ყვავილები
კრასულას მავნე ზემოქმედება სახლის მაცხოვრებლებზე
კრასულა ანუ ბარაქის ხე დიასახლისები უმეტესობას აქვს, ეს საკმაოდ პოპულარული სუკულენტია და მისი მსხვილი, სითხით სავსე ფოთლები ნამდვილად გვანან მონეტებს. თუმცა როგორც აღმოჩნდა მისი ქონა სახლში სადაც ბავშვები და შინაური ცხოველები ყავთ საკმაოდ სარისკოა.
დეიდას მონეტებით და ლენტებისთ მორთული ბარაქის ხე სამხრეთ-დასავლეთ ადგილას ედგა, თუმცა ერთ მშვენიერ დღეს, ის სადარბაზოში დამხვდა. დეიდამ განაცხადა, რომ მისმა ეზოთერიკოსმა მეგობარმა უთხრა, რომ კრასულას სახლში უარყოფითი ენერგია შეაქვს.
დამაინტერესა თუ რა მავნე თვისებები შეიძლება ქონოდა ამ მცენარეს. აღმოჩნდა, რო ეს მცენარე დარიშხანს შეიცავს, თან იმხელა რაოდენობით რომ მისი რამდენიმე ფოთოლი ადამიანის მოსაწამლად სრულიად საკმარისია. ზრდასრულ ადამიანს მისი ფოთლების ჭამა ნამდვიალდ არ მოაფიქრდება მაგრამ, ბავშვებისა და შინაური ცხოველების შემთხვევაში სიფრთხილის გამოჩენა ურიგო არ იქნებოდა.
კიდევ ერთი ხიფათი – არსებობს ბარაქის ხის ფოთლებით დამზადებული შინაურული წამლები. მას ალოეს მსგავსად გამაჯანსაღებელ რეცეპტებში სვამენ. თუმცა ამით დარიშხანი ნაკლებ სახიფათო ნამდვილად არ ხდება.
ეზოთერიკოსის აზრით კრასულას სახლში ქონა ყოველთვის მისაღები არ არის! მას ინური – ქალური ენერგია აქვს, ამიტომ თუ სახლში ბევრი ასეთი მცენარეა, აუცილებელია ინური ენერგიის შეტანა – ჰარმონიის მისაღწევად.
ბარაქის ხესთან ფსიქოლოგებსადც ორგვარი დამოკიდებულება აქვთ. ბარაქის ხე შეიძლება არასათანადო მოვლის გამო გახმეს, ამან კი ადამიანში შეიძლება გაღარიბების შიში აღძრას და აკვიატებული აზრები გაუჩინოს.
ამ ულამაზესი სუკულენტის საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, თუმცა აჯობებს გარკვეული რჩევები გაითვალისწინოთ და ის ბავშვებსა და შიანურ ცხოველებს მაქსიმალურად მოარიდოთ.