Connect with us

საკითხავი

ლოცვა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის „ოდიგიტრიას“ ხატის წინაშე დახმარების სათხოვნელად

თუ რაიმეზე ნერვიულობთ, დარდობთ და საქმეებს ვერ აგვარებთ, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის „ოდიგიტრიას“ ხატის წინაშე უნდა ილოცოთ. „ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიმართ დახმარების სათხოვნელი ლოცვა დაგეხმარება!“ – უთხრა ჩემ დას, ილონას, ნოვოდევიჩის მონასტრის მონაზონმა. „ამ ხატის წინაშე ყოველდღე ილოცე და შვებას აუცილებლად იგრძნობ“.

დღეს გიამბობთ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის „ოდიგიტრიას“ ხატის შესახებ და ასევე გასწავლით, როგორ სთხოვოთ მარადიულ შუამავალს ჭეშმარიტების გზა.

ლოცვა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიმართ დასახმარებლად

10 აგვისტოს მართლმადიდებელი ეკლესია იხსენებს ღვთისმშობლის სმოლენსკის ხატის გამოსახულებას, რომელსაც ეწოდება „ოდიგიტრია“, რაც ნიშნავს „გზის მაჩვენებელს“. ეკლესიური გადმოცემებით, ხატი წმინდა ლუკა მახარებელმა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ჯერ კიდევ დედამიწაზე ცხოვრების დროს დაწერა.

ხატის ისტორია

1046 წელს საბერძნეთის იმპერატორმა კონსტანტინე IX მონომახმა თავისი ქალიშვილი ანა ჩერნიგოვის მთავარს, ვსევოლოდ იაროსლავიჩს ცოლად მისცა. მან ამ ხატით ქალიშვილს გზა დაულოცა. შედეგად, ვსევოლოდის გარდაცვალების შემდეგ ხატი მის შვილზე, ვლადიმერ მონომახზე გადავიდეს. ვლადიმერმა ხატი „ოდიგიტრია“ ჩერნიგოვიდან სმოლენსკში გადმოიტანა.

შედეგად, ხატს „ოდიგიტრია“ სმოლენსკისა ეწოდა. ამ მომენტიდან ხატის სასწაულმოქმედება იწყება.

სწორედ ის იყო ბოროდინოს ველზე ბრძოლის წინ. ბოროდინოს ბრძოლის შემდეგ ის ლეფორტოვოს სასახლეში გადაიტანეს, სადაც დაჭრილი ჯარისკაცები იწვნენ. მოსკოვის აღების წინ ფრანგებმა სმოლენკსის ხატი იაროსლავში გააგზავნეს, სადაც პატრიოტული ომის დასრულებამდე 1812 წლამდე დარჩა.

იაროსლავიდან ხატი კვლავ სმოლენსკში დააბრუნეს და საკათედრო ტაძარში მოათავსს, სადაც 1941 წლამდე იმყოფებოდა. სმოლენსკის ხატის შემდგომი ბედი უცნობია. ამბობენ, რომ ის საომარი მოქმედებების შედეგად დაზიანდა.

თუმცა ამ ხატის გადანაწერების ბევრი ნიმუში არსებობს. ამ ხატის მინიმუმ 30 სასწაულმოქმედი და განსაკუთრებით პატივსაცემი ასლია ცნობილი!

ამ ხატის ყველაზე ცნობილი სასწაულმოქმედი ნიმუშებია ხატი „სმოლენსკის ოდიგიტრია“ დნეპერის კარიბჭეზე სმოლენსკში, ხატი „უსტიუგის ოდიგიტრია“ დიდებული უსტიუგიდან, „სმოლენსკის“ ხატი ბელგაროდიდან და სხვები.

ესეც, ლოცვა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიმართ, რომელიც სჯობს სმოლენსკის „ოდიგიტრიას“ ხატის წინაშე წარმოთქვათ.

