Connect with us

ყვავილები

მარტივი წესი, როგორ გაზარდოთ კიტრი უპრობლემოდ

ზაფხულში აგარაკი ყოველთვის კარგი ადგილია. სუფთა ჰაერი, წყალი, ნატურალური ხილი და ბოსტნეული. ამაზე ოცნებობს ყველა მეაგარაკე გვიანი შემოდგომიდან მორიგი სააგარაკო სეზონის დაწყებამდე. აგარაკი მხოლოდ დასვენება არაა. აგარაკი ყოველდღიური შრომაა, რომ გემრიელი და სასარგებლო საკვები მოიყვანოთ. კვლებიდან ახალი კიტრის მოწყვეტა და გემრიელი სალათის მომზადება დიდი სიამოვნებაა. როგორ გავზარდოთ კიტრი ისე, რომ უხვი მოსავალი მივიღოთ?

Аlltime.ge–ს რედაქცია ამის შესახებ გიამბობთ. მარტივი წესები შესაშური მოსავლის გაზრდაში დაგეხმარებათ.

როგორ გავზარდოთ კიტრი

კიტრი გავრცელებული, მაგრამ პრეტენზიული ბოსტნეულია. ზოგჯერ აგარაკის მფლობელს ბევრი ოფლის ღვრა უწევს, რომ კიტრის მდიდარი მოსავალი აიღოს. ერთნაირი ზომის და ლამაზი კიტრი რომ გაზარდოთ, მისი მოვლის რამდენიმე წესი უნდა დაიმახსოვროთ.

სასურველია, კიტრი ყოველწლიურად ერთსა და იმავე ადგილას დარგოთ. მცხუნვარე მზე არ უყვარს, ამიტომ სადღაც ჩრდილში ადგილი შეურჩიეთ. მიწა კარგად განაყოფიერებული და ნეიტრალური მჟავიანობით უნდა იყოს. უმჯობესია, შემოდგომაზე მიწა კალიუმის და ფოსფორის სასუქით მოამზადოთ. გაზაფხულზე, დარგვამდე 1 თვით ადრე, აზოტის სასუქი დაუმატეთ.

აზოტი კიტრისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თუ შეამჩნევთ, რომ ნაყოფს წვრილი მოყვითალო წვერი აქვს, გამოდის სასუქი არ ყოფნის. რა თქმა უნდა, კიტრი პირველი ნაყოფის მიღების შემდეგ შეგიძლიათ გამოკვებოთ. ასე არის შანსი, რომ მორიგი ნასკვები თანაბარი და ლამაზი გაიზრდება. თუ ნაყოფს მსხლის ფორმა აქვს, მცენარეს კალიუმი აკლია. კიტრს სასუქების სრული კომპლექსი მიაწოდეთ.

კიტრი წყლის ტემპერატურის მიმართაც პრეტენზიულია. თუ კიტრი მოღუნულია, სითხე აკლია. თუ ნაყოფი შუაში უფრო თხელია, ვიდრე გვერდებზე, სარწყავი წყალი ძალიან ცივია. სჯობს, რომ კიტრი 18-22 გრადუსის წყლით მორწყათ. ეს დილა–საღამოს რეგულარულად უნდა გააკეთოთ, როცა ძალიან არ ცხელა. მნიშვნელოვანია, კიტრი ნაყოფიერების პერიოდში მორწყათ. ასე თქვენი კიტრი წვნიანი და თანაბარი გაიზრდება.

მორწყვისას მნიშვნელოვანია, რომ მცენარის ფოთლებს რაც შეიძლება ნაკლები სითხე მოხვდეს. გამოცდილი მებაღეები გირჩევთ, რომ კვლებს შორის 15-20 სმ სიგრძის პატარა თხრილები გათხაროთ და წყლით გაავსოთ. კიტრის ფესვები მუდმივად ტენიან მიწაში უნდა იყოს, მაგრამ ფესვების სისტემის დალპობაც არ უნდა დაუშვათ.

თუ კიტრის ფესვის სისტემაზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანი ფაქტორია სიღრმე, სადაც ის მდებარეობს. გამარგვლისას რომ არ დააზიანოთ, კიტრი 7 სმ–ზე მეტ სიღრმეში ჩარგეთ. ასე მცენარის გარშემო მიწას ფესვების დაუზიანებლად გააფხვიერებთ. ამ წესების მიუხედავად, კიტრი მოსავლელად ძალიან პრეტენზიული არაა. მთავარია, რომ წესები მუდმივად დაიცვათ. ასე ყოველწლიურად თქვენს ნაკვეთზე კიტრის მდიდარი მოსავალი იქნება.

Advertisement