Connect with us

ჯანმრთელობა

კუჭის წყლული: 8 ნაადრევი სიმპტომი, რომლითაც ექიმს უნდა მიმართოთ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ზრდასრული ადამიანების თითქმის 15%–ს წყლულოვანი დაავადება აწუხებს. გასტრიტი, გაზრდილი მჟავიანობა – ამ გავრცელებულმა დაავადებებმა შეიძლება გამოიწვიოს ჯერ მცირე ეროზია, რომელიც თანდათანობით ვითარდება და შეიძლება კუჭს სერიოზული ზიანი მიაყენოს. წყლულის პირველი სიმპტომები ძალიან ბუნდოვანია და ადვილია უგულებელყოთ – არადა ამის გაკეთება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ექიმთან დროული მიმართვა და დაავადების დიაგნოსტიკა დაგეხმარებათ დიეტის, მკურნალობის გეგმის შედგენაში და დაავადებას პროგრესირების საშუალებას არ მისცემს. წყლულის სიმპტომები სჯობს დაიმახსოვროთ და ექიმს მიმართოთ, თუ თქვენში ან ახლობლებში მსგავსი ნიშნები შენიშნეთ.

მუცლის ზედა ნაწილის ტკივილი

მუცლის არეში ტკივილი არავითარ შემთხვევაში არ უნდა აიტანოთ, რომ არაფერი ვთქვათ ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატებით ტკივილის გაქრობაზე – სხეულის ამ ნაწილში ტკივილი ხშირად სერიოზულ დაავადებაზე გვაფრთხილებს, რომელიც სწრაფ რეაგირებას მოითხოვს. თუ მწვავე ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში გაწუხებთ, სავარაუდოდ, საქმე წყლულის შეტევას ეხება. თუ ტკივილი მწვავე არაა და, როგორც წესი, ჭამამდე ჩნდება, შეიძლება წყლულოვანი დაავადების განვითარების ნიშანი იყოს. მნიშვნელოვანია, ეს სიმპტომები არ უგულებელყოფთ და ექიმს დროულად მიმართოთ.

გულისრევა

კიდევ ერთი სიმპტომი, რომელიც მიგანიშნებთ, რომ თქვენი კუჭი წესრიგში არაა – გულისრევის შეგრძნება, რომელიც დროდადრო ვლინდება. თუ გულისრევა ჭამის შემდეგ მალევე ქრება, დიდი ალბათობით წყლულოვანი დაავადება ვითარდება.

აუხსნელი ღებინება

გულისრევა და ღებინება, რომელიც საკვებით მოწამვლას ან სხვა დაავადებას არ უკავშირდება, ასევე სახიფათო სიმპტომებია. თუ ღებინების დროს სისხლი შენიშნეთ, ექიმს დაუყონებლივ მიმართეთ.

სისხლი განავალში

სისხლი განავალში ან შავი განავალი – კიდევ ერთი სიმპტომი, რომელიც წყლულოვანი დაავადების განვითარებაზე გაფრთხილებთ. რა თქმა უნდა, სისხლი განავალში შეიძლება იყოს ბუასალის, ანალური ნახეთქის ან კუჭის სიმსივნის ნიშანი (ამიტომ ექიმს აუცილებლად უნდა მიმართოთ), მაგრამ თუ მას ახლავს მუცლის ზედა ნაწილში ტკივილი და გულისრევის შეგრძნება, სავარაუდოდ, საქმე წყლულოვან დაავადებას ეხება.

გულძმარვა

თუ გულძმარვა უფრო ხშირად ვლინდება, ვიდრე წელიწადში რამდენჯერმე – ეს მიზეზია, რომ ექიმს მიმართოთ. მას შეიძლება ახლდეს ძალიან სერიოზული დაავადება (მათ შორის გულის შეტევა) და წყლული.

მუცლის შებერილობა

მუცლის შებერილობა შეიძლება სხვადასხვა მიზეზით იყოს გამოწვეული, მაგრამ თუ მას ახლავს ტკივილი და გულისრევა, სავარაუდოდ, სჯობს გასტროენტეროლოგს მიმართოთ და წყლულოვანი დაავადების არსებობა შეამოწმოთ.

წონის დაკლება

ეს წყლულოვანი დაავადების გავრცელებული სიმპტომი არაა, მაგრამ ზოგიერთი პაციენტი ამ სიმპტომს აღნიშნავს. დისკომფორტის გაზრდა, რაც საკვების მიღებას უკავშირდება, ბევრი პაციენტი ჭამაზე უარს ამბობს ან მადის დაქვეითებას გრძნობს, რის გამოც წონაში იკლებენ. ნებისმიერ შემთხვევაში ნებისმიერი არამოტივირებული გახდომა – სერიოზული სიმპტომია და ექიმს დაუყონებლივ უნდა მიმართოთ.

ტკივილი ზურგში

იმის მიუხედავად, რომ კუჭი ან ნაწლავები, რომლებიც წყლულოვანი დაავადებით დაზიანებულნი არიან, მუცლის ღრუში მდებარეობს, ტკივილი ხშირად ზურგს გადაეცემა. ეს დიაგნოზის დასმას უფრო ართულებს, მაგრამ თუ ზურგის ტკივილს თან ახლავს ზემოთ აღწერილი სიმპტომები, ექიმს უნდა მიმართოთ.