ლოცვა „ოდიგიტრიას“ ხატის წინაშე

„ჰოი, ყოვლად საკვირველო და ყოველთა ქმნულთა ზედა აღმატებულო დედუფალო ღვთისმშობელო, ზეციურისა მეუფისა ჩუენისა ქრისტეს ღვთისა დედაო, ყოვლად მოწმიდაო ოდიგიტრია მარიამ, ისმინე ლოცუანი ესე ცოდუილთა და უღირსთა მონათა შენთაგან, რომელნი ყოვლადწმიდასა ხატსა შენსა შევრდომილ ვართ ჟამსა ამას და ცრემლითა და შემუსვრილითა გულითა ვხმობთ:

უფსკრულთაგან ვნებათასა აღმომიყუანენ ჩუენ, დედუფალო, კურთხეულო, განმათავისუფლენ ჩუენ ყოველთაგან ურვათა და მწუხარებათა, გარემომზღუდენ ყოვლისა კრულებისა, ზედამოსვლისა და ცილისწამებისაგან დამიხსნენ მე მძინვარებისა მტერისა. ძალ–გიც შენ, ჰოი, მიმადლებულო დედაო, რაითა იხსნე ერი შენი ყოვლისაგან ბოროტისა და ღირს ჰყო იყი კეთილდღეობითსა ცხორებასა, რამეთუ ზედამოსვლათა ამათ შინა არა გვივის ჩუენ ცოდუილთა სხუაია შემწე და მხურვალე შუამდგომელი თვინიერ შენსა.

ევედრე, დედუფალო, ყოვლადწმიდაო, ძესა შენსა, ქრისტესაც ღმერთსა ჩუენსა, რაითა ღირს მყვნეს ჩუენ ზეცისა სასუფეველსა, ამისთ ვისცა მარადჟამს გადიდებთ შენ, ვითარცა მიზეზსაც ჩუენისა ხსნისასა და აღვამაღლებთ წმიდასა და დიდებულსა სახელსა მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, – სამებით განდიდებულსა და თაყუანისცემულსა ღმერთსა, უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

 

ლოცვა „ოდიგიტრიას“ მიმართ მგზავრობის მნებელთათვის

ყოვლადწმიდაო დედუფალო ჩემო, ქალწულო ღმრთისმშობელო ოდიგიტრია, მცველო და სასოო ცხოვნებისა ჩემისაო! გზასა ამას ზედა რომელი წინა მიძმს მე, მსურის დადგინება და ამით ჟამითგან შეგვედრებ შენ ყოვლადმოწყალესა დედასა ჩემსა სულსა და ხორცთა ჩემთა, გონებასა ჩემსა და ძალთაცა ხორციელტა, ამას ყოველსა შევვედრებ მტკიცესა ზედამხედველობასა შენსა და შეწევნასა ყოვლადძლიერსა.

ჰოი სახიერო თანამოგზაურო და მფარველო ჩემო, გულისმოდგინებითა გევედრები შენ, რაითა არა იქმნას გზაი ესე ჩემი საჭირველ, წინამიძეღ მე მას ზედა და წარმართე იგი, ყოვლადწმიდაო ოდიგიტრია, ვითარცა თვით უწყი სადიდებელად ძისა შენისა უფლისა ჩემისა იესუ ქრისტესი. თანაშემწე მექმენ მე და უმეტესად შორეულსა და მრავალ ტვირთულსა მწირობასა ამას შინა დამიცევ მე ძლევაშემოსილითა საფარველითა შენითა ყოველთა ჭირთა და მწუხარებათაგან, ხილულთა და უხილავთა მტერთაგან და ევედრე ჩემთვის, დედუფალო, ძესა შენსა, ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა, რაითა წარმოგზავნოს შემწედ ჩემდა ანგელოსი თვისი მშვიდობისა, წინამძღუარი და მუცელი ჩემი შეუორგულებელი, ვითარცა ოდესმე მიჰმადლა მონასა თვისსა ტობიას, ყოველსა ადგილსა და ყოველსა ჟამსა მცუელი გზისა მისისა ყოვლისაგან ბოროტისა, ეგრეცა გზაიცა ესე ჩემი კეთილად წარმართე და დამიცევ მე სიმრთელითა ზეციურითა ძალითა, რაითა მშვიდობით უკუვიქცე მე მამულსა შინა ჩემსა, სადიდებლად სახელისა თვისისა წმიდისა, განმადიდებელი და მაკურთხეველი მისი ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩემისათა და მაქებელად შენდა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიმართ ამ ლოცვების წაკითხვა ნამდვილ სასწაულს ახდენს. რაც მთავარია, მისი წაკითხვა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ.

თუ ეკლესიაში წასვლას ვერ ახერხებთ, შეგიძლიათ სახლში ხატების წინ ილოცოთ. ღვთისმშობელს შეგიძლიათ შესთხოვოთ ჯანმრთელობა, დახმარება, დაცვა, ბავშვების ყოლა და მათი კეთილდღეობა. მოკლედ, ყველაფერი, რაზეც ნერვიულობთ!