Connect with us

კულინარია

ლიმონის ეს უგემრიელესი კრემი ნებისმიერ დესერტს კიდევ უფრო გემრიელსა და არომატულს გახდის

გთავაზობთ ძალიან გემრიელი ლიმონის კრემის მომზადებას. ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთ კაფეში გავსინჯე გასაოცარი დესერტი – ხრაშუნა, თითქმის გამჭვირვალე, კარამელისა და ნუშის მილაკები ლიმონის კრემის შიგთავსით. უნდა ვაღიარო, რომ ასეთი გემრიელი არაფერი მიჭამია!

რეცეპტის კითხვისა, რა თქმა უნდა, შემრცხვა. და, აი, ლიმონის რეცეპტს შემთხვევით გადავაწყდი ერთ წიგნში, გადავწყვიტე მომემზადებინა. მასში იმანაც მიმიზიდა, რომ ძალიან მარტივად მზადდება და აუცილებელი პროდუქტიც თითქმის ყოველთვის გვაქვს მაცივარში. კრემის მოსამზადებლად 10 წუთი დამჭირდა, შედეგმა კი მოლოდინს გადააჭარბა – იგი ნაზი, ზომიერად სქელი, მკვეთრი, გამაგრილებელი ლიმონის არომატით გამოვიდა.

სრული ბედნიერებისთვის მილაკების რეცეპტიღა მაკლია. თუმცა, ამ კრემის გამოყენება შეიძლება ტორტისა და ეკლერების შიგთავსადაც.

ინგრედიენტები

  • 2 ლიმონი
  • 2 კვერცხი
  • 40 გ კარაქი
  • 100 გ შაქარი
  • ვანილი სურვილისამებრ

მომზადება

1. გათალეთ ლიმონი(ცედრის ნაწილი შეგიძლიათ წვრილად დახეხოთ და არომატისთვის დაუმატოთ კრემს), დაწურეთ წვენი, შეურიეთ შაქარს სრულად გახსნამდე. გასინჯეთ – თუ შაქარი აკლია, დაუმატეთ.

2. ათქვიფეთ კვერცხი ცალკე(უმჯობესია ხელით, არა მიქსერით), გაატარეთ საცერში, დაუმატეთ ლიმონის შაქრიანი წვენი.

3. კიდევ ერთხელ, კარგად მოურიეთ. თუ ცედრა არ გიყვართ ან კრემის აბსოლუტური ერთგვაროვნება გსურთ, გააჩერეთ კრემი 20 წუთით, ამის შემდეგ კი გაატარეთ საცერში – ზედმეტი ცედრა საცერზე დარჩება, კრემი კი უნაზესი გამოვა.

4. გადაასხით მიღებული მასა ქვაბში, დაუმატეთ კარაქი და ხარშეთ შესქელებამდე, არ დაგავიწყდეთ რეგულარული მორევა.

გემრიელად მიირთვით!