სხვა
მარილის საყოფაცხოვრებო გამოყენების 20 გასაოცარი გზა
ყველას აქვს სამზარეულოს კარადაში რამდენიმე შეკვრა მარილი. თუმცა, მისი გამოყენება მხოლოდ საკვების შეზავებას როდი უკავშირდება. მარილს შეუძლია მრავალი საწმენდი საშუალების შეცვლა, იგი ყოფაცხოვრებაშიც ძალიან სასარგებლოა. წარმოგიდგენთ 20 ალტერნატიულ საშუალებას მარილის ყოველდღიურად გამოყენებისთვის.
1. უთოს გაწმენდა
უთოს გასაწმენდად გულუხვად მოაყარეთ მარილი ქაღალდს, გაატარეთ უთო მარილს რამდენჯერმე და იგი იელვარებს.
2. გააცივეთ ღვინო
ღვინის სწრაფად ჩაციება გჭირდებათ? მოათავსეთ ბოთლი ყინულიან და მარილიან წყალში.
3. აალაგეთ გატეხილი კვერცხი
კვერცხი დაგივარდათ? მოაყარეთ მარილი და დაელოდეთ 10-15 წუთით. მისი ალაგება მარტივი იქნება.
4. მოამზადეთ საპონი ჭურჭლისსარეცხი მანქანისთვის
ჭურჭლისსარეცხი მანქანისთვის საპონი გათავდა? შეგიძლიათ მარილის, საკვები სოდისა და ჩვეულებრივი საპნის ნაზავი გამოიყენოთ.
5. მოაშორეთ ტაფას ცხიმი
მოაყარეთ ჭურჭელს მარილი. დაუმატეთ ცოტაოდენი წყალი და გააჩერეთ 10 წუთით. ეს ცხიმის მარტივად ჩამორეცხვაში დაგეხმარებათ.
6. ამოიყვანეთ წითელი ღვინის ლაქა
ხალიჩაზე ღვინო დაგეღვარათ? უმჯობესია, სწრაფად იმოქმედოთ. დააყარეთ ლაქას მარილი და გააჩერეთ 5 წუთით. მოასხით ცივი წყალი და გაიმეორეთ, სანამ ლაქა არ გაქრება.
7. გაასუფთავეთ ჭურჭლის ღრუბელი
ჩაასხით ორი ფინჯანი წყალი 1/4 ფინჯანი მარილით სავსე ჭურჭელში. გააჩერეტ მასში ღრუბელი მთელი ღამით. დილით ჭუჭყი აღარ დაგხვდებათ.
8. გაწმინდეთ საჭრელი დაფა
ხის დაფის დეზინფექცია შესაძლებელია მისი ცხელ წყალში ჩალბობით, მარილითა და ლიმონის წვენით გახეხვისა და გარეცხვის გზით.
9. გაწმინდეთ მილი
შეურიეთ 1/4 ჭიქა საკვები სოდა 1/4 ჭიქა მარილს. შეგიძლიათ ეს მასა კანალიზაციისთვის გამოიყენოთ. მოაყარეთ სადრენაჟო ხვრელს 1/2 ჭიქა და აცადეთ მასას 15 წუთით გაჩერება, სანამ 1 ქვაბი მდუღარე წყლით ჩარეცხავდეთ.
10. მოიშორეთ ობი
ობის ლაქებს ამჩნევთ ტანსაცმელზე ან პირსახოცებზე? შეურიეთ მარილი და ლიმონის წვენი და გადაანაწილეთ ლაქაზე. აცადეთ პასტას გაშრობა მზეზე. ამის შემდეგ შეაგდეთ ქსოვილი სარეცხის მანქანაში.
11. ამოიყვანეთ სისხლის ლაქა
სისხლის ლაქების ამოყვანა მარტივი არაა, თუმცა ამაშიც მარილი დაგეხმარებათ. ჩაალბეთ ტანსაცმელი ცივ ზღვის აბაზანაში. შემდეგ ამორეცხეთ თბილი, მარილიანი წყლით.
12. მოიშორეთ ჭიანჭველები
ჭიანჭველების პრობლემა გაქვთ? გადაწყვიტეთ იგი მარილის გამოყენებით. უბრალოდ მოაყარეთ იგი ფანჯრის რაფებს, კარის ზღურბლებსა და სხვა ადგილებს, სადაც ჭიანჭველები ხშირად გვხდებათ.
13. შეინარჩუნეთ მოჭრილი ყვავილები
გინდათ, რომ ყვავილების თაიგული უფრო დიდხანს ძლებდეს? დაუმატეთ 1 მწიკვი მარილი ლარნაკის წყალს. ეს ყვავილების სიცოცხლეს გაახანგრძლივებს.
14. კანის სკრაბირება
გინდათ გამომშრალი და აქერცლილი კანის მოშორება? შეიზილეთ ცოტაოდენი მარილი სველ კანში წრიული მოძრაობებით. ეს აქერცლავს თქვენი კანის მკვდარ უჯრედებს.
15. ქერტლის მკურნალობა
შეიზილეთ მარილი სველ თავის კანზე და გაიჩერეთ 5 წუთით. შემდეგ დაიბანეთ თავი ჩვეულებრივად.
15. მოიცილეთ სარეველა ბალახები
აადუღეთ 2 ფინჯანი წყალი 1 ფინჯან მარილთან ერთად. მოასხით ხსნარი სარეველებს და 1 საათში ამოგლიჯეთ ისინი.
17. გაწმინდეთ მაცივარი ქიმიკატების გარეშე
დაამზადეთ ნატურალური აბრაზიული საწმენდი საშუალება მარილისა და გაზიანი სასმლისგან.
18. გამოიყენეთ აკვარიუმის გასაწმენდად
აკვარიუმი შეიძლება ძალიან დაბინძურდეს, თუ არ გაწმენდთ. ეს ნადები კედლებზე რთულად ჩამოსაწმენდი ხდება. სცადეთ, გამოიყენოთ არა იოდიზებული მარილი.
19. მოამზადეთ პირის სავლები სითხე
შეგიძლიათ მარილისგან პირის ღრუს სავლები სითხე მოამზადოთ. იგი არ იქნება მენთოლიანი, თუმცა ბუნებრივი გზით განაახლებს სუნთქვას. 1 ჩ.კ. მარილი შეურიეთ 1 ჩ.კ. საკვებ სოდასა და 0.5 ჭიქა წყალს. მოურიეთ და გამოივლეთ პირის ღრუ.
20. შეინახეთ ყველი
შეახვიეთ ყველი თხელ, მარილწყლით გაჟღენთილ ქსოვილში, შეინახეთ მაცივარში. იგი 1 კვირაზე მეტხანს გაძლებს.