Connect with us

ჯანმრთელობა

მარცვლელული, რომელიც აღადგენს მყესებსა და იოგებს, საგრძნობლად ამცირებს სახსრების ტკივილს

მუხლის სახსრის ოსტეოართრიტი სახსრების დეგენერაციული დაავადების ან ართრიტის სახეობაა, რომელიც მუხლში ლოკალიზდება და იწვევს ტკივილსა და დისკომფორტს. დაავადებების სხვა სიმპტომებია შეშუპება, ტკივილი, დეფორმირებული ხრტილი, ძვლის ანომალიური ზრდა და მოძრაობის უნარის დაქვეითებაც კი.

სეზამი და ართრიტი

ხშირ შემთხვევაში, ექიმი ანთებისსაწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელ საშუალებებს ნიშნავს, რომლებიც რეცეპტის გარეშე გაიცემა. თუმცა, ტკივილგამაყუჩებელს გვერდითი მოვლენებიც შეიძლება ჰქონდეს, ამიტომ საჭიროა მისი სრულყოფა ბუნებრივი საშუალებებით, რომლებიც პრობლემასაც გადაჭრის და ტკივილსაც ჩააცხრობს. ერთ-ერთი ასეთი ბუნებრივი გადაწყვეტა ამ პრობლემისა არის სეზამის თესლი.

სეზამის მცენარე ერთ-ერთ ყველაზე ძველ ზეთოვან კულტურად ითვლება მსოფლიოში და მოსავლად იძლევა თესლს. ეს თესლი, ჩვეულებრივ, კულინარიაში გამოიყენება, თუმცა მას უამრავი სამკურნალო თვისება გააჩნია. ძველი ჩინელების აზრით, ამ თესლს უამრავი დაავადების განკურნება და ამდენივეს პროფილაქტიკა შეუძლია. დღემდე, ხალხურ მედიცინაში სეზამის თესლი არაერთი დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება, მათ შორის, მუხლის სახსრის ოსტეოართრიტის დროსაც.

ირანის თებრიზის უნივერსიტეტის სტუდენტებმა ჩაატარეს კვლევითი სამუშაოები სეზამის თესლის მუხლის სახსრის ართრიტზე გავლენის განსასაზღვრავად. ამ კვლევაში 50 პაციენტისგან შემდგარი გუნდი გაიყო 2 ჯგუფად. პირველი ჯგუფი სტანდარტულ თერაპიას იტარებდა, რომელიც დღეში ორჯერ 500 მგ პარაცეტამოლსა და დღეში ერთხელ ამდენივე გლუკოზამინს მოიცავდა.

მეორე ჯგუფი დღეში 40 გ სეზამის თესლს იღებდა, სტანდარტული სამკურნალო პრეპარატებისა და თერაპიის პარალელურად. კვლევამ 2 თვე გასტანა, ამ დროის შემდეგ კი პაციენტების მდგომარეობა შეადარეს. ჯგუფი, რომელიც სეზამის მარცვლებს იღებდა დამატებით, გაცილებით ნაკლები დოზით გრძნობდა ტკივილებს მეორე ჯგუფის პაციენტებთან შედარებით, რამაც დაამტკიცა, რომ სეზამის თესლს ნამდვილად აქვს გავლენა მუხლის სახსრის ოსტეოართროზზე.

რატომაა სასარგებლო სეზამის თესლი?

ამ თესლის შემადგენლობაშია სეზამინი – ლიგნანი, ქიმიური ნაერთების ჯგუფი, რომელიც მცენარეებში გვხვდება. კვლევების თანახმად, მას შეუძლია:

  • ინსულინის ანთებითი აქტივობის აღკვეთა;
  • ცხიმების წვა;
  • სიმსივნური უჯრედების პროლიფერაციის შემცირება;
  • მავნე ქოლესტერინის დონის შემცირება.

გარდა ამისა, სეზამის თესლი ისეთი საკვები ნივთიერებებითაა მდიდარი, როგორებიცაა:

  • მონოუჯერი ცხიმები, რომლებიც ამცირებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების რისკს;
  • მინერალები(სპილენძი, კალციუმი და მარგანეცი);
  • თუთია, რომელიც აუმჯობესებს იმუნუტ სისტემას და დადებითად მოქმედებს ძვლის მინერალურ სიმჭიდროვეზე.

დაფქული თუ სრული? თესლი თუ ზეთი?

კვლევების მიხედვით, არსებობს სეზამის მარცვლებსა და მის ზეთს შორის განსხვავება კვებით ღირებულებებში. გარდა ამისა, სეზამის კვებითი ღირებულება იცვლება იმის მიხედვითაც, თუ როგორაა იგი მომზადებული. მაგალითად, მათი შეწვა კალციუმის დონეს ზრდის.

რეცეპტი სახსრების სამკურნალოდ

ინგრედიენტები

  • 4 ს.კ. სეზამის თესლი
  • 2 ს.კ. ჟელატინი
  • 8 ს.კ. სელის თესლი
  • 200 გ თაფლი
  • 40 გ გოგრის თესლი
  • 3 ს.კ. ქიშმიში

მომზადება და გამოყენება

  1. მოათავსეთ ყველა ინგრედიენტი ბლენდერში და ათქვიფეთ.
  2. მოათავსეთ მასა ქილაში და შეინახეთ მაცივარში.
  3. მიირთვით 1 ს.კ. საშუალება დილით, საუზმემდე და საღამოს, სადილის დროს.

მალე შენიშნავთ ტკივილის შესუსტებას და იგრძნობთ, როგორ გაძლიერდა თქვენი სახსრები და ხრტილები. გისურვებთ ჯანმრთელობას!

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.