საკითხავი
მარტივი ხრიკი, როგორ მოვაშოროთ ტაფას ან საცხობ ფორმას ნამწვი
Alltime.ge-ს რედაქცია გიზიარებთ მარტივ ხრიკს ტაფისა და საცხობი ფორმის ნამწვისგან გასაწმენდად. ამ მეთოდით ქვაბების გაწმენდაც შეგიძლიათ.
ინგრედიენტები:
- ½ ფინჯანი სოდა
- 1 ჩ/კ ჭურჭლის სარეცხი სითხე
- 2 ს/კ წყალბადის ზეჟანგი
ინგრედიენტები აურიეთ, სანამ ათქვეფილი ნაღების მსგავს მასას არ მიიღებთ. აუცილებლობის შემთხვევაში წყალბადის ზეჟანგი დაუმატეთ. ტაფის ჭუჭყიან ზედაპირს მიღებული ნარევი წაუსვით და 10 წუთით გააჩერეთ.
ახლა უხეში ღრუბელი ან ჯაგრისი აიღეთ და კარგად გახეხეთ. წყლით გარეცხეთ.
ტაფა სუფთაა. მარტივი და უსაფრთხო მეთოდი!