასი წლით) წერია, რომ ალოეს სამკურნალო თვისებებს მაშინდელი ფარაონებიც კი იყენებდნენ და მასში დღეგრძელობის ელექსირს ხედავდნენ.

უცნაურია, რომ ახლა ბევრმა არ იცის ალოეს სასარგებლო თვისებების შესახებ. ეს გასაოცარი მცენარე ხომ ძალიან ბევრ ფანჯრის რაფას ამშვენებს. დღეს ჩვენ გაგაცნობთ ალოეს წვენის საშინაო პირობებში გამოყენების გზებს სიმსივნური დაავადებების დროს.

ალოეს წვენი

ალოეს წვენი მხოლოდ ხალხურ საშუალებად არ უნდა ჩავთვალოთ. ოფიციალურმა მედიცინამ ხომ მისი ეფექტურობა ონკოლოგიური დაავადებების წინააღმდეგ უკვე აღიარა. ალოეს ძალა მის განსაკუთრებულ შემადგენლობაში მდგომარეობს: ემოდინი(ხელს უშლის კიბოს უჯრედების გამრავლებას), აცემანანი(ზრდის იმუნიტეტის რეზისტენტულობას) და პროტეაზები(ანადგურებს კიბოს უჯრედების მემბრანას).

უნდა იცოდეთ, რომ ალოე ეფექტურია სამედიცინო პროცედურებთან კომპლექსში და არ ითვლება დამოუკიდებელ სამკურნალო საშუალებად. საქმე ისაა, რომ მცენარის წვენი შეიცავს უამრავ ამინომჟავას, ვიტამინს, მინერალსა და ალკალოიდს, რომლებიც ორგანიზმს დამატებით დახმარებას უწევს. ამიტომ, ალოეს წვენის მიღება შეგიძლიათ დაავადების პროფილაქტიკისთვისაც. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ მცენარე, რომელსაც სამკურნალო მიზნით გამოიყენებთ, 3 წელზე ნაკლების არ უნდა იყოს.

ინგრედიენტები

  • 150 გ ალოეს რბილობი
  • 250 გ თხევადი თაფლი
  • 2 ს.კ. ლიქიორი

მომზადება და გამოყენება

1. მოჭერით ალოეს ფოთლები და გათალეთ. გააცალეთ რბილობი კოვზით.

2. მიღებული მასა მოათავსეთ ბლენდერში, დაუმატეთ თაფლი.

3. ჩაასხით ლიქიორიც და ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე(ამის გაკეთება მიქსერითაც შეიძლება).

4. მიღებული თხევადი წამალი გადაასხით შუშის ქილაში და დაახურეთ ნეილონის თავსახური.

5. მიირთვით დღეში სამჯერ, ჭამამდე 15-20 წუთით ადრე, 1 ს.კ. ოდენობით.

მკურნალობის პირველივე კვირას, პაციენტებს საერთო მდგომარეობა უუმჯობესდებათ და ემატებათ მადა. ჩვენ მაინც გირჩევთ, ამა თუ იმ ხალხური საშუალებით მკურნალობის დაწყებამდე აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

აღნიშნული სითხის მიღება შეგიძლიათ დაავადებების პროფილაქტიკის მიზნითაც. პირველივე დღეებში აღინიშნება საჭმლის მონელების ნორმალიზება, უმჯობესდება ძილი, მცირდება გლუკოზისა და ქოლესტერინის დონე, სწრაფად ხორცდება ჭრილობები და ახლდება ქსოვილები.

თქვენ როგორ იყენებთ ალოეს? გაგვიზიარეთ გამოცდილება.