Connect with us

საკითხავი

ლიმონს ქვაბში ვხარშავ, რომ ჩამჯდარი ნამწვი მოვაშორო. ხალხური ხრიკი

ყველასთვის ნაცნობია შემთხვევა, როცა საყვარელ ქვაბზე ნამწვი და ცხიმი ჩნდება. თუ ყველა მეთოდი უკვე გამოცადეთ და ქვაბის გადაგდებას აპირებთ, შეჩერდით. Аlltime.ge–ს რედაქცია გთავაზობთ ხალხურ მეთოდს ლიმონით. ამ შესანიშნავი მეთოდით სამზარეულოს ჭურჭელს ნამწვს მოაშორებთ და ახალივით სუფთას გახდით. ამ საოცარ მეთოდზე დეტალურად გიამბობთ.

ლიმონის მოხარშვა ქვაბში

ბევრი დიასახლისი ძვირადღირებულ სპეციალურ საშუალებებს ყიდულობს, რომ ქვაბი ნამწვისგან გაწმინდოს. ჩვენ უფრო იაფ და მარტივ მეთოდს გთავაზობთ. მისი გამოყენებით საყვარელ ჭურჭელს გადაარჩენთ, ფულს და ენერგიას დაზოგავთ.

საწმენდი ფხვნილები, ქიმიური საშუალებები, ნეჭა და სპეციალური ღრუბელი კარადაში შეინახეთ, არ დაგჭირდებათ. ნამწვს მათ გარეშეც ადვილად მოაშორებთ. მოქმედებების თანმიმდევრობა დაიცავით.

დაგჭირდებათ 2 ლიმონი.  ლიმონი 8 ნაჭრად გაჭერით. 16 ნაჭერი ქვაბში ჩაყარეთ და წყალი დაასხით ისე, რომ ნამწვი დაიფაროს. ძლიერ ცეცხლზე დადგით. წყლის ადუღებას დაელოდეთ და 10 წუთით ადუღეთ.  ქურიდან გადმოდგით, წყლის გაცივებას დაელოდეთ. ამის შემდეგ წყალი გადაასხით. ნამწვი ადვილად მოშორდება.

ქვაბს ლიმონით უფრო ეფექტურად გაწმენდთ, ვიდრე ძლიერი ქიმიური საშუალებებით. ამაში ლიმონმჟავა და თერმული დამუშავება გვეხმარება. ცხელი წყალი და ორთქლი მჟავების მოქმედებას აძლიერებს და ცხიმები სწრაფად იშლება. ციტრუსის წყალობით უსიამოვნო სუნიც გაქრება.

გირჩევთ, მეთოდი პირადად გამოცადოთ და თავად დარწმუნდეთ, რომ ციტრუსით ქვაბს ნამწვს ადვილად და ეფექტურად მოაშორებთ. ამისთვის საკმარისია ლიმონი მოხარშოთ, წყლის გაგრილებას დაელოდოთ და შემდეგ გაწმინდოთ.

Advertisement