ყვავილები
მაისის თვის თესვის კალენდარი
ჩვენი თესვის კალენდარი აგარაკზე კარგი მოსავლის აღებაში დაგეხმარებათ. ამ სტატიაში გაიგებთ თუ როდის არის უკეთესი ხილისა და ბოსტნეულის თესვა, მორწყვა, მარგვლა ხეების სხვლა და ა.შ.
მაისის თესვის კალენდარი
პირველი კვირა
1 მაისი – შეგიძლიათ ბუჩქები და ხეებით დარგოთ, გაკრიჭოთ ბალახი. მოახდინოთ ნიადაგის მულჩირება, ებრძოლოთ მავნებლებს. ბაღ-ბოსტნეულის კულტურების დარგვა-გადარგვა არ შეიძლება.
2 მაისი – ყურადღება მიაქციეთ უნაყოფო დეკორატიულ მცენარეებს. სასარგებლოა ასკილის, ცხრატყავას და მცოცავი მცენარეების დარგვა. ნუ დარგავთ ბოსტნეულსა და ხილის ხეებს.
3 მაისი – იგივე რჩევა რაც 2 მაისს, უბრალოდ ამჯერად ფესვოვანი ბოსტნეულის დათესვა შეგიძლიათ.
4 მაისი – კარგია ყვავილებისა და ხილის ხეების დარგვა. რეკომენდებულია ყაბაყის, ნესვის, გოგრის, კომბოსტოს, ხახვის, მწვანილის დათესვა. შეგიძიათ გაკრიჭოთ ბალახი, მორწყათ მიწა, გაკრიჭოთ ყვავილები.
5 მაისი – ყველაფერი იგივე რაც 4 მაისს, თუმცა დრეს ნესვის ნაცვლად საზამთროს დათესვა აჯობებს.
6 მაისი – გირჩევთ დარგოთ ბოსტნეული, წიწაკა, პომიდორი და კიტრი. შეგიძლიათ შეიტანოთ სასუქი, მოწამლოთ მავნებლები, გაკრიჭოთ ბალახი. აკრძალულია ბაღში მუშაობა რადგან მალე სავსემთვარეობა დაიწყება.
7 მაისი – სავსემთვარეობა. აჯობებს სახლში იჯდეთ.
მეორე კვირა
8 მაისი – ნურაფერს დათესავთ ან დარგავთ, მაგრამ, შეგიძლიათ გამარგლოთ და გაზონები გაკრიჭოთ.
9 მაისი – დღე მარწვს დაუთმეთ. ასევე კარტოფილის, ბოლოკის და თალგამის თესვაც შეგიძლიათ.
10 მაისი – გააფხვიერეთ და გაანოყიერეთ ნიადაგი, გაკრიჭეთ ხეები. თქვენი ყურადღება დეკორატიულ ყვავილებს დაჭირდებათ, განსაკუთრებით ვარდებს.
11 მაისი – ცუდი იდეაა ყვავილების დარგვა- გადარგვა. სამაგიეროდ სასარგებლოა ხეების და ნიადაგის მოვლა. დათესეთ კარტოფილი, თალგამი, ხახვი, ბარდა, ლობიო და ა.შ.
12 მაისი – იგივე სიტუაცია რაც 11 მაისს + კარგია დეკორატიული ყვავილების დარგვა-ადარგვა.
13 მაისი – ნურაფერს დარგავთ. აჯობებს ბალახი გაკრიჭოთ, გასხლათ ხეები, მოახდინოთ მულჩირება, ებრძოლოთ მავნებლებს.
14 მაისი – არანაირი დარგვა. გააფხვიერეთ, მორწყეთ, მოახდინეთ მულჩირება.
მესამე კვირა
15 მაისი – შეგიძლიათ დათესოთ ნიახური, ბოლოკი, გოგრა, მარწყვი და ჟოლო. კარდგად გაიზრდება წიწაკა, პომიდორი და ბადრიჯანი. მორწყეთ ხეები და ბუჩქები, დაკავდით ნიადაგის მორწყვა-განოყიერებით.
16 მაისი – კარგია ნიახურის, ხახვის, ბოლოკის, კარტოფილის და პომიდვრის დარგვა.
17 მაისი – კარგია ბოლქვოვანი მცენარეების დარგვა, ნიახური და ბოლოკი შეგიძიათ სათბურებიდან გადმორგოთ.
18 მაისი – რგვა-თესვა არ ვარგა. დაკავდით მცენარეების გასხვლით, კომპოსტის შეტანით, ფარცხვით და გაფხვიერებით.
19 მაისი – გაკრიჭეთ გაზონი, ებრძოლეთ მავნებლებს, შეიტანეთ სასუქი.
20 მაისი – შესანიშნავი დღეა ბოლქვოსნების, ფესვოვანი ბოსტნეულის და მრავალწლოვანი მცენარეების დასარგავად. შეგიძიათ ბუჩქების გასხვლაც.
21 მაისი – დათესეთ ერთწლოვანი მცენარეები, წითელი ლობიო, ბოლქვოსნები და ფესვოვანი ბოსტნეული.
მეოთხე კვირა
22 მაისი – სავსე მთვარეობა. აჯობებს შინ დარჩეთ.
23 მაისი – დათესეთ პარკოსნები. მორწყეთ, მოახდინეთ მულჩირება, შეწამლეთ.
24 მაისი – იგივე რაც 23 მაისს + შეგიძიათ ოხრახუშის და მარწყვის გადარგვა.
25 მაისი – რეკომენდებულია ბახჩოსნების დარგვა-გადარგვა.
26 მაისი – დარგეთ და დათესეთ მცენარეები რომლებიც დაბალი იზრდება.
27 მაისი – ბაღ-ბოსტნის მცენატრეების დარგვა-გადარგვა და თესვა ცუდია. შეგიძიათ ხეები დარგოთ, გაანოყიეროთ, მორწყათ, დაამშავოთ ან მოახდინოთ მულჩირება. მოამზადოთ ნიადაგი.
28 მაისი – დაკავდით ბუჩქოსნებით.
მეხუთე კვირა
29 მაისი – დარგეთ ნებისმიერი ბალახი და მწვანილი. ამის შემდეგ მცენარეებს ცელოფანი გადააფარეთ.
30 მაისი – დათესეთ ბუჩქოსნები და მცოცავი მცენარეები. დაამუშავეთ მარწვი.
31 მაისი – არასასურველი დღეა დარგვისა და დამუშავებისთვის. უბრალოდ გაკრიჭეთ გაზონი და ბალახები.