Connect with us

თავის მოვლა

მარტივი პროცედურა მინიმალურ დროში მოგაშორებთ კოჟრებსა და ბზარებს ქუსლებიდან

ჩვენი ქუსლები ყოველდღიურად კოლოსალურ დატვირთვას განიცდის. ცუდი გენეტიკისა და არაკომფორტული ფეხსაცმლის ტარების შედეგად ქუსლების კანი შეიძლება გაუხეშდეს, გარქოვანდეს და გაჩნდეს კოჟრები. თუ პრობლემის გადასაჭრელად დროულად არ მივიღებთ შესაბამის ზომებს, ის კიდევ უფრო რთულ სახეს შეიძენს. დროთა განმავლობაში ქუსლების კანი იბზარება, რაც საშინელ დისკომფორთან და ტკივილებთან არის დაკავშირებული. ქალბატონების უმრავლესობა ზაფხულში ღია ფეხსაცმლის ტარებაზე უარს სწორედ ქუსლების გაუხეშებული კანის გამო ამბობს.

თანამედროვე ბაზარზე თქვენ შეხვდებით არაერთ სპეციალურ საშუალებას, რომელიც ქუსლებისა და ფეხის გულების მოსავლელად გამოიყენება. რა თქმა უნდა, ასეთი საშუალებების ერთი ნაწილი მართლაც რომ ეფექტურია, თუმცა ისინი საკმაოდ ძვირად ფასობს და მათი უმრავლესობა სხვადასხვა მავნე ქიმიურ ნივთიერებებსაც შეიცავს.

თუ კოსმეტიკურ სალონებში სიარული დრო და ფინანსები არ გაქვთ, სანერვიულო არაფერია. პრობლემას მარტივად გამუკლავდებით ნატურალური და საკმაოდ იაფი ინგრედიენტებისგან შემდგარი საშუალებით, რომლის შესახებაც დღევანდელ სტატიაში გიამბობთ. ის მინიმალურ დროში გაუმკლავდება პრობლემას და თქვენს ქუსლებს ჩვილი ბავშვის კანივით ნაზსა და ფაფუკს გახდის. კოჟრებისა და ბზარების პრობლემა წარსულში დარჩება!

ქუსლების მოვლა სახლის პირობებში

თქვენ დაგჭირდებათ:

  • 2 ს.კ. ლიმონის წვენი
  • 6-8 აბი ასპირინი
  • 2 ს.კ. გლიცერინი
  • 100 მლ თბილი წყალი
  • წყვილი წინდა

ინსტრუქცია:

1. ასპირინის აბები დაფქვით და მიღებული ფხვნილი მოათავსეთ თქვენთვის მოსახერხებელ ჭურჭელში. დაამატეთ მას ლიმონის წვენი, დაასხით წყალი და კარგად გადაურიეთ. მიღებულ ნარევში ჩაამატეთ გლიცერინი.

2. მოცემული საშუალების გამოყენებამდე შეამოწმეთ მისი კონცენტრაცია. მცირე რაოდენობით ეს საშუალება წაისვით კანის იმ მონაკვეთზე, რომელიც შედარებით ნაზია. თქვენ უნდა იგრძნოთ მსუბუქი ჩხვლეტისა და წვის შეგრძნება. თუ ეს შეგრძნებები ზედმეტად ძლიერია, განაზავეთ ნარევი წყლით.

3. იმ შემთხვევაში, თუ ვერაფერს იგრძნობთ, ჩაამატეთ ნარევში კიდევ მცირეოდენი ლიმონის წვენი და დაფქული ასპირინი.

4. ამოიცვით ფეხებზე წინდები, რომელთა გაფუჭება არ დაგენანებათ და ჩაალბეთ ფეხები (წინდებიანად) ჩვენს ხსნარში. განსაკუთრებული ყურდღება დაუთმეთ სწორედ ქუსლების კანს.

5. ზემოდან ამოიცვით პოლიეთილენის პარკი.

6. დაიტოვეთ ეს საშუალება სამოქმედოდ დაახლოებით 30 წუთით. პროცედურის შემდეგ კარგად დაიბანეთ ფეხები გრილი წყლით, შეიმშრალეთ და შემდეგ წაისვით მკვებავი კრემი.

7. უკვე პირველივე პროცედურის შემდეგ საოცარი ცვლილებები თვალსაჩინო იქნება. კვირაში ერთი ან ორი პროცედურა სავსებით საკმარისია, რათა მინიმალურ დროში სასურველ შედეგს მიაღწიოთ.

მინდა გითხრათ, რომ მოცემული საშუალების ეფექტურობა საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი. თუ ქუსლების კანი გაუხეშებული გაქვთ ან ბზარები გაწუხებთ, აუცილებლად ისარგებლეთ ამ მარტივი ინსტრუქციით და სასურველი შედეგებიც არ დააყოვნებს. ვიმედოვნებ, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვისაც სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის თქვენს მეგობრებს. გისურვებთ ჯანმრთელობასა და ბედნიერებას!