Connect with us

თავის მოვლა

კოჭის სარგებელი თმისთვის: ძლიერი კოჭის ნიღაბი თმის სილამაზეს სრულად გამოავლენს

კოჭა ბევრი დაავადების, მათ შორის ანთებითი დაავადებების და საჭმლის მომნელებელი პრობლემების დროს აქტიურად გამოიყენება. იცით თუ არა, რომ კოჭა თმის მოვლის რუტინაში წარმატებით შეგიძლიათ გამოიყენოთ. მისი დახმარებით ქერტლს და თმის ცვენას დაივიწყებთ. Alltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორ მოამზადოთ თმის ნიღბები კოჭით და როგორ გამოიყენოთ სწორად.

კოჭის სარგებელი თმისთვის

კოჭა სასარგებლო ნივთიერებების საწყობია. მასში შემავალი ანტიოქსიდანტები ძლიერ ანტიბაქტერიულ და ანთების საწინააღმდეგო საშუალებას წარმოადგენს. კოჭის წვენი, რბილობი და ზეთი სხვადასხვა შინაურულ საშუალებაში გამოიყენება და თმის პრობლემების გასაქრობად თავისი ეფექტურობა უკვე დიდი ხანია დაამტკიცა.

მისი დახმარებით ცუდ სისხლის მიმოქცევას „არას“ ვეუბნებით, შესაძლო ინფექციებს ვკლავთ, ქერტლს ვებრძვით. გავრცელებული მოსაზრების მიუხედავად, რომ კოჭა თმაზე არასასურველ გავლენას ახდენს, კვლევა ამას არ ადასტურებს.

მას როგორც ალტერნატიულ, ასევე ტრადიციულ მედიცინაში ფართოდ იყენებენ. ეს კი კოჭის სისხლის მიმოქცევის მასტიმულირებელი, ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო ეფექტით არის განპირობებული. კოჭის ეს თვისება თმის მოსავლელად განსაკუთრებით ფასობს.

საუკუნეების განმავლობაში კოჭას თმის ცვენის საწინააღმდეგოდ იყენებენ. თანამედროვე კვლევებმა საოცარი ფესვის ანტიოქსიდანტური, სოკოს საწინააღმდეგო მოქმედება დაადასტურა, რაც თმის ჯანმრთელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

რა თქმა უნდა, კოჭის ნიღაბი ერთ ღამეში მელოტ თავს თმით ვერ დაფარავს, მაგრამ მისი დახმარებით ბევრ პრობლემას მოაგვარებთ და თმას ძველებურ სილამაზეს დაუბრუნებთ. ამ მიზნით კოჭის ნიღბები კვირაში რამდენჯერმე გამოიყენეთ. ნახეთ, როგორ გამოიყენოთ კოჭის სამკურნალო ნიღბები თმისთვის.

1. კოჭა, როგორც თმის ზრდის მასტიმულირებელი საშუალება

გამოყენების ყველაზე მარტივი მეთოდი: კოჭის წვენი სკალპზე წაისვით. მისი დახმარებით ქერტლს და თმის მტვრევადობას მოიშორებთ. წინასწარ კოჭა გრილზე გამოაცხვეთ, რომ ფესვმა სამკურნალო ძალები სრულად მოგცეთ.

კოჭის სამკურნალო ძალები უფრო იხსნება, თუ მის წვენს ხახვის წვენთან ერთად გამოიყენებთ. ხახვის წვენი კეროვანი ალოპეციის დროს თმის ცვენის შეფერხებაში დაგეხმარებათ.

თმის ნიღაბი კოჭის და ხახვის წვენებით

  1. ნიღბის მოსამზადებლად 1 ხახვის წვენი და ნახევარი ხახვის ზომა კოჭის ნაჭერი გაწურეთ.
  2. ორივე წვენი აურიეთ.
  3. მიღებული ნარევი პირდაპირ სკალპზე წაისვით. შეგიძლიათ ნარევს მცენარეული ზეთი დაუმატოთ. ქოქოსის და ნუშის ზეთი საუკეთესოა. უკიდურეს შემთხვევაში ხელთ არსებული ნებისმიერი მცენარეული ზეთი გამოიყენეთ.
  4. ნიღაბი თმაზე 30 წუთით გაიჩერეთ. შემდეგ თავი ნაზი შამპუნით დაიბანეთ და თბილი წყალი გადაივლეთ.

