Connect with us

საკითხავი

მარტივი ხრიკი, როგორ მოიშოროთ უსიამოვნო სუნი სამზარეულოს კარადიდან

ბინაში სამზარეულო სუნების ეპიცენტრია. აქედან მთელ სახლში ახალგამომცხვარი ცომეულის და ნანატრი ვახშმის სურნელი ვრცელდება. აქვე კონცენტრირებულია სხვადასხვა უსიამოვნო სუნი: მაცივრიდან, ნიჟარიდან, ნაგვის ურნიდან. ხანდახან სუნი სამზარეულოს კარადიდან ვრცელდება. ასეთი არომატები მადას არ აღძრავს და ზიზღს იწვევს. სამზარეულოში სუნი ეტაპობრივად უნდა მოიშოროთ: პირველ რიგში, გადაყარეთ პროდუქტი, ჭურჭელი ან ჭუჭყი, რომელიც ამის მიზეზია. Аlltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორ მოიშოროთ სუნი სამზარეულოს კარადიდან ხელმისაწვდომი საშუალებების გამოყენებით.

სუნი კარადაში: ბრძოლის მეთოდები

1. გააზავეთ 1 ს/კ ძმარი 1 ლ წყალში და ამ ხსნარში დასველებული სველი ჩვრით სამზარეულოს ყველა ზედაპირი გადაწმინდეთ.

2. ხახვი 4 ნაწილად დაჭერით. მოათავსეთ კარადაში, საიდანაც უსიამოვნო სუნი ვრცელდება. ბოსტნეული არომატებს შთანთქავს.

3. გარდა ამისა, ხის ნახშირიც შეგიძლიათ გამოიყენოთ. დამწვარი ხე არა მხოლოდ უსიამოვნო სუნისგან, არამედ ზედმეტი ტენიანობისგან დაგიცავთ.

როგორც ხედავთ, უსიამოვნო სუნთან გამკლავება ძალიან მარტივია. ხახვის ვარიანტი ქალაქის ბინისთვის იდეალურია, ხოლო ნახშირი – აგარაკისა და საზაფხულო სახლისთვის. სამზარეულო უსიამოვნო არომატებისგან დაიცავით!

Advertisement