2. კოჭა თმის ბოლქვებში სისხლის მიმოქცევას აძლიერებს

ცნობილია, რომ კოჭა გულის კუნთების მუშაობას ააქტიურებს და სისხლს ათხელებს, ამით სისხლის მიმოქცევას აძლიერებს. თმის ბოლქვების გაძლიერებული კვება თმის აქტიურ ზრდას ხელს უწყობს და ნაადრევ ცვენას აფერხებს.

თმის ნიღაბი კოჭით და ზეითუნის ზეთით

  1. 1 კოვზი დაქუცმაცებული კოჭა და 3 კოვზი ზეითუნის ზეთი აურიეთ.
  2. ნარევი სკალპზე ფრთხილად წაისვით. 30 წუთით გაიჩერეთ. პროცედურის დროს თავის კანი ხურდება, ინტენსიური სითბო იგრძნობა.
  3. პროცედურის ბოლოს თავი შამპუნით დაიბანეთ.

3. კოჭა – თმის ბუნებრივი მცველი, ძალა და ბზინვარება

თმის ნიღაბი კოჭით და ქოქოსის ზეთით ძვირფასი პროტეინების შენარჩუნებას ხელს უწყობს. ამის წყალობით თმას ძალა და ბზინვარება უბრუნდება. სოკოს საწინააღმდეგო თვისების წყალობით კოჭა თმას ინფექციებისგან იცავს.

თმის ნიღაბი კოჭის და ქოქოსის ზეთით

  1. 2 ნაწილი კოჭა და 1 ნაწილი ქოქოსის ზეთი აიღეთ. კოჭის ფესვი გაწურეთ და ზეთს აურიეთ.
  2. მიღებული ნარევი გაწურეთ და სკალპზე წაისვით. ის მშრალ და აქერცლილ თავის კანს ამშვიდებს.
  3. ნახევარ საათში ნაზი შამპუნით ჩამოიბანეთ და თბილი წყალი გადაივლეთ.

4. კოჭა ქერტლის საწინააღმდეგოდ

ქერტლი კანის უჯრედების სწრაფი კვდომით არის გამოწვეული. ასეთი ჰიპერპროლიფერაციის მიზეზი სოკოა. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ კოჭის დახმარებით სოკოვანი ინფექციების აქტივობის დათრგუნვა შეიძლება.

კოჭის წვენი ქერტლის საწინააღმდეგოდ

  1. 2–3 ს/კ კოჭის წვენი 3 კოვზ სეზამის ზეთს და 1 ჩ/კ ლიმონის წვენს აურიეთ.
  2. ზეთოვანი ნარევი სკალპში ყოველ მეორე დღეს შეიზილეთ.
  3. ნახევარი საათით გაიჩერეთ და თბილი წყლით და შამპუნით ჩამოიბანეთ.

ზეთოვანი თმის ნიღაბი კოჭით

  1. კოჭა დააბლენდერეთ, რომ 2–3 ს/კ კოჭის მასა მიიღოთ. ეს მასა 1 ჩ/კ ლიმონის წვენს და 3 ჩ/კ მცენარეულ ზეთს აურიეთ. ბაზად ნებისმიერი მცენარეული ზეთი აიღეთ, თუმცა ზეითუნის ზეთი უფრო ეფექტურია.
  2. ნარევი წაისვით და 30 წუთით გაიჩერეთ, შემდეგ შამპუნით ჩამოიბანეთ.

5. როგორ დავივიწყოთ თმის ცვენა

თუ ორგანიზმში საკმარისი რაოდენობის ანტიოქსიდანტებია, თმის დაკარგვა ნელდება. კვლევამ დაამტკიცა, რომ ალოპეციის დროს ადამიანებს ანტიოქსიდანტების უფრო დაბალი დონე აქვთ, ვიდრე მათ, ვისაც მსგავსი პრობლემა არ აწუხებს.

კოჭის დახმარებით ორგანიზმს ანტიოქსიდანტებით გაამდიდრებთ. ამისთვის კოჭა კერძებს ხშირად დაუმატეთ. ასევე კოჭის წვენი ჩაის, წყალს, რძეს ან სხვა წვენს დაუმატეთ.

კოჭის ნატურალური საშუალებებით თმის მდგომარეობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებთ. თქვენი თმა ჯანმრთელი, ძლიერი და მბზინვარე გახდება. კოჭა შესანიშნავი საშუალებაა თქვენი თმის სილამაზის შესანარჩუნებლად.